დაბინძურების შემცირების მიზნით ინგლისში პლასტმასის ერთჯერადი დანა-ჩანგლისა და თეფშების აკრძალვა იგეგმება. ინფორმაციას სახელმწიფოს მთავრობა ადასტურებს. მონაცემების თანახმად, ინგლისში ყოველწლიურად 1.1 მილიარდ ერთჯერად თეფშსა და 4.25 მილიარდ დანა-ჩანგალს იყენებენ, მოხმარების შემდეგ კი ამის მხოლოდ 10% გადამუშავდება. კვლევას თუ დავეყრდნობით, მსოფლიოს ოკეანეებში ნაგვის უდიდესი წილი სწორედ კვებისათვის განკუთვნილი პლასტმასის ნივთებზე მოდის. აკრძალვის შესახებ აქამდე გავრცელებული უწყებები ახლახან გარემოს მდივანმა ტერეზა კოფიმ დაადასტურა. “პლასტმასის ჩანგლის დაშლას 200 წელი შეიძლება დასჭირდეს, ...
Read More »