გიორგი ჩიქოვანი: ის განცხადებები და დასკვნები, რომლებიც გავრცელდა ნამახვანჰესთან დაკავშირებით, საკმაოდ ზედაპირულია და რეალობასთან ახლოს არ არის

დღეს გავეცანით EMC-ის განცხადებას ნამახვანჰესის შესახებ. ჩვენ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ და სულ მალე გვექნება საკმაოდ დეტალური და კომპენტენტური პასუხები ამ განცხადებაზე, – ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ის განცხადებები და დასკვნები, რომლებიც გავრცელდა, საკმაოდ ზედაპირულია და რეალობასთან ახლოს არ არის.

„ისინი საკმაოდ დილეტანტურ დონეზეა მომზადებული, როგორც ეკონომიკური, ასევე ენერგეტიკული და გარემოს დაცვითი კუთხვით და მას რა თქმა უნდა, ჩვენი ექსპერტები დეტალურ პასუხს გასცემენ. სხვადასხვა გარემოს დაცველი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ორგანიზაციები ხშირად ტალახს ისვრიან ისეთ საკითხებზე, სადაც მათ არ გააჩნიათ კომპეტენცია და ეს ალბათ მათი პრობლემა არ არის, ეს ჩვენი ქვეყნის პრობლემაა“, – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

მანამდე EMC-მა განაცხადა, რომ ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის ვერც უკეთეს ენერგოტარიფს, ვერც ენერგოუსაფრთხოებას. მათივე მტკიცებით, ეს პროექტი ქვეყნის ენერგოუსაფრთოებაში კი არ შეიტანს წვლილს, არამედ, პირიქით, ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელი ფისკალურ ტვირთი იქნება.

Leave a Reply