Tag Archives: #ეკოლოგია

ლევან დავითაშვილი: „ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული ახალი რეგულაციები გაზრდის მწარმოებელთა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას”

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტი ონლაინ ფორმატში გამართულ მორიგ შეხვედრაზე განიხილა. „ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული რეგულაციები გაზრდის მწარმოებელთა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს, ეს არის ტრანსპორტი და სამრეწველო ობიექტები. სამრეწველო საწარმოებიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, სამინისტრომ მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რაც ...

Read More »

ილონ მასკი $100 მილიონ დოლარს სთავაზობს მას, ვინც ნახშირბადის საუკეთესო გადამამუშავებელ და შემნახველ ტექნოლოგიას წარუდგენს

Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი $100 მილიონ დოლარს სთავაზობს მას ვინც, ნახშირორჟანგისგან გამასუფთავებელ საუკეთესო ტექნოლოგიას შესთავაზებს. მსოფლიოში უმდიდრესმა ადამიანმა ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა. ნახშირბადის მიღება და მისი შენახვა წარმოადგენს მცდელობას მოხდეს ნახშიორჟანგის ნარჩენების გამოყოფა და ჰაერის გაწმენდა, რაც დაეხმარება გავლენის მოხდენაში კლიმატის ცვლილების პროცესებზე. გადამამუშავებელ ქარხნებში გამოყოფილი ნახშირბადი მოიპოვება მისი გამომუშავებელი წყაროდან, რომელსაც შემდგომ ინახავენ და იყენებენ მავნე ბიოპროდუქტების გასაწმენდად მას შემდეგ, ...

Read More »

საუდის არაბეთის პრინცმა ამბიციური პროექტი დაანონსა

საუდის არაბეთი ახალ ამბიციურ პროექტს აანონსებს – აშენდება 170 კმ სიგრძის მომავლის ქალაქი, რომელშიც არ იქნება არც მანქანები და არც გზები. მშენებლობის დაწყება 2021 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. ქალაქი წითელი ზღვის სანაპიროდან დაიწყება და საუდის არაბეთის სიღრმეში შევა. მისი სიგრძე 170 კილომეტრი იქნება. ქალაქს სამი დონე ექნება. ორი მიწისქვეშა სუპერ ჩქაროსნული საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სატვირთო მანქანებისთვის, ხოლო ზედა, მესამე დონე ...

Read More »

ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში დაბრუნებას

თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დაკავების პირველივე წუთებიდან პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული დადგენილებები გააუქმა. „სიენენის“ ცნობით, ბაიდენმა ხელი 17 განკარგულებას მოაწერა. მათ შორის, გააუქმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის შესახებ დადგენილება და ხელი მოაწერა პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში დაბრუნებას. აღნიშნული პროცესი 30 დღე გასტანს. გარდა ამისა, ბაიდენმა გააუქმა „ქისთოუნ იქსელის“ სადავო მილსადენის პროექტი, უკან გაიწვია ტრამპის ადმინისტრაციის ...

Read More »

როგორ გეგმავს ხელისუფლება ნარჩენების სეპარირების წახალისებას

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში სავალდებულო უნდა გახდეს ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ნარჩენის განცალკევება. როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე აცხადებს, პროცესი ეტაპობრივი იქნება და უკვე დაწყებულია განხილვები, თუ რა მოდელით მოხდება მოსახლეობის წახალისება საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების კუთხით. როგორც ბითაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, საკითხი ორ ნაწილს მოიცავ: ერთია კანონი, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე ...

Read More »

როგორია ცხოვრება იაპონიის ეკო-ქალაქში

დღესდღეობით პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქში ცხოვრობს, იაპონიაში კი ეს მაჩვენებელი 92%-ს შეადგენს. ურბანიზაციას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია, თუმცა არსებობს გარკვეული პრობლემებიც, რომლებიც ქალაქში ცხოვრებას არც ისე კომფორტულს ხდის. სწორედ ამიტომ იაპონიაში დაიწყეს იმაზე ფიქრი ,თუ როგორი უნდა იყოს მომავლის ქალაქები, რომლებიც ერთდროულად თანამედროვე, ეკომეგობრული და ბუნებასთან შერწყმული იქნება. ამ დროისათვის ქვეყანაში უკვე რამდენიმე მსგავსი პროექტის განხორციელება დაიწყეს. ერთ-ერთ მათგანში ...

