Tag Archives: #გაზი

რუსეთის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, მოსკოვი გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს

რუსეთში აცხადებენ, რომ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო თუ დაწესდება, მაშინ მოსკოვი გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა გააკეთა. „ჩვენ გვაქვს სრული უფლება, რათა საპასუხო ზომები მივიღოთ და დავაწესოთ ემბარგო ბუნებრივი აირის მიწოდებაზე „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის გაზსადენის მეშვეობით“, – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა. მისივე თქმით, „რუსულ ნავთობზე უარის თქმა მსოფლიო ბაზარს კატასტროფულ შედეგს მოუტანს“. მისი ვარაუდით, ასეთ შემთხვევაში ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი: „ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე, გაზზე და ნახშირზე დამოკიდებულებისგან თავი უნდა გაითავისუფლოს“

„ევროკავშირმა რუსულ გაზზე, ნავთობზე და ნახშირზე დამოკიდებულებისგან თავი უნდა გაითავისუფლოს, დივერსიფიკაციის, ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული გადასვლის გზით“, – ამის შესახებ მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს. „ენერგეტიკა რჩება ერთ-ერთ კრიტიკულ საკითხად. ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე, გაზზე და ნახშირზე დამოკიდებულებისგან თავი უნდა გაითავისუფლოს. ამისათვის ჩვენ უნდა გავამრავალფეროვნოთ მიწოდება, მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს ენერგოეფექტურობაში და დიდი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ განახლებად ...

Read More »

დანიის პრემიერი: ჩვენ ეტაპობრივად ვიტყვით უარს რუსულ გაზზე

დანია მიზნად ისახავს რუსული ბუნებრივი აირისგან დამოუკიდებელი გახდეს, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. სკანდინავიური ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ძირითადი საპარლამენტო პარტიები შეთანხმდნენ, რომ დანია უნდა გახდეს დამოუკიდებელი რუსული გაზისგან “რაც შეიძლება მალე”, თუმცა არ მიანიშნა კონკრეტულ ვადებზე.

Read More »

ევროპაში გაზის ფასმა რეკორდი განაახლა – 3 600 დოლარი ათას კუბურ მეტრზე

ევროპაში გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 3 600 დოლარს გადააჭარბა. ლონდონის საფონდო ბირჟის – ICE-ის მონაცემების მიხედვით, დილით, ვაჭრობის გახსნაზე კუბური მეტრის ღირებულება 2366,8 დოლარს შეადგენდა, რამდენიმე წუთში 2700 დოლარს მიაღწია, შემდეგ კი 3 639,1 დოლარამდე ავიდა. ევროპაში გაზის საფასურმა მკვეთრი ზრდა გასული წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. მაშინ მისმა ფასმა 1900 დოლარსაც მიაღწია, რაც იმ დროისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ...

Read More »
ილონ მასკმა Tesla-ს ახალი პროექტის წარდგენა დააანონსა

ილონ მასკი: მსოფლიოში ნავთობისა და გაზის წარმოება უნდა გაიზარდოს

ცოტა ხნის წინ, Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე აუცილებელია, დანარჩენმა მსოფლიომ ნავთობისა და გაზის წარმოება დაუყონებლივ გაზარდოს, რათა ნავთობის მიწოდების ჯაჭვში ომის შედეგად გამოწვეული შეფერხებები, რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას, ხოლო გაზის მზარდი ფასები – დასტაბილურდეს. ილონ მასკმა განაცხადა, რომ კარგად ესმის, თუ რა ზიანი მიადგება ამ გადაწყვეტილებით Tesla-ს, მაგრამ დასძინა, რომ დღევანდელ რეალობაში ენერგიის განახლებად ...

Read More »

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) 10-პუნქტიანი გეგმა რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად

რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA) 10-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს. გეგმაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს განხორციელებული ღონისძიებები უკვე საკმაოდ ეფექტურია რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის ერთი-მესამედით შესამცირებლად, ხოლო მოცემული დამატებითი ღონისძიებები შესაძლებელს გახდის მის ნახევრამდე შესამცირებლად, რაც, ყველაფერთან ერთად, ხელს შეუწყობს ემისიების შემცირებასაც. გთავაზობთ ხსენებული პუნქტების ჩამონათვალს:   პუნქტი 1. ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, რუსეთთან ახალი ხელშეკრულებებლის არ გაფორმება. ...

Read More »

აშშ–ის კონგრესი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის კანონს განიხილავს

აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ პალატა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ კანონს განიხილავს. მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში, რუსული აგრესიის საპასუხოდ, ვაშინგტონი უკრაინას $10 მილიარდიან დახმარებას გამოუყოფს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. „ჩვენი კანონპროექტი აშშ–ში რუსული ნავთობის და ენერგომატარებლების იმპორტს კრძალავს, აუქმებს ჩვეულებრივ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან და ბელარუსთან და პირველ ნაბიჯს დგამს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გაძევების ...

Read More »

რუსეთში ენერგეტიკულმა ქაოსმა ბაზრის შოკი გამოიწვია

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და საერთაშორისო რეაქციამ ენერგეტიკული ბაზრები ქაოსში ჩააგდო, რაც მძიმე ეკონომიკურ შედეგების საფრთხეს ქმნის. მიმდინარე პროცესს 1970-იანი წლების ნავთობის შოკებს ადარებენ. Bloomberg-ის საქონლის ინდექსმა ყველაზე დიდი ყოველკვირეული ზრდა აჩვენა სულ მცირე 1960 წლის შემდეგ, რადგან სანქციებმა მყიდველები შეაშინა. ქვანახშირის ფასი უპრეცედენტო 80%-ით გაიზარდა, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა რეკორდები მოხსნა და ნავთობის ფიუჩერსები ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ფართო ...

Read More »

ნავთობი და გაზი — რუსეთის იარაღი დასავლეთის წინააღმდეგ, თუ პირიქით

რუსეთი სრულფასოვანი ფინანსური კრიზისის წინაშე დგას. დასავლეთის მხრიდან დაწესებულმა სანქციებმა ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა: დახურულია მოსკოვის საფონდო ბირჟა, გაუფასურებულია რუსული კომპანიების აქციები, გაუფასურებულია რუბლი და გაყინულია ცენტრალური ბანკის აქტივების დიდი ნაწილი. ახლა საკითხავი ის არის, როგორ უპასუხებს პუტინი სანქციების წვიმას. რუსეთი იარაღს პირდაპირი მნიშვნელობით იყენებს — ის უკრაინას თავს ესხმის — თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ დასავლეთის წინააღმდეგ პუტინს შეუძლია ბუნებრივი ...

Read More »

ბირჟებზე სრული სიგიჟეა – გაზის ფასმა შეიძლება 3000 დოლარს მიაღწიოს

რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო ეკონომიკაში უდიდესი პრობლემა შექმნა. სანქციებმა საერთაშორისო ვაჭრობა თავდაყირა დააყენა და ახალ  პროცესებს დაუდო საფუძველი, რაც განსაკუთრებით ენერგომატარებლებზე აისახა უარყოფითად. ნავთოპროდუქტებისა და გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა და ჯერჯერობით შემცირების არანაირი ნიშნები არ იკვეთება. უცხოელი ანალიტიკოსები მოთხოვნის კლებას ელიან და აცხადებენ, რომ მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფასების ვარდნის ტენდენცია დაიწყოს, თუმცა მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში. სათბობ-ენერგეტიკული დარგის მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ...

Read More »