Tag Archives: #აფხაზეთი

"ენგურჰესზე" ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთში ელექტრომომარაგების გრაფიკი კიდევ უფრო გაამკაცრეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ენერგოკრიზისი მძვინვარებს, პირველი თებერვლიდან დენის გათიშვის გრაფიკს კიდევ უფრო ამკაცრებენ. გრაფიკის გამკაცრების შესახებ ინფორმაციას „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს. აბონენტებს დენი დღე–ღამეში 3–ჯერ გაეთიშება, ნაწილს 5 საათით, ნაწილს კი 7 საათით. კომპანიაში ამბობენ, რომ რუსეთიდან სოხუმი თებერვალში 190 მლნ კვტ/სთ ენერგიას მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება იანვარში მიღებულ მოცულობას (250 მლნ კვტ/სთ). აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება დღე–ღამეში 11 მლნ კვტ/სთ–ს შეადგენს. გარდა ...

Read More »
თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება

ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვებს აღადგენს

აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შესაძლოა კვლავ დაწესდეს შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაზე. ამის შესახებ კომპანია „ჩერნომორენერგოში“ განაცხადეს. ცნობილია, რომ შესაძლოა დაწესდეს შეზღუდვები Psou-220 მაღალი ძაბვის ხაზზე გაზრდილი დატვირთვის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, არ იქნება წინასწარ განსაზღვრული გამორთვის გრაფიკი,-წერს Apsnypress. ჩერნომორენერგოს ინფორმაციით, ამჟამად აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება 15%-ზე მეტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

Read More »
"ენგურჰესზე" ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა

ენერგოკრიზისის გადაჭრის ფული არ არის – იყიდის რუსული ბიზნესი აფხაზეთის ინფრასტრუქტურას?

ხვალიდან, 7 დეკემბრიდან აფხაზეთში დენი ისევ გრაფიკით ექნებათ. მაგალითად, გალში, საბერიოში მცხოვრებმა მანანამ იცის, რომ საქმეები დღის ორ საათამდე უნდა მოილიოს, მერე დენი 2 საათით გაითიშება. შუქი დილის სამიდან ხუთამდე ისევ წავა. “როცა არის, მაშინაც ძალიან დაბალი ფაზაა და ძლივს ანათებს, ბჟუტავს, ძველად რომ გვქონდა, ისეთი ხარისხიანი დენი აღარ გვაქვს ბოლო წლებია”, – გვეუბნება მანანა. გალის გარდა დენი გრაფიკით ექნებათ ...

Read More »
ყირიმის მოსახლეობას კიდევ რამდენიმე თვით ემუქრება ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი დაწესდა

კომპანია „ჩერნომორენერგომ“ ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი გამოაქვეყნა. გრაფიკის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას ელექტროენერგია დღე-ღამეში ხუთჯერ თითო საათით შეუწყდება, ნაწილს კი – ოთხჯერ. მანამდე კომპანია „ჩერნომორენერგომ“ განაცხადა, რომ სატესტო რეჟიმში მუშაობისას, „«Ачгуара-ს” (აჩიგვარა) მაღალი გადამცემი ხაზის გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემები გამოვლინდა. შეზღუდვები აბონენტებს არსებული ხარვეზების სრულ აღმოფხვრამდე ექნებათ. ოჩამჩირის რაიონში“Ачгуара-ს” (აჩიგვარა) მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე, 1 ნოემბერს ავარია მოხდა. მანამდე 4 თვის ...

Read More »

“ენგურჰესი” – ხიდი აფხაზეთთან

ენერგო რესურსები, ობიექტები და ზოგადად ენერგეტიკა მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებისა და დაპირისპირებების უმრავლესობების მიზეზს ან მიზანს, ან სულაც საშუალებას წარმოადგენენ. ძალიან ხშირად კი – სამივეს ერთად. ცნობილია, რომ ჰიბრიდული ომის კონცეფციაში, ენერგეტიკა ჩვეულებრივ მეთოდებთან ერთად, ინსტრუმენტალიზებულია და მტრების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღად გამოიყენება. რუსეთის უკრაინაში შეჭრით, კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე ენერგეტიკული რესურსებისა და ობიექტების იარაღად გამოყენების პრაქტიკისა. სამწუხაროდ, აგრესორი ენერგეტიკული შანტაჟის ყველა ...

