ენერგეტიკულ სექტორში, სადაც საუკუნეზე მეტია გარემოს დამაბინძურებლები დომინირებენ, შედარებით მცირე მზის ენერგიის ინდუსტრია ნათელი წერტილია. თუმცა, მას ნეგატიური მხარეც აქვს.
მოკლედ რომ ვთქვათ, სიტუაციას ჩინეთის პოლიცილიუმის ბაზარზე დომინირების მცდელობები ართულებს, რომელიც სილიკონის უჯრედების შესაქმნელად გამოიყენება, რაც მზის სხივებს ინერგიად გარდაქმნის.
მზის ენერგიის ეთიკურ დილემას სწორედ ჩინეთში წარმოებულ პოლიციულმთან ვაწყდებით. გეოპოლიტიკური საკონსულტაციო ფირმის Horizon Advisory-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ჩინეთის პოლიცილიუმის ძირითადი მწარმოებლები სინჯიანგის პროვინციაში იძულებით შრომას იყენებენ. New York Times- ის სტატიის თანახმად, ჩინეთის მთავრობა იძულებითი შრომის გამოყენებას უარყოფს, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ქვეყნის მთავრობა ასევე უარყოფს მთლიანად ჩინეთში იძულებითი შრომის არსებობას.
აშშ ცდილობს ამ პრობლემას სხვადასხვა გზებით ებრძოლოს. ზაფხულის განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ხაზგასმულია იძულებითი შრომის რისკები სინჯიანგის ან ჩინეთის სხვა მწარმოებლებში. სექტემბერში პალატამ მიიღო კანონი, რომელიც სინჯიანგში იძულებითი შრომით წარმოებული ნებისმიერი საქონლის იმპორტის დაბლოკვას ისახავდა მიზნად. ოქტომბერში, მზის ენერგიის ასოციაციამ განაცხადა, რომ არ მიიღებს მომწოდებლებს პროექტში, რომლებიც იძულებით შრომას იყენებენ.
ეს ყველაფერი იმედისმომცემია. პრობლემა ისაა, რომ დღესდღეობით მსოფლიოში თითქმის ყველა პოლიცილიუმი ჩინეთში იწარმოება. უფრო მეტიც, ინდუსტრიის ანალიტიკოსთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ჩინური პოლისილიკონის ნახევარი სინჯიანგის პროვინციაზე მოდის.
ჩინეთთან სავაჭრო კონფლიქტის შემდეგ, აშშ-ს პოზიცირება ამ ბაზარზე ფაქტობრივად გაქრა, თუმცა საპრეზიდენტო კამპანიის დროს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ახალი სუფთა ენერგიის შესაქმნელად მისი ადმინისტრაცია 2 ტრილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამ თანხის ნაწილი მზის პანელების შესაძენად ფედერალური სუბსიდიებისთვის იქნება განკუთვნილი. თუმცა მთავარ კითხვას ის წარმოადგენს, უგულებელყოფს თუ არა ბაიდენი მზის ენერგიის მოწოდების ჯაჭვის რისკს, რომელსაც ჩინეთი წარმოადგენს, თუ აშშ – ს კომპანიების აღორძინებაში აპირებს ინვესტიციის ჩადებას, რომლებიც პოლიცილიონის ბაზარზე 2010 – იან წლებამდე დომინირებდნენ.
ბაიდენის ადმინისტრაციას მალე მოუწევს ახსნა, თუ როგორ გეგმავს გამწვანებას ძალადობრივი შრომის ინსტრუმენტების გაძლიერების გარეშე. მაშინაც კი, თუ ჩინეთში პოლიცილიუმი იძულებითი შრომით არ იწარმოება, აშშ-სთვის მაინც საშიშია სუფთა ენერგიის ქსელისთვის მოწინააღმდეგეზე დამოკიდებულება.
საკითხი არ დგას იმის შესახებ თუ რამდენად უნდა გაუწიოს აშშ-მ სუბსიდირება უფრო მეტი მზის პანელების შესყიდვას საზოგადოებრივი და კერძო მოხმარებისთვის, უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა- შესაძლებელია თუ არა აშშ-ს მთავრობა ასევე დაეხმაროს ამერიკული პოლიცილიონის მწარმოებლებს აღორძინებაში და ამით მოკავშირეებისთვის ჩინეთის მიწოდების ჯაჭვის ალტერნატივების მოძებნა წაახალისოს. თუ ბაიდენის ადმინისტრაცია გააკეთებს პირველს მეორის გარეშე, კლიმატის პრობლემის მოგვარებას, მხოლოდ ადამიანის უფლებების კრიზისის გამწვავების ხარჯზე შეუწყობს ხელს.
წყარო: “ბიზნესფორმულა”