დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, 2021 წელს ჰაერის საშუალო ტემპერატურა 0.91 – დან 1.15 გრადუსამდე ცელსიუსით მოიმატებს.
მიუხედავად ტემპერატურის მატებისა, ლა-ნინიას სახელწოდებით ცნობილი ფენომენის გამო, 2021 წლის მაჩვენებელი რეკორდულად მაღალი არ იქნება. წყნარ ოკეანეში წარმოქმნილი უჩველოდ ცივი ტემპერატურა ატმოსფერული ჯაჭვური რეაქციით აგრილებს მთლიან პლანეტას და ამინდს მთელ მსოფლიოში.
ლა-ნინია, რომელსაც ელ-ნინიოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, სექტემბერში წარმოიქმნა და მისი მოქმედება, სავარაუდოდ, 2021 წელს გაგრძელდება.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პროგნოზით, ეს წელი სამი ყველაზე ცხელიდან ერთ-ერთი იქნება. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ტემპერატურა იანვრიდან ოქტომბრამდე საშუალოდ 1.2 გრადუსი ცელსიუსით მოიმატებს.
სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ საუკუნის ბოლოსთვის სათბური გაზების გამოფრქვევა შეამცირონ, რაც ტემპერატურის მატებას ხელს შეუშლის. მეცნიერების გათვლებით, არსებული ტენდენციის ფონზე, თუ ტემპერატურის მატება 1.5-2 გრადუსზე შენარჩუნდება, საზოგადოების მცდელობა წარმატებული იქნება.