Read More »
ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს

სუსი: 2021 წელს კრემლი აქტიურად ცდილობდა ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკაში საკუთარი გავლენის გაზრდას

„2021 წელს კრემლი აქტიურად ცდილობდა ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკაში საკუთარი გავლენის გაზრდას. ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის ნაწილი იყო ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკის სფეროში მსხვილი რუსული ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები“, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად წარედგინა. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს რამდენჯერმე წამოიჭრა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური რუსების „პოლიტიკურ პროცესებში“ მონაწილეობის ...

Read More »
ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს

რუსებმა აფხაზებს გაზიფიკაციის 15-წლიანი სქემა შესთავაზეს

რუსები აფხაზებს გაზიფიკაციის 15-წლიან პროექტს სთავაზობენ. ამის შესახებ დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს სოხუმში მყოფმა რუსული კონტრაქტორი ორგანიზაციის სპეციალისტებმა განუცხადეს. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს. რუსები აფხაზეთში გაზიფიკაციის გენერალური სქემის შემუშავების მიზნით იმყოფებოდნენ. მათ აფხაზეთის გაზიფიკაციის რამდენიმე სცენარი აქვთ. ეს არის ქსელის გაზიფიცირება, თხევადი ბუნებრივი აირით ავტონომიური გაზიფიცირება და ენერგეტიკული ობიექტების გაზიფიცირება. კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეთავაზებული სცენარების გატარება სამომავლოდ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ ...

Read More »
ენგურჰესის ფინანსური მდგომარეობა

აფხაზებს რუსეთიდან მიწოდებული ელექტროენერგია არ ჰყოფნით – „ენგურჰესი დაცლილია“

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების ინტენსიური მატებაა, რაც გამოწვეულია როგორც ზამთრის სეზონის ბუნებრივი დატვირთვის ზრდით, ისე უკანონო მოხმარებით, რაშიც ლომის წილი კრიპტოვალუტის მაინინგს უკავია. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგოს“ განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „აფსნიპრესი“ ავრცელებს. „ჩერნომორენერგოს“ მონაცემებით, თუ 2019 წელს აფხაზეთის მთლიანი დღიური მოხმარება დეკემბერ-თებერვალში 8,5 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენდა, წელს, დაახლოებით, 11,8 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, ხოლო მაინიგზე, ბუნებრივი დატვირთვების ...

Read More »

აფხაზეთში 90 000 დენის მრიცხველის მონტაჟს გეგმავენ

აფხაზეთში თითქმის 90 000 დენის მრიცხველის დაყენებაა აუცილებელი, რაც მოხმარების აღრიცხვის საშუალებას გააჩენს, ეს კი პერმანენტულ ენერგოკრიზისთან ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგოს“ დირექტორის მოადგილემ ზურაბ ბაღაფშმა განაცხადა. მისი თქმით, პროცესი ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, და 2014 წლამდე 18 000 მრიცხველი, მათ შორის 12 000 სოხუმში დამონტაჟდა. სადღეისოდ ამ მოწყობილობების 70% მუშა მდგომარეობაშია. ...

Read More »
„ენგურჰესი” ჩამქრალი ენერგოსისტემის აღდგენას შეძლებს

ლევან მებონია: აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ყველაზე ეფექტური და ცივილიზებული მეთოდი მრიცხველებია, რომელიც მობილური ტელეფონის პრინციპით მუშაობს

ენგურჰესი გაჩერების საფრთხის წინაშე იდგა. მიზეზი არასაკმარისი წყლის რესურსის პირობებში აფხაზური მხარის ჭარბ მოხმარება იყო. მართალია, მისი გაჩერების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას, რადგან, აფხაზურმა მხარემ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო, თუმცა, ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობის მხიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებას უკავშირდება, არსად გამქრალა. აფხაზეთში ელექტროენერგიის ტარიფი ძალიან დაბალია. კილოვატ/სთ ელექტროენერგია $0.0063 ღირს, რაც 1,7-1,8 თეთრის ტოლფასია. ხოლო კომერციული ობიექტებისთვის ტარიფი 3,5-3,6 ...

Read More »