ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ

ნორვეგია ევროკავშირს გაზს არ გაუიაფებს

ენერგეტიკული კრიზისის მიუხედავად, ნორვეგია არ აპირებს ევროკავშირისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ფასის შემცირებას. ამის შესახებ სამეფოს ენერგეტიკისა და ნავთობის მინისტრმა ტერიე ოსლანდმა განაცხადა, წერს   E24 Nringsliv.

ნორვეგია ევროკავშირის მიერ გაზის მოხმარების 25%–ს უზრუნველყოფს.

„ნორვეგიის კონტინენტურ შელფზე მომუშავე კომპანიები თავის საქმიანობას კომერციულ საფუძველზე ახორციელებენ“, – განაცხადა მინისტრმა. სწორედ ამის გამო სამეფო არ გააფორმებს კომპანიებთან ისეთ კონტრაქტებს, სადაც საბაზროზე დაბალი იქნება ფასი.

ევროპული კომპანიები აგვისტოში ოსლოს სთხოვდნენ გაზის დაბალ ფასად მიწოდებას. ნორვეგიისთვის ეს არ არის მომგებიანი. გაზზე დღეს არსებული $3300–იანი ფასის პირობებში ნორვეგიის სახელმწიფო კომპანია Equinor ნედლეულის ექსპორტიდან 100 მლრდ ევროს გამოიმუშავებს.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply