მასკი: როდესაც იქნება მტკიცებულება, რომ მაინერები სუფთა წყაროებიდან მიღებულ ენერგიას იყენებენ, Tesla ბიტკოინებით ტრანზაქციებს ისევ დაუშვებს

როდესაც “როდესაც გაჩნდება მტკიცებულება, რომ მაინერები სუფთა წყაროებიდან მიღებულ ენერგიას გონივრულად (დაახლოებით 50%) იყენებენ და ამას სამომავლო პოზიციური ტენდენცია ექნება, კომპანია Tesla ბიტკოინებით ტრანზაქციებს ისევ დაუშვებს”, – დაწერა მასკმა “ტვიტერში”.

ამასთან მასკმა უარყო ინფორმაცია, რომ კომპანიამ კრიპტოვალუტაში არსებული აქტივები მოიცილა. მან დააზუსტა, რომ Tesla-მ ბიტკოინების მხოლოდ 10% “მოიშორა”.

ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა 13 მაისს მას შემდეგ, რაც მასკმა განაცხადა, რომ ავტომობილების გაყიდვის ანგარიშსწორების მიზნით ბიტკოინების მიღებას წყვეტს. მისი თქმით, კრიპტოვალუტის “მაინინგი” არაეკოლოგიური გზით ხდება.

Leave a Reply