Tag Archives: #გაზიფიცირება

თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” „ვლადიკავკაზ-თბილისის” მაგისტრალურ გაზსადენზე სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 12 აგვისტოს „ვლადიკავკაზ-თბილისის” D 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 193.7კმ-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 12 აგვისტოს 08:00 დან 15:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, “ყამარი მ” – ის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს: მუხიანის აგარაკებს, ავშნის, ნუშის, მონადირის, გობრონიძის, ექიმების, ზღვის, ფრანგიშვილის, დაგილაძისა და ფირცხალავას ქუჩებს. „შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ...

Read More »

იაფი გაზის ეპოქა დასასრულს უახლოვდება

იაფი ბუნებრივი აირის ეპოქა დასრულდა. “ბლუმბერგის” ინფორმაციით, მოთხოვნამ საწვავზე, რომელიც ერთ დროს მარტივად ხელმისაწვდომი იყო, მნიშვნელოვნად გადააჭარბა მიწოდებას, რითაც გამოიწვია ფასების ზრდა მთელს მსოფლიოში. სააგენტომ აღიარა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბუნებრივი აირი იყო უხვად და იაფად. თუმცა, ახლა, შეერთებული შტატებიდან ავსტრალიაში მიწოდების შეწყვეტისა და აზიაში მოთხოვნის გაზრდის ფონზე, ფასებიც გაიზარდა – მაგალითად, ევროპაში, 2020 წლის მაისიდან, ბუნებრივი აირის ფასი ათასი(!) ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

2020 წელს ბუნებრივი გაზის ბაზარზე საქმიანობას 34 მიმწოდებელი ახორციელებდა

სემეკის მიერ მომზადებული 2020 წლის ანგარიშის თანახმად, ბუნებრივი გაზი კვლავ რჩება ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ. ბუნებრივი გაზის წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.8% დაკმაყოფილდა იმპორტით. საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა (91%). ამასთან, 2020 წელს ქვეყანაში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 1%-ით შემცირდა. კლება ძირითადად შეეხო ავტოგასამართი სადგურებისა და ...

Read More »

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, ხვალ 6 600 აბონენტს 25 ივლისს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, ნუცუბიძის ფერდობზე არსებულ გაზის ქსელზე ახალი აბონენტების დაერთების სამუშაოების მიმდინარეობისას გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება 6 600-მდე აბონენტს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ კვირას, 25 ივლისის დილის 10:00 საათიდან 26 ივლისის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება შალვა ნუცუბიძის ქ. 179-1, ნუცუბიძის II მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, ნუცუბიძის II მ/რ, კვ. 1, კორპ. 1, 1ა, 2, 3, 3ა, 3დ, 4, ...

Read More »

“მანგლისში, სადაც ბუნებრივი აირი აქამდე არასდროს ყოფილა, განხორციელდა 11 მილიონიანი პროექტი და 1 600-მდე ოჯახს გაზი მიეწოდება”

მანგლისის გაზიფიცირება მართლაც ისტორიული მოვლენაა, აქ არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი და ჩვენი მთავრობის გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, ზუსტად ერთი წლის წინ, მიუხედავად პანდემიისა, დავიწყეთ ამ დასახლების გაზიფიცირება. საკმაოდ რთული პროექტი იყო, ძვირადღირებული, მაგრამ ნამდვილად ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და დაახლოებით 1 600-მდე ოჯახმა მიიღო ბუნებრივი აირი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ახლად ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

სემეკმა 8 გაზგამანაწილებელი კომპანია დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო, ბუნებრივი გამანაწილებელი 8 მცირე კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. თითოეულ კომპანიას 5 000 ლარიდან 50 000 ლარამდე ოდენობის ჯარიმა განესაზღვრა, რამაც ჯამში 130 000 ლარი შეადგინა. დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიებს ერთ თვიანი ვადა მიეცათ. 15 ივლისის საჯარო სხდომაზე კომისიამ განიხილა შპს „გაზმშენის“, შპს „მამედის“, შპს „გაზტრანს სერვისის“, შპს ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციები პირველ დეკემბრამდე გადავადდა

გაზზე მომუშავე მოწყობილობების რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციები კიდევ ერთხელ გადავადდა. პირველი სექტემბრის ნაცვლად, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი პირველი დეკემბრიდან შევა ძალაში. შესაბამისად, კომპანიები გაზზე მომუშავე ტექნიკის გაყიდვას, როგორიცაა გათბობის ქვაბები, გაზქურები და სხვა აირის საწვავზე მომუშავე ტექნიკა, ყოველგვარი შესაბამისობის დეკლარაციის გარეშე, პირველ დეკემბრამდე ჩვეულებრივად შეძლებენ. შეგახსენებთ, კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და სხვა აირის ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დაასრულა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში კაცხსა და დიდ კაცხში, გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში აშენდა 34 334 გრძივი გაზსადენი, რაც 506 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთო ბუნებრივი გაზის საერთ ქსელში. აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 1 414 528 ლარი შეადგინა. ჭიათურაში, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, ასევე 4 სოფელში: ბიღაში, მერევში, გუნდაეთსა და წასრში. გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმის ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

8-9 ივლისს 8 500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, სამგორის რაიონში გაზის მიწოდება 8 500-მდე აბონენტს შეუწყდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ სამგორის რაიონის გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, ხუთშაბათს, 8 ივლისის 21:00 სთ-დან 9 ივლისის 10:00 სთ-მდე გაზის მიწოდება დროებით 8 500-მდე აბონენტს შეუწყდება. „გაზის მიწოდება შეუწყდება საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. 7-ში (ვარკეთილის დასახლება, ნაკვ. 02/073) შპს „იეს მუსის“ საცხოვრებელი კორპუსის, ასევე ვარკეთილის ზემო/პლატოს II მ/რ, ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ხვალ თბილისში 3500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

კომპანია „თბილისი ენერჯი“ გაზის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დაკვეთით ისნის რაიონში, გაბრიელ სალოსის გამზირზე, გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით ოთხშაბათს, 30 ივნისს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება 3500-მდე აბონენტს. კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება ბ. ხმელნიცკის II შეს. 6-ში (გაბრიელ სალოსის IV შეს. 4), ბ. ხმელნიცკის ქ. 179, ქ. 181ა (გაბრიელ სალოსის 5ჩ. 6), ბ. ხმელნიცკის ქ. 181ბ ...

Read More »