Tag Archives: #გაზი

“ევროკავშირი 6-7 თვეში რუსეთზე ენერგეტიკულ დამოკიდებულებას თავს დააღწევს”

რუსული ენერგეტიკული შანტაჟის საპასუხოდ, ევროკავშირი ექვს-შვიდ თვეში რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას გეგმავს. ამის შესახებ 8 სექტემბერს, ევროკავშირის პორტალზე გამოქვეყნებულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან ევროპის რუსეთეზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას “აბსოლუტური აუცილებლობა” უწოდა. ამ მიზნით, ევროკავშირი გეგმავს მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას და მასიური ინვესტიციების განხორციელებას განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში, თქვა ფონ დერ ლაიენმა. “მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ...

Read More »
აზერბაიჯანიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება

წელს აზერბაიჯანმა საქართველოში 1,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა

8 თვეში აზერბაიჯანიდან საქართველოში ექსპორტირებულმა გაზის მოცულობამ 1,7 მლრდ კუბ/მ შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერილ პოსტში გააღჟერა. როგორც Trend-ის მიერ გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანმა ევროპაში 7,3 მლრდ კუბ/მ გაზი გაიტანა. გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბუნებრივი რესურსების ექსპორტი 23%-ით გაზარდა. „თურქეთში ექსპორტირებული გაზის მოცულობამ 5,4 მლრდ კუბ/მ შეადგინა, ...

Read More »

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, აფეთქება მოხდა

დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს. აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. რის შედეგადაც მეზობელ ბინებში მინები ჩამოიმსხვრა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სამაშველო სამსახური.

Read More »

გერმანია სამუდამოდ ემშვიდობება რუსულ გაზს

ენერგეტიკული ხიდი რუსეთი–ევროპა, რომელიც ბრეჟნევის პერიოდში აშენდა, სამუდამოდ დარჩება ისტორიის სანაგვეზე. გერმანიამ, გაზპრომის ერთ დროს უმსხვილესმა კლიენტმა, რუსული გაზის დაბრუნების იმედი დაკარგა და გრძელვადიან კონტრაქტებს აფორმებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის მიღებაზე. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა ჩრდილოეთის ნაკადის ტურბინის მიღებაზე, შემდეგ ამ მილსადენით მიწოდება 20%–მდე შეამცირა და ბოლოს მთლიანად გააჩერა ეს გაზსადენი, გერმანულმა ენერგოკომპანიებმა მასობრივად დაიწყეს იმის კეთება, რაზეც უარს ...

Read More »

შოლცი: გერმანია და ევროპა მზად არიან, სრულად თქვან უარი რუსულ გაზზე

გერმანია და ევროპა მზად არიან, სრულად თქვან უარი რუსულ გაზზე. Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე მზადაა ტერმინალები თხევადი ბუნებრივი აირის მისაღებად და გერმანიამ საკუთარი მარაგების ეკონომია დაიწყო. შოლცის განცხადებით, გერმანია მზადაა რუსეთის მხრიდან ენერგომატარებლების მიწოდების მკვეთრი შემცირებისთვის.

Read More »

რუსები შესაძლოა იაფი გაზის გარეშე დარჩნენ

რუსეთის მაცხოვრებლებმა შეიძლება დაკარგონ იაფი გაზი რუსეთსა და ევროკავშირს შორის დაპირისპირების გამო. ამ დასკვნამდე მივიდა რუსეთის მთავრობა, რომლის შესახებ აღნიშნულია დახურულ ანგარიშში, წერს Reuters. „უცხოელ მომხმარებელთა მიწოდების შემცირება გამოიწვევს სისტემის დისბალანსს, როდესაც შიდა ბაზარზე დაბალი ფასები კომპენსირდება ექსპორტის შემოსავლით“, – ნათქვამია დოკუმენტში. აღნიშნული განიხილეს 30 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრაზე. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ საუბარია 1960-იან წლებში ლეონიდ ბრეჟნევის დროს შექმნილი ეკონომიკური ...

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

ლატვიამ რუსეთიდან გაზის იმპორტი განაახლა

რუსეთიდან ლატვიაში ბუნებრივი აირი კვლავ მიედინება. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვური მედია ლატვიის მაგისტრალური გაზსადენების ოპერატორ Conexus Baltic Grid-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ოპერატორის მონაცემებით ირკვევა, რომ 3 და 4 სექტემბერს რუსეთიდან ლატვიაში 3 გიგავატ საათი გაზი იყო მიწოდებული, 5 სექტემბერს – 4 გიგავატ საათი, ხოლო 6, 7 და 8 სექტემბერს – 11 გიგავატ საათი. ლატვიამ, ისევე როგორც ლიეტუვამ და ესტონეთმა, შეაჩერა გაზის იმპორტი რუსეთიდან ...

Read More »

ევროკავშირის, სულ მცირე, 10 წევრი სახელმწიფო ითხოვს, რომ ბრიუსელმა გაზის ფასის ზედა ზღვარი ყველა მიმწოდებლისთვის და არა მხოლოდ რუსეთისთვის დააწესოს

ევროკავშირის, სულ მცირე, 10 წევრი სახელმწიფო ითხოვს, რომ ბრიუსელმა გაზის ფასის ზედა ზღვარი ყველა მიმწოდებლისთვის და არა მხოლოდ რუსეთისთვის დააწესოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მთავრობა ოფიციალურ ბრიუსელს აფრთხილებს, რომ მხოლოდ რუსეთის გამოყოფამ, შესაძლოა, პუტინს ევროპაში გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტისკენ უბიძგოს. ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მხოლოდ რუსულ გაზზე ფასის ზღვარის დაწესებას ...

Read More »

რუსეთი აცხადებს, რომ ჩინეთი გაზის საფასურს რუბლებსა და იუანში გადაიხდის

რუსული ჰოლდინგი “გაზპრომი” და ჩინეთის ნავთობისა და გაზის კორპორაცია CNPC შეთანხმდნენ, რომ ჩინეთი გაზის საფასურს რუბლსა და იუანში გადაიხდის. ამის შესახებ “გაზპრომი” იტყობინება. კომპანიების ტოპ მენეჯერები ალექსეი მილერი და დაი ჰულიანგი ასეთ შეთანხმებამდე აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ შეხვედრაზე მივიდნენ. “გადახდის ახალი მექანიზმი ორმხრივად მომგებიანი, დროული, საიმედო და პრაქტიკული გადაწყვეტაა. მე მჯერა, რომ ის გაამარტივებს ანგარიშსწორებას, გახდება შესანიშნავი მაგალითი სხვა კომპანიებისთვის ...

Read More »

ოლაფ შოლცი: რუსეთი არასანდო ენერგეტიკული პარტნიორია

რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი ენერგეტიკის სექტორში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა და ფასების მკვეთრი ზრდის კომპენსაციის ღონისძიებების მესამე პაკეტი წარმოადგინა – პირველ რიგში ენერგეტიკულ სექტორში, რუსეთის ფედერაციიდან ენერგომომარაგების პრობლემების ფონზე. მიუხედავად ამისა, კანცლერი ოპტიმისტურად არის განწყობილი გერმანიის ენერგომომარაგების საიმედოობის მიმართ. “ამ ზამთარს გადავრჩებით”, – ხაზგასმით აღნიშნა მან. ეს არის 65 მილიარდი ევროს საერთო მოცულობის პაკეტი, რომელიც ...

Read More »