Tag Archives: #მაინინგი

ქვეყნები, რომლებმაც კრიპტოვალუტა აკრძალეს

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინს ხშირად აკრიტიკებენ მისი არასტაბილურობის, საეჭვო ტრანზაქციებში მონაწილეობისა და მოპოვებისთვის საჭირო ჭარბი ელექტროენერგიის გამო, ის მაინც უსაფრთხო საცავად ითვლება. თუმცა, ბიტკოინის მიმართ გაზრდილი წინააღმდეგობის გამო, მისი და სხვა კრიპტოვალუტების გამოყენებასა და მოპოვებაზე ზოგმა ქვეყანამ შეზღუდვები დააწესა. ქვეყნების სია, რომლებიც კრძალავენ კრიპტოვალტების მაინინგს და გამოყენებას ასე გამოიყურება: ალჟირი ალჟირი კრიპტოვალუტის გამოყენებას 2018 წელს ფინანსური კანონის მიღების შემდეგ კრძალავს. ქვეყანაში ...

Read More »

მაინინგის პრობლემა სვანეთში: რა არის გამოსავალი

სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება ადგილობრივების მიერ ხატზე დაფიცების შემდეგ, შემცირების ნაცვლად, გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის მაინერები ისევ ჩართულია. ამჟამად რეგიონის ელექტრომომარაგება უწყვეტად ხორციელდება, მაგრამ ნებისმიერ წუთს შეიძლება ელექტროქსელმა დიდ დატვირთვას ვერ გაუძლოს და ავარიულად გაითიშოს. ენერგო–პრო ჯორჯია ვერ ამბობს, როგორ მოაგვარებს ენერგეტიკულ პრობლემებს რეგიონში და რას უშველის ჭარბ მოხმარებას. მაინინგი თუ უფასო დენი?! მესტიაში მოსახლეობამ წმინდა გიორგის ხატზე 2021 წლის 30 ...

Read More »

ერთ თვეში ბიტკოინის თითქმის მილიონი ახალი საფულე შეიქმნა

ამ წლის ნოემბრის დასაწყისიდან დეკემბრის დასაწყისამდე ბიტკოინის 913 000 ახალი  საფულე შეიქმნა. ამის შესახებ On-Chain College-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს. წლის ბოლოსთვის ბიტკოინის ქსელს 1 მილიონამდე ახალი წევრი შეუერთდა. მოკლევადიან პერსპექტივაში ფასების დაცემის მიუხედავად, Twitter-ზე კრიპტოვალუტის ფართო განხილვა აჩვენებს, რომ BTC-ის მაკროეკონომიკური პერსპექტივა დადებითია. სქემის მიხედვით, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის დეკემბრამდე საფულის მისამართების რაოდენობა  30 მილიონიდან 40 მილიონამდე გაიზარდა. წყარო: report.ge

Read More »

ნარმანია: სვანეთში უკანონო მაინინგები უნდა გაითიშოს

ნერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბოლო პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 17-18 მეგავატია, რაც ჯამურად აღემატება მეზობელი სამი მუნიციპალიტეტის მიერ მოხმარებული ენერგიის ოდენობას. ნარმანიას თქმით, ეს ძირითადად მაინინგით არის გამოწვეული. დავით ნარმანია ამბობს, რომ მაინინგების შეზღუდვის ნაწილში რეაგირება უნდა მოხდეს. „90-იან წლებში სვანეთის მოსახლეობასთან შეთანხმების შედეგად, იქ მოქალაქეები არ იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს. კომერციული სექტორიც ...

Read More »

უფასო დენი სვანეთის თავსატეხად იქცა – მესტიაში უკვე ენერგოკრიზისია

ელექტრომომარაგების მხრივ წლევანდელი ზამთრის სეზონი სვანეთისთვის წარმოუდგენლად რთულია. კრიპტოვალუტების მოპოვებიდან გამოწვეულმა პრობლემებმა იმდენად დააზიანა ადგილობრივი ელექტროსისტემა, რომ მოსახლეობას დენი დაბალი ძაბვით მიეწოდება, სასტუმროებს ხანნდახან საერთოდ არა, ხოლო საბაგიროები საერთოდაც გაჩერებულია და არავინ იცის როდის ჩაირთვება. მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების ფონზე ადგილობრივ მოსახლეობას კრიპტოვალუტების ე.წ. მაინერების გამორთვისკენ მოუწოდებს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით ელექტროენერგიის დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის ...

