დანიის პრემიერი: ჩვენ ეტაპობრივად ვიტყვით უარს რუსულ გაზზე

დანია მიზნად ისახავს რუსული ბუნებრივი აირისგან დამოუკიდებელი გახდეს, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა.

ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

სკანდინავიური ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ძირითადი საპარლამენტო პარტიები შეთანხმდნენ, რომ დანია უნდა გახდეს დამოუკიდებელი რუსული გაზისგან “რაც შეიძლება მალე”, თუმცა არ მიანიშნა კონკრეტულ ვადებზე.

Leave a Reply