Tag Archives: #გაზი

ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ევროპისა და აზერბაიჯანის ენერგეტიკული პროქტებიდან საქართველომ მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღოს

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა უპრეცენდენტო მასშტაბებს მიიღებს. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ევროპის კონტინენტზე შექმნილი ვითარებაა, რომელმაც სრულიად შეცვალა მანამდე არსებული რეალობა. საქართველოს უჩნდება შანსი მიიღოს დამატებითი დივიდენდები როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისითაც. საქართველოში ვიზიტად მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაადასტურა, რომ მოუთმენლად ელის ახალი პროექტების დაწყებას, რათა საერთაშორისო ბაზრებზე ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა გაიზარდოს. „ვაპირებთ 22 მილიონი კუბური ტონის ექსპორტს ...

Read More »

თელავის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” თელავის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფის მიერ დაზიანებული რედუცირებისა და ფილტრაციის კვანძები შეიცვალა ახლით და ძველი, ამორტიზებული ონკანის ნაცვლად ახალი დამონტაჟდა. რეაბილიტაცია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ წინასაავარიო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის განხორციელდა. ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში უკვე ...

Read More »

სექტემბერში ჩინეთმა რუსეთისგან, რეკორდული მოცულობის თხევადი გაზი და ნახშირი იყიდა

სექტემბერში, ჩინეთმა რუსეთიდან, რეკორდული მოცულობის თხევადი გაზი და ნახშირი იყიდა. ამის შესახებ Bloomberg ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ამრიგად, სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან კოქსინგის ნახშირის იმპორტი 2,5 მლნ ტონამდე გაიზარდა. რუსული LNG-ის შესყიდვები გასულ წელთან შედარებით მესამედით გაიზარდა და 819 000 ტონამდე შეადგინა. ამავდროულად, რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტმა გასულ თვეში 7,5 მილიონი ტონა შეადგინა, აგვისტოში – 8,3 მილიონი ტონა და ერთი წლის წინ ...

Read More »

აზერბაიჯანის მიერ გაზრდილი ენერგომატარებლების ექსპორტის ფონზე რა სარგებელს უნდა ელოდეს საქართველო?

საქართველოში მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ენერგეტიკული პროექტების გამტარუნარიანობის ზრდაზე ისაუბრა რაშიც საქართველოც იქნება ჩართული. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა სარგებელს შესაძლოა ელოდეს ქვეყანა იმ გაზრდილი მოცულობის ენერგომატარებლებიდან, რაც სამომავლოდ საქართველოზე გაივლის. ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ქვეყანამ თავისი სატრანზიტო პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, თუმცა იმავდროულად უნდა განვითარდეს ადგილობრივი სექტორიც რათა ქვეყანა გახდეს თვითკმარი და თავადად ახორციელებდეს ექსპორტს. რაც შეეხება გაზის ტრანზიტს, გაწერილია ...

Read More »

ევროპას იმაზე მეტი გაზი აქვს, ვიდრე სჭირდება

ევროკავშირის ქვეყნებმა საჭიროზე მეტი გაზი დააგროვეს. ამის შესახებ ნათქვამია Bloomberg-ის სტატიაში, რომელიც 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა. გაზეთის ცნობით, “არაჩვეულებრივად თბილი ამინდის” და თხევადი აირის იმპორტის ერთობლიობა ხელს უწყობს იმ ფაქტს, რომ გაზსაცავები თითქმის სავსეა. გაზის ფასი ზაფხულის პიკის მესამედზე ნაკლებამდე დაეცა, ნათქვამია სტატიაში. ამავდროულად, “რისკები ჯერ კიდევ წინ არის”, წერს Bloomberg და აღნიშნავს, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული ამინდზე და მკვეთრი სიცივე ...

Read More »

ბაქო-სუფსის მილსადენით ექსპორტირებული ნავთობისთვის, აზერბაიჯანი უცხოური კომპანიებისგან წლიურად $14 მლნს მიიღებს

აზერბაიჯანის მიერ ბაქო-სუფსის მილსადენით ექსპორტირებული ნავთობისთვის უცხოური კომპანიები 14 მილიონ დოლარს გადაიხდიან წლიური ტარიფის სახით. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდში (SOFAR) აცხადებენ. ფონდში აღინიშნა, რომ მითითებული ტარიფი შეიძლება განსხვავდებოდეს გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. ბაქო-სუფსის მილსადენით ექსპორტირებული ნავთობი, შავი ზღვის მილსადენით დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ხდება ბორანით. „ცნობილია, რომ ამჟამად უკრაინაში საომარი მდგომარეობა გავლენას ახდენს ბორნების მუშაობაზე. ეს იწვევს იმაზე ნაკლები ...

Read More »

დნიპროზე რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ელექტროსადგურსა და ბენზინგასამართი სადგური დაზიანდა

რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ქალაქში ისმის აფეთქებების ხმა და რამდენიმე ადგილზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ჭურვის ფრაგმენტები ქალაქის ელექტროსადგურში და ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის ინფორმაციით, დაღუპულია ორი სამოქალაქო პირი, სამი კი დაშავებულია.

Read More »

რომი პუტინის ენერგეტიკულ შანტაჟს არ დაემორჩილება – იტალიის პრემიერი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონმა განაცხადა, რომ რომი არ დაემორჩილება პუტინის ენერგეტიკულ შანტაჟს და დარჩება უკრაინის პარტნიორად. ამის შესახებ მან იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მელონის განცხადებით,  შემდეგი „გახსნილი კვანძი“ ენერგეტიკული საკითხი იქნება. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ „პუტინის შანტაჟის დამორჩილება პრობლემის გაღრმავებას ნიშნავს“. „თავისუფლებას თავისი ფასი აქვს“, – თქვა იტალიის პრემიერმა.  ამავდროულად, პრემიერ-მინისტრის თქმით, იტალია კვლავ რჩება მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდამჭერად. ამასთან, ...

Read More »

ბინებში გაზის აფეთქების რისკი წლიდან წლამდე იზრდება

გათბობის სისტემის გაუმართაობა წელსაც დიდ პრობელმად რჩება. უსაფრთხოების მხრივ ქვეყანას კიდევ ერთი მძიმე ზამთარი ელის. წელს სიტუაცია შეიძლება უფრო მეტად დამძიმდეს და რისკი. არის შემთხვევები, როცა გაზის ქსელიდან ჩაჭრილ მოწყობილობებს მოქალაქეები თვითნებურად აერთებენ, რის გამოც ხალხი იწამლება. სახლებში გათბობა ჯერ კიდევ არ არის ჩართული და გაზის აფეთქებამ ერთი ადამიანი უკვე იმსხვერპლა. არ არის გამორიცხული, მდგომარეობა დამძიმდეს, რადგან შენობებში არც დეტექტორებია ...

Read More »

SOCAR-მა ბუნებრივი აირის მოპოვება გაზარდა

როგორც SOCAR-მა ABC.AZ-ს განუცხადა, საანგარიშო პერიოდში კომპანიის მიერ ექსპლუატაციაში მყოფ საბადოებზე მოპოვებული იქნა დაახლოებით 2 მილიონი ტონა ნავთობი და 2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სოკარის გაზის მოპოვება 1,3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანმა მოიპოვა 8 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი და დაახლოებით 11 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. წყარო: bfm.ge

Read More »