Tag Archives: #ევროპა

ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების ორი მესამედით შემცირებას აპირებს

ევროკავშირი წლის ბოლომდე რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის ორი მესამედით შემცირებას აპირებს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფრანს ტიმერმანსის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთიდან გაზის იმპორტზე უარის თქმა იქნება შესაძლებელი. „მარტივი არ იქნება, თუმცა შესაძლებელია“, – ამბობს ტიმერმანსი. ამჟამად რუსეთი ევროკავშირის ბუნებრივ აირზე მოთხოვნილების 40 %-ს აკმაყოფილებს იმ ფონზე, როცა დასავლეთი რუსეთისთვის ნავთობის და გაზის ემბარგოს დაწესებას განიხილავს, ბრიუსელში რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირების ...

Read More »

ოლაფ შოლცი – ჩვენი მხრიდან შეგნებული გადაწყვეტილებაა, გავაგრძელოთ რუსეთთან ენერგომომარაგების სფეროში ბიზნესის წარმოება

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია და ევროკავშირი ყველამხრივ მხარს უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას, თუმცა ამჟამად არ არიან მზად, უარი თქვან რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტზე. მისივე თქმით, ყველა ნაბიჯი გათვლილია იმისთვის, რომ მძიმე დარტყმა მიაყენონ რუსეთს გრძელვადიან პერსპექტივაში. როგორც ოლაფ შოლცი ამბობს, ევროპამ მიზანმიმართულად არ შეზღუდა სანქციებით რუსეთიდან ენერგორესურსების შემოტანა, რადგან ჯერჯერობით არ არის სხვა გზა, უზრუნველყონ ევროპა ენერგიით, რომელიც ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი: „ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე, გაზზე და ნახშირზე დამოკიდებულებისგან თავი უნდა გაითავისუფლოს“

„ევროკავშირმა რუსულ გაზზე, ნავთობზე და ნახშირზე დამოკიდებულებისგან თავი უნდა გაითავისუფლოს, დივერსიფიკაციის, ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული გადასვლის გზით“, – ამის შესახებ მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს. „ენერგეტიკა რჩება ერთ-ერთ კრიტიკულ საკითხად. ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე, გაზზე და ნახშირზე დამოკიდებულებისგან თავი უნდა გაითავისუფლოს. ამისათვის ჩვენ უნდა გავამრავალფეროვნოთ მიწოდება, მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს ენერგოეფექტურობაში და დიდი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ განახლებად ...

Read More »

დანიის პრემიერი: ჩვენ ეტაპობრივად ვიტყვით უარს რუსულ გაზზე

დანია მიზნად ისახავს რუსული ბუნებრივი აირისგან დამოუკიდებელი გახდეს, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. სკანდინავიური ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ძირითადი საპარლამენტო პარტიები შეთანხმდნენ, რომ დანია უნდა გახდეს დამოუკიდებელი რუსული გაზისგან “რაც შეიძლება მალე”, თუმცა არ მიანიშნა კონკრეტულ ვადებზე.

Read More »

რომელია ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურები – Top-5

2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ევროპაში მოქმედი ატომური ელექტროსადგურების საერთო რაოდენობა 52-ია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (International Atomic Energy Agency-IAEA) მონაცემებში წერია. ევროპის ატომური ელექტროსადგურებიდან ექსპლუატაციაში 119 რეაქტორია. მათი ჯამური დადგენილი სიმძლავრე 116,405 მეგავატი, ხოლო სუფთა დადგენილი სიმძლავრე 110,616 მეგავატია. ამასთან, 9 რეაქტორი მშენებარეა, რომლის მთლიანი დადგენილი სიმძლავრით 11 352 მგვტ, სუფთა სიმძლავრე კი 10 682 მგვტ-ია. ევროპაში ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასმა რეკორდი განაახლა – 3 600 დოლარი ათას კუბურ მეტრზე

