აზერბაიჯანში ნედლი ნავთობის მოპოვება იზრდება

OPEC-ის წევრი და არაწევრი ქვეყნების მინისტრების რიგით მე-17 შეხვედრაზე, რომელიც ვიდეო-კონფერენციის ფორმატში ჩატარდა, გადაწყდა, რომ ივლისში ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება კვლავ ძალაში დარჩება.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის, პარვიზ შაჰბაზოვის განცხადებით, OPEC-თან გაფორმებული “თანამშრომლობის დეკლარაციის” ფარგლებში აღნიშნული გადაწყვეტილება აზერბაიჯანზეც გავრცელდება. 

”თანამშრომლობის დეკლარაციის” თანახმად, აზერბაიჯანი ივლისში დღიურად არაუმეტეს 98 000 ბარელს აწარმოებს. ეს ნიშნავს, რომ ნედლი ნავთობის წარმოება 10 000 ბარელით გაიზრდება. ამრიგად, ივლისში, ქვეყანაში მოპოვებული ნავთობის ოდენობა 620,000 ბარელი იქნება.

Leave a Reply