Tag Archives: #თურქეთი

მაშველებმა თურქეთში, მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს

თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ცნობით, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით 18:15 საათზე მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. ინციდენტის დროს, ადგილზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ამ დრომდე გრძელდება და მასში 150 ადამიანია ჩართული.

Read More »

თურქეთში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. თურქული მედიის ცნობით, 58 დაშავებულიდან 11 საავადმყოფოშია გადაყვანილი. აფეთქება გუშინ ადგილობრივი დროით 18:15 საათზე, მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. ინციდენტის დროს, 300 და 350 მეტრის სიღრმეზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.

Read More »
ერდოღანი: თურქეთი შეძლებს, ალტერნატივა მოუძებნოს რუსეთის ენერგომატარებლებს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის თრაკიას რეგიონი ბუნებრივი აირის ახალი ჰაბისთვის შესაფერისი ტერიტორიაა, საიდანაც გაზი ევროპას მიეწოდება

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ბუნებრივი აირის ახალი ჰაბისთვის შესაფერისი ტერიტორია, საიდანაც შემდეგ გაზი ევროპას მიეწოდება, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით თრაკიას რეგიონია. ერდოღანის თქმით, თურქეთს უკვე გააჩნია ბუნებრივი აირის ჰაბი, რომელიც რესურსის ქვეყნის შიგნით მოხმარების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს, ახალი ჰაბი კი საერთაშორისო მიწოდებაზე იქნება ორიენტირებული. გაზის ახალი ჰაბის შექმნის იდეა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის, რომელმაც აღნიშნული ინიციატივის შესახებ გუშინ, ასტანაში ერდოღანთან გამართულ ...

Read More »

“თურქეთი მზადაა, ევროპის ქვეყნებს გაზის დეფიციტის შევსებაში დაეხმაროს”

თურქეთი მზადაა, მეზობელი ქვეყნებიდან დასავლეთის ბაზრებზე გაზის მიწოდების საკითხში, მნიშვნელოვანი როლის თამაშიგანაგრძოს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ბერლინში გერმანიის ვიცე-კანცლერთან, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრ რობერტ ჰაბეკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ანკარა არა მხოლოდ საკუთარ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ მეზობელი სახელმწიფოების პრობლემების აღმოფხვრაშიც ცდილობს წვლილის შეტანას. „ამ ბოლო დროს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ ...

Read More »
ერდოღანი: მზად ვარ გადავდგე თუ დამტკიცდა, რომ თურქეთი ნავთობს ისლამური სახელმწიფოსგან ყიდულობს

ერდოღანი: თურქეთი და აზერბაიჯანი გაზრდიან TANAP-ის გამტარუნარიანობას

„აზერბაიჯანთან ერთად დაიწყო მუშაობა ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, წერს თურქული მედია. „აზერბაიჯანთან ერთად დავიწყეთ მუშაობა TANAP-ის გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე. ლიბიასთან დადებულმა ნახშირწყალბადების შეთანხმებამ შექმნა თანამშრომლობის ახალი არეალი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოების სფეროში ამ ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში“, – განაცხადა ერდოღანმა. ...

Read More »

პუტინი უკრაინას გაზსადენი “თურქული ნაკადის” აფეთქების მცდელობაში ადანაშაულებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინას გაზსადენ თურქულ ნაკადზე დივერსიის მცდელობაში ადანაშაულებს. “ჩადენილია მთელი რიგი სხვა ტერაქტები და ელექტროენერგიისა და გაზის სატრანსპორტო ობიექტებზე მსგავსი დანაშაულების ჩადენის მცდელობები, მათ შორის ბუნებრივი აირის სატრანსპორტო სისტემა თურქული ნაკადის აფეთქების მცდელობა. ეს ყველაფერი დამტკიცებულია ობიექტური მონაცემებით, მათ შორის ამ ტერაქტების ჩამდენი დაკავებულების ჩვენებებით”. – თქვა პუტინმა. გაზსადენი თურქული ნაკადი შავი ზღვის ფსკერზე გადის და რუსეთსა და თურქეთს აკავშირებს. ბუნებრივი აირი თურქეთიდან აღმოსავლეთ ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

თურქეთი-ირანის გაზსადენით გაზის ტრანზიტი შეჩერდა

ირანი-თურქეთის მილსადენზე გაზის მიწოდება 2-დან 9 ოქტომბრამდე გეგმიური ტექნიკური და სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერდება. ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო კომპანია Boru Hatları ile Petrol Taşıma AŞ (BOTAŞ) იტყობინება. კომპანიაში აღნიშნეს, რომ ეს არ იმოქმედებს მიწოდებისა და მოთხოვნის ბალანსზე. „გაზსადენზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, თურქეთის სატრანსპორტო ქსელს გურბულაკში შესასვლელი პუნქტიდან 8 დღის განმავლობაში გაზი არ მიეწოდება“, – ნათქვამია ანგარიშში.

Read More »

ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ თურქეთი რუსული გაზის 25 პროცენტს რუბლებში შეისყიდის

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა ბუნებრივი აირისა და უკრაინული მარცვლეულის საკითხები განიხილეს. გავრცელებული ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ანკარა რუსული გაზის 25 პროცენტს რუბლებში შეისყიდის. „საკითხი შეთანხმებულია, ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენი შეთანხმებების შესაბამისად წარიმართება. ჩვენ მზად ვართ, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მიწოდება თურქეთში ყველა მიმართულებით, რომელიც თქვენთვის საინტერესოა“, – განაცხადა პუტინმა ერდოღანთან შეხვედრისას. ამასთან, რუსული ...

Read More »

თურქეთმა ექვს თვეში $8.2 მილიარდის ბუნებრივი აირის გადასახადები დაასუბსიდირა

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფატიჰ დონმეზის განცხადებით, ქვეყანაში, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, ბუნებრივი აირის სუბსიდირების მოცულობამ 150 მილიარდ ლირას ($8.2 მილიარდი) მიაღწია. მთავრობის მხრიდან სუბსიდირების მიზანი ენერგიის გლობალურად მზარდი ფასებისგან მოსახლეობის დაცვაა. აღსანიშნავია, რომ მინისტრმა გლობალურად არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მისი 25-30-წლიანი გამოცდილების განმავლობაში, ენერგიის ფასების მსგავსი ზრდა არ ახსოვს. ეს ფაქტი კი საყურადღებოა, იმისდა ...

Read More »

ერდოღანმა პუტინს გაზზე ფასდაკლება სთხოვა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების რეჯეფ ტაიპ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე ანკარისთვის რუსული გაზის ფასი განიხილეს, წერს პარასკევს სააგენტო Bloomberg. „პუტინთან გაზის ფასი განვიხილეთ. იმედი მაქვს, ფასდაკლებას მივიღებ“, – თქვა ერდოღანმა. თურქეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სამარყანდში დაგეგმილ შეხვედრაზე პუტინს სთხოვს, „მარცვლეულის დერეფნით“ რუსული აგროპროდუქციის ტრანსპორტირება დაიწყოს, წერს თურქული სააგენტო ანადოლუ. ასეთი მიწოდების დაწყება შექმნის მათ შორის აფრიკის უღარიბესი ქვეყნებისათვის ტვირთების ...

Read More »