ევროპაში გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 3 600 დოლარს გადააჭარბა. ლონდონის საფონდო ბირჟის – ICE-ის მონაცემების მიხედვით, დილით, ვაჭრობის გახსნაზე კუბური მეტრის ღირებულება 2366,8 დოლარს შეადგენდა, რამდენიმე წუთში 2700 დოლარს მიაღწია, შემდეგ კი 3 639,1 დოლარამდე ავიდა. ევროპაში გაზის საფასურმა მკვეთრი ზრდა გასული წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. მაშინ მისმა ფასმა 1900 დოლარსაც მიაღწია, რაც იმ დროისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ...

Read More »

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) 10-პუნქტიანი გეგმა რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად

რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA) 10-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს. გეგმაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს განხორციელებული ღონისძიებები უკვე საკმაოდ ეფექტურია რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის ერთი-მესამედით შესამცირებლად, ხოლო მოცემული დამატებითი ღონისძიებები შესაძლებელს გახდის მის ნახევრამდე შესამცირებლად, რაც, ყველაფერთან ერთად, ხელს შეუწყობს ემისიების შემცირებასაც. გთავაზობთ ხსენებული პუნქტების ჩამონათვალს:   პუნქტი 1. ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, რუსეთთან ახალი ხელშეკრულებებლის არ გაფორმება. ...

Read More »

ქვანახშირი, განახლებადი რესურსები, იმპორტი – როგორ აპირებს ევროპა რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, დასავლეთის ქვეყნების უმეტესობამ აგრესორ ქვეყანას საკმაოდ მკაცრი სანქციები დაუწესა. რუსეთი გამოთიშეს საბანკო სისტემიდან, აუკრძალეს ფრენები, სულ ოლიგარქებს ჩამოერთვათ ქონება, რუსული ბაზარი დატოვა უამრავმა ბრენდმა და ა.შ. თუმცა, არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ევროპაზეც მტკივნეულად აისახება – კონტინენტი დამოკიდებულია რუსულ ბუნებრივ რესურსებზე. ევროპაში გაზისა და ნავთობის 40% სწორედ რუსეთიდან შედის. ამ აუცილებელი რესურსების გარეშე ...

Read More »

რუსეთში ენერგეტიკულმა ქაოსმა ბაზრის შოკი გამოიწვია

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და საერთაშორისო რეაქციამ ენერგეტიკული ბაზრები ქაოსში ჩააგდო, რაც მძიმე ეკონომიკურ შედეგების საფრთხეს ქმნის. მიმდინარე პროცესს 1970-იანი წლების ნავთობის შოკებს ადარებენ. Bloomberg-ის საქონლის ინდექსმა ყველაზე დიდი ყოველკვირეული ზრდა აჩვენა სულ მცირე 1960 წლის შემდეგ, რადგან სანქციებმა მყიდველები შეაშინა. ქვანახშირის ფასი უპრეცედენტო 80%-ით გაიზარდა, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა რეკორდები მოხსნა და ნავთობის ფიუჩერსები ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ფართო ...

Read More »

ნავთობი და გაზი — რუსეთის იარაღი დასავლეთის წინააღმდეგ, თუ პირიქით

რუსეთი სრულფასოვანი ფინანსური კრიზისის წინაშე დგას. დასავლეთის მხრიდან დაწესებულმა სანქციებმა ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა: დახურულია მოსკოვის საფონდო ბირჟა, გაუფასურებულია რუსული კომპანიების აქციები, გაუფასურებულია რუბლი და გაყინულია ცენტრალური ბანკის აქტივების დიდი ნაწილი. ახლა საკითხავი ის არის, როგორ უპასუხებს პუტინი სანქციების წვიმას. რუსეთი იარაღს პირდაპირი მნიშვნელობით იყენებს — ის უკრაინას თავს ესხმის — თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ დასავლეთის წინააღმდეგ პუტინს შეუძლია ბუნებრივი ...

Read More »