Read More »

ბიტკოინის მაინერებმა 2021 წელს $15 მილიარდი გამოიმუშავეს

The Block Research-ის ანგარიშის თანახმად, ყველაზე პოპულარული ციფრული აქტივის, ბიტკოინის მაინერებმა 2021 წელს 15 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს. The Block Crypto-ს ცნობით, მაინინგიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს გასულ წელთან შედარებით 206%-ით გაიზარდა. „აღსანიშნავია, რომ მაინინგ კომპანიები  დაგროვილი ციფრული აქტივების ნაწილს ყიდიან, ხოლო მათ მიერ მოპოვებული მონეტების ნაწილს ინახავენ“, – წერს გამოცემა. ხსენებული ანგარიშის თანახმად,  მაინინგის სავარაუდო შემოსავალმა პიკს  მარტში მიაღწია, როდესაც მაინერებმა  დაახლოებით ...

Read More »

პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებული 4 ბიტკოინმომპოვებელი კომპანიის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის მოცულობა 336%-ით არის გაზრდილი

გუშინ, 16 დეკემბერს, ესკომ ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ ნოემბრის თვის მონაცემები გამოაქვეყნა. ესკოს მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში თბოსადგურების, ქარის ელექტროსადგურის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებულია 11 452,2 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 11,9%-ით მეტია. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში მომხმარებელს 12 406,7 მლნ კვტსთ ელექტროენერგია მიეწოდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 468,4 მლნ კვტსთ-ით ანუ 13,4%-ით მეტია მიმდინარე ...

Read More »

ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალა

ანჰუის პროვინციის ხელისუფლებამ, რომელიც ბიტკოინის მაინინგის უკანასკნელ თავშესაფარს წარმოადგენდა, კრიპტოვალუტების მოპოვების სრული აკრძალვის ბრძანება გამოსცა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება. ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ციფრული ვალუტის წარმოების სრულ აკრძალვას მიაღწია. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ანჰუიში ბიტკოინებისა და სხვა კრიპტოვალუტების მოპოვება “ელექტროენერგიის მწვავე უკმარისობის გამო” უნდა შეწყდეს. ჩინური მედიის  ცნობით, უახლოეს დღეებში, ყველა სამთო მეურნეობა ეტაპობრივად გაითიშება. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ეს ზომები ტარდება ენერგიის ...

Read More »

კლების შემდეგ, ბიტკოინის ფასი ისევ გაიზარდა

ბიტკოინმა $30,000-იანი ფასის ნიშნულის შენარჩუნების შემდეგ, ორშაბათს ზრდა დაიწყო. ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ფასი ჰონგ-კონგში 14:10-ისთვის 6%-ით გაიზარდა და $34 595 შეადგინა. CoinGecko-ს თანახმად, მთლიანად კრიპტო სივრცე დაახლოებით 8%-ით გაიზარდა და $1,43 ტრილიონი დოლარი შეადგინა. “ვხედავთ, რომ ბიტკოინის მხრიდან $30,000-ის დონის შენარჩუნება საკმაოდ კარგად ხდება ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რაც ამ დონეზე ჩატარებულმა მრავალმა ტესტმა დაადასტურა”,- აცხადებს Luno-ს, კრიპტო ბირჟის აზიისა ...

Read More »

მასკი: როდესაც იქნება მტკიცებულება, რომ მაინერები სუფთა წყაროებიდან მიღებულ ენერგიას იყენებენ, Tesla ბიტკოინებით ტრანზაქციებს ისევ დაუშვებს

როდესაც “როდესაც გაჩნდება მტკიცებულება, რომ მაინერები სუფთა წყაროებიდან მიღებულ ენერგიას გონივრულად (დაახლოებით 50%) იყენებენ და ამას სამომავლო პოზიციური ტენდენცია ექნება, კომპანია Tesla ბიტკოინებით ტრანზაქციებს ისევ დაუშვებს”, – დაწერა მასკმა “ტვიტერში”. ამასთან მასკმა უარყო ინფორმაცია, რომ კომპანიამ კრიპტოვალუტაში არსებული აქტივები მოიცილა. მან დააზუსტა, რომ Tesla-მ ბიტკოინების მხოლოდ 10% “მოიშორა”. ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა 13 მაისს მას შემდეგ, რაც მასკმა განაცხადა, რომ ...

Read More »