Tag Archives: #ენერგეტიკა

გიორგი ჩიქოვანი: ის განცხადებები და დასკვნები, რომლებიც გავრცელდა ნამახვანჰესთან დაკავშირებით, საკმაოდ ზედაპირულია და რეალობასთან ახლოს არ არის

დღეს გავეცანით EMC-ის განცხადებას ნამახვანჰესის შესახებ. ჩვენ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ და სულ მალე გვექნება საკმაოდ დეტალური და კომპენტენტური პასუხები ამ განცხადებაზე, – ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისივე თქმით, ის განცხადებები და დასკვნები, რომლებიც გავრცელდა, საკმაოდ ზედაპირულია და რეალობასთან ახლოს არ არის. „ისინი საკმაოდ დილეტანტურ დონეზეა მომზადებული, როგორც ეკონომიკური, ასევე ენერგეტიკული და გარემოს დაცვითი ...

Read More »

ბექა დავითულიანი: არ არსებობს პრეცედენტი, ასეთი კაშხლები პრობლემას ქმნიდნენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, ნამახვანი ჰესის ტიპის ჰესები/კაშხლები უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემას ქმნიდნენ; მისი განცხდებითვე, მთავარია, სახელმწიფოს ჰქონდეს სრული ზედამხედველობა მშენებლობის ხარისხზე. ნამახვანის ჰესის პროექტი 2 მარტს პარლამენტში თავდაპირველად ახსენა ალეკო ელისაშვილმა  და ხელისუფლებას/პარლამენტს მოუწოდა, ესაუბრონ მოსახლეობას ამ საკითხზე და პასუხები გასცენ მათ კითხვებს, ხოლო თუ ამ კითხვებზე პასუხები არ იარსებებს, ჰესი არ აშენდეს. ...

Read More »

ზურაბ ჯაფარიძე: ჰესების აშენება უნდა წყდებოდეს ინვესტორსა და ადგილობრივებს შორის მოლაპარაკებით

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ნამახვანის ჰესის აშენების საკითხს და წერს, რომ  მსგავსი საკითხები  უნდა  წყდებოდეს  ინვესტორსა  და ადგილობრივ მესაკუთრეებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე. მათ შორის  აშენების ნებართვის ღირებულებაც, რომელიც  უნდა იყოს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფასს ითხოვს ის ხალხი, ვისაც იმ ტერიტორიაზე გააჩნია აქტივები. “კითხვა – უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანი (ან რომელიმე სხვა ჰესი) უშინაარსოა. თუ არსებობს ვიღაც, ვისაც აქვს აშენების ...

Read More »

მაია ბითაძე: „ნამახვაჰესის“ მშენებლობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში დიდ როლს ითამაშებს

როგორც ენერგეტიკოსები გვეუბნებიან, „ნამახვანვანჰესი“ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს, – ამის შესახებ მაია ბითაძემ განაცხადა. პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გარკვეული კითხვები არსებობს ბუნებაზე ზემოქმედების კუთხით. ​„თუმცა გარემოს დაცვის კუთხით კვლავ რჩება კითხვები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ვფიქრობ ამ კითხვებზე ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის კარგად მიწოდებული როგორც საზოგადოებისთვის, ასევე გვრჩება ჩვენც – გარემოს დაცვის კომიტეტს და ზოგადად საპარლამენტო გუნდს“, – განაცხადა ...

Read More »

გიგა ბოკერია ნამახვანჰესზე: ქსენოფობია დომინირებდა, ეს ქვეყნის მომავლისთვისაა საზიანო

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება.   როგორც ბოკერია განმარტავს, ნებისმიერი სამოქალაქო აქტიურობა, ის, რომ ადამიანებს საკუთარი შეხედულება აქვთ და მას მშვიდობიანად გამოხატავენ, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მახასიათებელია, თუმცა, მისივე თქმით, გამართულ აქციაზე ქსენოფობიური განცხადებები კეთდებოდა, რაც, მისივე სიტყვებით, ქვეყნის მომავლისთვის არის საზიანო.  “თავისთავად, ყველა ამ ტიპის პროექტზე, მარტო დიდ ჰესებზე არა, ნებისმიერ დიდ პროექტზე, რაც საზოგადო სიკეთეს შეეხება, ...

