Tag Archives: #ნავთობი

ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

ირანის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მძლავრი ხანძარი გაჩნდა

დაახლოებით 20 საათი დასჭირდა მძლავრი ხანძრის ჩაქრობას ირანის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც თეირანის მახლობლად მდებარეობს. ირანის ეროვნული სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის, მოჯტაბა ჰალედის თანახმად, ხანძრის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის ხანძრის ჩაქრობაზე მომუშავე 9 მაშველი.თეირანის განაპირას დასახლებულ კვარტლების სიახლოვეს 1968 წლიდან მდებარე ნავთობგადამამუშევებელი ქარხანა დღეში დაახლოებით 250 000 ბარელ ნედლ ნავთობს ამუშავებს. ირანის საწარმოებში ხშირდა ხდება უბედური შემთხვევები.23 მაისს ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2021 წლის 2 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.35 (+  1.10) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.83 (+ 1,11)  დოლარი/ბარელზე. აღსანიშნავია, რომ ნავთობის ასეთი მაღალი ფასი 2018 ...

Read More »

ოპეკი ირანიდან ნავთობის მიწოდების აღდგენით პრობლემების შექმნას არ ვარაუდობს

რომ ირანიდან მიწოდების გაზრდა პრობლემებს არ შექმნის – ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) გენერალური მდივანის მუჰამედ ბარკინდოს განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” . ”ჩვენ ველით, რომ ირანული წარმოებისა და ექსპორტის მოსალოდნელი დაბრუნება მსოფლიო ბაზარზე მოხდება მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ”, – განაცხადა მან Reuters–თან გაკეთებულ განცხადებაში. OPEC–ის წყაროების თანახმად, ექსპერტებმა უკვე დაადასტურეს 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნილების მნიშვნელოვანი ზრდის პროგნოზები ექვსი მილიონი ბარელით/დღეში, რადგანაც ...

Read More »
მსოფლიოში ნავთობის ფასები მატულობს

ნორიოს ნავთობის საბადოზე მარაგები დადასტურდა

ნორიოს სალიცენზიო ტერიტორიაზე არსებული ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგების შესახებ „ნავთობისა და გაზის სააგენტოს“ ხელმძღვანელის, გიორგი ტატიშვილი საუბრობს. მისი თქმით, საბადოზე დადასტურებულია ნავთობის მარაგები, თუმცა მისი ამოღებისთვისსაჭიროა როგორც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, ასევე ტექნოლოგიური გამოცდილება და სწორედ ამ მიზნით, ნორიოს საბადოზე უცხოელი პარტნიორის შემოყვანა განიხილება. ტატიშვილის ინფორმაციით, ნორიოს საბადოზე ნავთობის მარაგი შესაძლოა იყოს 4-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ის იყო სამგორის ცნობილ საბადოში, საიდანაც წლიურად 3 ...

Read More »

აზერბაიჯანში ნედლი ნავთობის მოპოვება იზრდება

OPEC-ის წევრი და არაწევრი ქვეყნების მინისტრების რიგით მე-17 შეხვედრაზე, რომელიც ვიდეო-კონფერენციის ფორმატში ჩატარდა, გადაწყდა, რომ ივლისში ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება კვლავ ძალაში დარჩება. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის, პარვიზ შაჰბაზოვის განცხადებით, OPEC-თან გაფორმებული “თანამშრომლობის დეკლარაციის” ფარგლებში აღნიშნული გადაწყვეტილება აზერბაიჯანზეც გავრცელდება.  ”თანამშრომლობის დეკლარაციის” თანახმად, აზერბაიჯანი ივლისში დღიურად არაუმეტეს 98 000 ბარელს აწარმოებს. ეს ნიშნავს, რომ ნედლი ნავთობის წარმოება 10 000 ბარელით გაიზრდება. ამრიგად, ივლისში, ქვეყანაში მოპოვებული ...

Read More »
თებერვალში ირანმა ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა

ირანს ნავთობის მოპოვების სამჯერ გაზრდა შეუძლია

ირანი მზადაა გაზარდოს ნავთობის მოპოვება თითქმის სამჯერ 6,5 მილიონ ბარელამდე/დღეში. სააგენტოს შანას ინფორმაციით, ისლამური რესპუბლიკის ნავთობის მინისტრის ბიჟან ნამდარ ზანგანეს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს”. მისი თქმით, თეირანს ადვილად შეუძლია მიაღწიოს წარმოების ამ მოცულობებს, მაგრამ “არსებობს ძალები, რომლებსაც ეს არ სურთ”. ზანგანემ აღნიშნა, რომ ირანის ნავთობმომპოვებელი სიმძლავრეების ზრდა “გაზრდის ქვეყნის უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ ძალას”. ბლუმბერგის ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო ნავთობმომპოვებელი კომპანია ...

Read More »

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ არქტიკის ეროვნულ ნაკრძალში ნავთობის მოპოვების ნებართვები გააუქმა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ არქტიკის ეროვნულ ნაკრძალში ნავთობის მოპოვების ნებართვები შეაჩერა, რომლებიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს გაიცა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, მოგვიანებით, აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანი, დებ ჰაალანდი გაასაჯაროებს ბრძანებას, რომელიც შესაბამისი ხელშეკრულებების მოქმედებას გააუქმებს. აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო, რადგან ჯერ კიდევ ინაუგურაციის დღეს ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას არქტიკაში ახალ ბურღვაზე მორატორიუმის შესახებ. არქტიკის ნაკრძალში ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი ცხოველები ბინადრობენ, ...

Read More »

აზერბაიჯანის ნავთობის ფასი 0.9 აშშ დოლარით გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1.29%-ით,  0.9 აშშ დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 70,57 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 40 დოლარზე რჩება

“ოპეკი +”-ის მინისტრთა შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ივლისში ნავთობის მოპოვების უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, OPEC–ის ქვეყნებმა უცვლელი დატოვეს არსებული შეთანხმებები ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ ივლისის თვეში მიწოდებისა და მოთხოვნილების ბალანსის შესანარჩუნებლად. “ოპეკი +”-ის მონაწილეთა შეხვედრა გაიმართა გუშინ,  1 ივნისს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში. ”ივნისისთვის ოპეკისა და ოპეკში არშემავალი ქვეყნები ელიან საშუალო ხუთწლიან ნიშნულზე გასვლას მარაგების მიხედვით, ეს შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი მიზანია”, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა.  ამრიგად, ოპეკისა და ოპეკში არშემავალი ქვეყნების ...

Read More »

ნავთობის ფასი ორი წლის მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი ორი წლის მაქსიმუმზეა. შავი ოქროს ფასზე ოპეკის გადაწყვეტილებამ იმოქმედა. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ნავთობმოპოვება უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ Wall Street Journal წერს. ვაჭრობის დახურვამდე Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე $70,25 შეადგინა. ფასი 1,3%-ითაა გაზრდილი. ეს მაჩვენებელი 2019 წლის მაისის ვაჭრობის ფონზე საკმაოდ მაღალია. ასევე გაიზარდა ფიუჩერსული ფასი West Texas Intermediate (WTI) მარკის ნავთობზე ბარელზე 2,1%-ით $68,72-მდე, რაც 2018 წელთან შედარებით მაქსიმალური ფასია.

Read More »