Tag Archives: #გაზი

ისრაელმა ბუნებრივი აირის წარმოება 22%-ით გაზარდა და ევროპაში მიწოდების გაზრდასაც გეგმავს

ისრაელის ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში ისრაელში ბუნებრივი აირის მოპოვება 22%-ით გაიზარდა და 10,85 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. მთლიანი წარმოების უდიდესი ნაწილი მოდიოდა “თამარისა” და “ლევიათანის” საბადოებზე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. გაზის ექსპორტი ისრაელის მეზობელ ქვეყნებში წლის პირველ ნახევარში 35%-ით გაიზარდა და 4,59 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ივნისში ისრაელმა ხელი მოაწერა მემორანდუმს ეგვიპტესთან და ...

Read More »

შოლცი: გერმანია ზამთარს რუსული გაზის გარეშეც გადალახავს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია, სავარაუდოდ, ზამთარს კრიზისის გარეშე გაივლის, თუნდაც რუსული გაზის მიწოდება შეწყდეს. ოლაფ შოლცის თქმით, გერმანიას შეუძლია გამოიყენოს გაზის თავისი მარაგები და მეტი მიწოდება მიიღოს ნორვეგიიდან ან ნიდერლანდებიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობამ ადრევე მიიღო პრევენციული ზომები ასეთი კრიზისის წინააღმდეგ. „სიტუაცია რომც გართულდეს, ალბათ ზამთარს გადავლახავთ“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

Read More »
სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

დიდ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად შედეგად 3 ადამიანი დაშავდა – ერთ წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის დედა და მცირეწლოვანი შვილი. “დილით ძლიერი აფეთქების ხმა იყო. ოჯახის სამი წევრი მძიმედაა დაშავებული. როგორც ვიცით, ბინაში აფრიკელები ცხოვრობდნენ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

Read More »
გაზპრომი მსოფლიოს მსხვილი ენერგოკომპანიების ტოპათეულიდან გაქრა

გერმანია Gazprom Germania-ს შესაძლო ნაციონალიზაციისთვის ემზადება

გერმანიის მთავრობამ Gazprom Germania-ს შესაძლო ნაციონალიზაციის მიზნით ჰოლდინგური კომპანია შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Welt am Sonntag-ი მთავრობის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისთვის, გერმანიაში ენერგეტიკული ბიზნესი რუსულმა „გაზპრომმა“ აპრილში დატოვა. გერმანიის ენერგეტიკული მარეგულირებლის მიერ აპრილშივე გაკეთებული განცხადების მიხედვით, Gazprom Germania-ს მართვა მათი ქვეყნისა და ევროპის ინტერესებიდან გამომდინარე დაიგეგმებოდა. როგორც გამოცემა Welt am Sonntag-ი იტყობინება, ჰოლდინგური კომპანია, სახელწოდებით Securing Energy for ...

Read More »
შეხვედრა გაზპრომთან - პირველი ინფორმაცია ლუქსემბურგიდან

რუსული “გაზპრომი” რეკორდულ, $42-მილიარდიან მოგებაზე გავიდა

ბუნებრივი აირის ფასის რეკორდულად გაზრდის გამო, რუსული “გაზპრომი” რეკორდულ მოგებაზე გავიდა – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს და განმარტავს, რომ ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ წლის პირველ ნახევარში $41.75 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. გამოწემა წერს, რომ კომპანია მის აქციონერებზე წლის პირველი ნახევრის დივიდენდებს გასცემს. ალექსეი მილერის მოადგილის, განცხადებით, აქციონერები თითოეულ აქციაზე 0.85 დოლარს მიიღებენ, გასაცემი დივიდენდი კი 20.26 მილიარდი იქნება.