Read More »

“ენგურჰესის” გაჩერებამ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი მკვეთრად გაზარადა

“ენგურჰესის” გაჩერებამ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი მკვეთრად გაზარადა. 2021 წლის 2 თვეში ქვეყანამ 827.8 მლნ კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, თითო თვეში 410 მილიონ კვტ.სთ -ზე მეტი. მთავარი მომწოდებლები რუსეთი და აზერბაიჯანია. ესკოს ექსპრეს მონაცემებით, რუსეთიდან 2 თვეში 521 მილიონ კვტ.სთ ელექტროენერგია შევიძინეთ, აზერბაიჯანიდან კი, 299.7 მილიონი. ელექტროენერგიის იმპორტი 2021 წლის იანვარი რუსეთი – 262.315 მლნ კვტ.სთ აზერბაიჯანი – 151.78 მლნ კვტ.სთ ...

Read More »

მურმან მარგველაშვილი: ორი სახის არგუმენტებს ვაწყდებით ჰესების მოწინაღმდეგეებში, პირველს – სავსებით სამართლიანს და მეორეს – აშკარა ტყუილსა და დემაგოგიურს

100 დღეზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს მართავს. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ მანამ, სანამ ყველა საჭირო დოკუმენტი სამართლებრივად არ იქნება შესწავლილი. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ჰესების აშენება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და პროექტი რისკებს არ შეიცავს.  ენერგეტიკის ექსპერტი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების გაკვეული ჯგუფების პროტესტის შემთხვევაში ადგილი აქვს რამოდენიმე სახის არგუმენტებსა და ...

Read More »

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების ანალიზს აქვეყნებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების ანალიზს აქვეყნებს.” ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ, ნამახვანი ჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგოტარიფს და ენერგოუსაფრთხოებას, კომპანიას აქვს შეუზღუდავი უფლებები ბუნებრივ რესურსებზე, კანონმდებლობის, გადასახადისა და ბაზრის წესების ცვლილებით გამოწვეულ ფინანსურ ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ანაზღაურებს, შეთანხმება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს, ფორსმაჟორული გარემოებებისას ყველა სახის ზიანისა ...

Read More »

გიგა ბოკერია: გვინდა, ელექტროენერგია არ იყოს ძვირი, მაგრამ არ გვინდა დიდი ჰესები – ასე ვერ ხდება

“გვინდა, ელექტროენერგია არ იყოს ძვირი, მაგრამ არ გვინდა დიდი ჰესები – ასე არ ხდება”. – ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება. “როცა ვლაპარაკობთ, რომ გვინდა, ეკონომიკა განვითარდეს, ამხელა სიღარიბეა და ეკონომიკური სტაგნაცია იყო კოვიდამდეც. გვინდა, რომ ელექტროენერგია არ იყოს ძალიან ძვირი, მაგრამ, ამავდროულად, არ გვინდა დიდი ჰესები, არ გვინდა ატომური სადგურები, არ გვინდა რუსეთზე დამოკიდებულება, მაგრამ გვინდა იაფი ...

Read More »

დეტალური ინფორმაცია ენერგეტიკული ბირჟის შესახებ – უდიდესი პერსპექტივა, რისკები და გამოწვევები რომელიც მას თან ახლავს

ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც დაფუძნდა სახელმწიფოს მხრიდან (დაფუძნებულია სახელმწიფო კომპანიების – საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის 50-50%-იანი თანამონაწილოებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანების საფუძველზე) იქნება პლატფორმა, სადაც ენერგიის ყიდვა/გაყიდვა მოხდება. მცირე, დიდი ჰესები, ქარის ელექტროსადგური, იმპორტორები და ა.შ. დარეგისტრირდებიან აღნიშნულ ბირჟაზე და შესთავაზებენ საკუთარ ენერგიას მომხმარებლებს. მომხმარებლებიც თავის მხრივ ასევე დარეგისტრირდებიან ელექტრონულ პლატფორმაზე და იყიდიან ელექტროენერგიას. ენერგეტიკული ...

Read More »