Read More »

BIQ წყალმცენარეების სახლი, რომელიც ენერგიას აწარმოებს

BIQ წარმოადგენს მრავალბინიან სახლს 15 საცხოვრებელი ერთეულით ჰამბურგში. ეს არის ბიო-პასიური სახლი, CO2-მწირი, თვითუზრუნველმყოფი სახლი. მას გააჩნია ერთიანი ენერგოკონცეფცია, რომელიც გულისხმობს დენისა და სითბოსათვის აუცილებელი ენერგიის მთლიანად მოპოვებას რეგენერაციული წყაროებიდან. წყალმცენარეებისგან ბიომასის მიღების შედეგად BIQ – წყალმცენრეების სახლს შეუძლია თავად აწარმოოს ენერგია. ამასთანავე, ფასადი იღებს ენერგიას, რამდენადაც იგი შთანთქავს იმ სინათლეს, რომელსაც არ იყენებენ წყალმცენარეები და მზის თერმული დანადგარის მსგავსად ...

Read More »

2022 წელი ჰაერის საშუალო ტემპერატურა მოიმატებს

დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, 2021 წელს ჰაერის საშუალო ტემპერატურა 0.91 – დან 1.15 გრადუსამდე ცელსიუსით მოიმატებს. მიუხედავად ტემპერატურის მატებისა, ლა-ნინიას სახელწოდებით ცნობილი ფენომენის გამო, 2021 წლის მაჩვენებელი რეკორდულად მაღალი არ იქნება. წყნარ ოკეანეში წარმოქმნილი უჩველოდ ცივი ტემპერატურა ატმოსფერული ჯაჭვური რეაქციით აგრილებს მთლიან პლანეტას და ამინდს მთელ მსოფლიოში.  ლა-ნინია, რომელსაც ელ-ნინიოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, სექტემბერში წარმოიქმნა და მისი მოქმედება, სავარაუდოდ, ...

Read More »

ბიორნ ბრანდზეგი: „საქართველო რაც უფრო მეტად ვითარდება, მით მეტი ელექტროენერგია სჭირდება“

ბიორნ ბრანდზეგი არის “ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯიას” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ყველაზე დიდი ნორვეგიელი ინვესტორი საქართველოში. ის 2000-იანი წლების დასაწყისიდან ჩართულია საქართველოს ჰიდროენერგეტიკის პროექტებში. ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: თქვენ დასავლელის იშვიათი გამოცდილება გაქვთ, რომელმაც წარმატებული ფართომასშტაბიანი ბიზნესი საქართველოში “ნულიდან” დაიწყო და მუშაობდა სხვადასხვა მთავრობის პერიოდში. ზოგჯერ გრძნობთ, რომ თქვენი გამოცდილება ის დამატებითი ღირებულებაა, რომლის გაზიარება შესაძლოა სასარგებლო იყოს მრავალი ...

Read More »

მზის ენერგიას ნეგატიური მხარეც აქვს

ენერგეტიკულ სექტორში, სადაც საუკუნეზე მეტია გარემოს დამაბინძურებლები დომინირებენ, შედარებით მცირე მზის ენერგიის ინდუსტრია ნათელი წერტილია. თუმცა, მას ნეგატიური მხარეც აქვს. მოკლედ რომ ვთქვათ, სიტუაციას ჩინეთის პოლიცილიუმის ბაზარზე დომინირების მცდელობები ართულებს, რომელიც სილიკონის უჯრედების შესაქმნელად გამოიყენება, რაც მზის სხივებს ინერგიად გარდაქმნის. მზის ენერგიის ეთიკურ დილემას სწორედ ჩინეთში წარმოებულ პოლიციულმთან ვაწყდებით. გეოპოლიტიკური საკონსულტაციო ფირმის Horizon Advisory-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ჩინეთის პოლიცილიუმის ძირითადი ...

Read More »