Read More »

იაპონური კომპანია Mitsui შეინარჩუნებს წილს Sakhalin-2-ში

იაპონური კომპანია Mitsui დათანხმდა რუსულ მხარეს Sakhalin-2-ში ნავთობისა და გაზის პროექტში წილის შენარჩუნებაზე, ნათქვამია იაპონური კომპანიის ვებგვერდზე ოთხშაბათს, 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ პრესრელიზში. ფაქტობრივ ნაციონალიზაციამდე და პროექტის ოპერატორის შეცვლამდე Mitsui-ის წილი 12,5 პროცენტს შეადგენდა. დარჩება თუ არა ეს მოცულობა, კომპანიას არ დაუკონკრეტებია და აღნიშნა, რომ ისინი გააგრძელებენ მოლაპარაკებებს რუსულ მხარესთან, ასევე განიხილავენ შემდგომ ქმედებებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის იაპონიის მთავრობასთან ...

Read More »

გადაწყვეტილება მიღებულია: რუსეთი უნგრეთს დამატებით გაზს მიაწვდის

უნგრეთი რუსეთს გაზის დამატებით მიწოდებაზე შეუთანხმდა. „ბიბისის“ ცნობით, კონტრაქტი „გაზპრომთან“ უკვე გაფორმებულია, მიწოდება პირველი სექტემბრიდან უნდა დაიწყოს და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდეს. უნგრეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის, ზლოტან კოვაჩის განმარტებით, ქვეყანა დღიურად 5.8 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.

Read More »
ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ

ნორვეგია ევროკავშირს გაზს არ გაუიაფებს

ენერგეტიკული კრიზისის მიუხედავად, ნორვეგია არ აპირებს ევროკავშირისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ფასის შემცირებას. ამის შესახებ სამეფოს ენერგეტიკისა და ნავთობის მინისტრმა ტერიე ოსლანდმა განაცხადა, წერს   E24 Nringsliv. ნორვეგია ევროკავშირის მიერ გაზის მოხმარების 25%–ს უზრუნველყოფს. „ნორვეგიის კონტინენტურ შელფზე მომუშავე კომპანიები თავის საქმიანობას კომერციულ საფუძველზე ახორციელებენ“, – განაცხადა მინისტრმა. სწორედ ამის გამო სამეფო არ გააფორმებს კომპანიებთან ისეთ კონტრაქტებს, სადაც საბაზროზე დაბალი იქნება ფასი. ევროპული ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

„გაზპრომმა“ 2022 წელს ჩინეთში გაზის მიწოდება 60%-ით გაზარდა

რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ 2022 წელს ჩინეთში გაზის მიწოდება 60%-ით გაზარდა. „გაზპრომის“ აღმასრულებელი დირექტორი ალექსეი მილერი აცხადებს, რომ კომპანია ჩინეთში ერთ დღეში მიწოდებული გაზის რაოდენობის მხრივ „რეკორდებს ამყარებს“. „იმ სამუშაოების პარალელურად, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ შიდა ბაზარზე, ჩვენ მუდმივად ვზრდით მიწოდებას ციმბირის გაზსადენის მეშვეობით ჩინეთში. წელს ჩვენ რამდენჯერმე დავამყარეთ ყოველდღიური გაზის მიწოდების რეკორდი, რომელიც აღემატება სახელშეკრულებო ვალდებულებებს. ჩინეთის ბაზარზე გაზის მიწოდება 2022 ...

Read More »

ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირმა გაზსაცავები 80%-ით უკვე შეავსო

ევროკავშირმა წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე გაზსაცავები 80%-მდე შეავსო და დასახული მიზნები ვადაზე ადრე შეასრულა. ამის შესახებ 30 აგვისტოს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე განაცხადა. “ევროკავშირის დონეზე ჩვენ ვახდენთ წყაროების დივერსიფიკაციას, ვზოგავთ ენერგიას და ვინახავთ მას. ჩვენი გაზსაცავები უკვე 80%-ით სავსეა”, – თქვა მან. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსულ საწვავზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად საჭიროა განახლებადი ენერგიის წყაროები. “დღეს აღებული ვალდებულებები უკვე ...

Read More »