Tag Archives: #ენერგოსექტორი

Chevrolet ელექტროძრავიან პიკაპს გამოუშვებს

კონცერნ GM-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბრენდის ისტორიაში პირველად Chevrolet-ი ელექტროძრავიან პიკაპს გამოუშვებს. ეს იქნება მოდელი Silverado, რომელიც ახალი მოდულის მქონე Ultium პლატფორმაზე აიწყობა. ამავე პლატფორმაზე იწყობა ჰამერი დეტროიტში Factory Zero-ს ქარხანაში. General Motors-მა პირველ თიზერში პიკაპის სილუეტი არ აჩვენა. კომპანიის ხელმძღვანელის მარკ როსის განცხადებით, კომპანია ელექტროპიკაპებთან მიმართებით მსოფლიოს დამოკიდებულებას შეცვლის და ელექტრომობილების წარმოებაში ახალ სიტყვას იტყვის.

Read More »

ელექტროენერგიის იმპორტი ლარის კურსზე აისახება

ელექტროენერგიის იმპორტი ერთ-ერთია იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც ლარის გაცვლით კურსზე აისახება, რადგან მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენრგიის შემოტანისას ანგარიშსწორება უცხოურ ვალუტაში ხორციელდება. მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ჯამურმა ღირებულებამ 285 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, თბოსადგურების მუშაობისთვის საჭირო გაზის იმპორტის გათვალისწინებით, სადღეისოდ საქართველოს ელექტროსისტემის იმპორტზე დამოკიდებულება 35%-ს შეადგენს. ამ ფონზე საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მრავალი პროექტი სრულადაა გაჩერებული, ან ...

Read More »

მერაბ ლომინაძე ვარლამ გოლეთიანს: დავსხდეთ და გავისაუბროთ ყველაფერზე, რაც გაწუხებთ

მან აღნიშნული შეთავაზება გააკეთა რიონის ხეობის მცველ ვარლამ გოლეთიანის მისამართით გააკეთა და მას ასე მიმართა: “მე ნამდვილად მინდა, რომ დავსხდეთ და გავისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც გაწუხებთ. თუ მე ვერ გაგცემ პასუხს, საჯაროდ გპირდები, რომ წავალ და იმ ხალხს მოვიძიებ, ვინც შენ გაგცემს პასუხს. მზად ვარ, რომ ნებისმიერ დროს დავიწყოთ ეს პროცესი. აუცილებელი იქნება იმ ხალხის მოხმობაც, ვინც ჩვენზე უკეთ ერკვევიან ...

Read More »

„ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა „ენკას“ ოფისთან გადაინაცვლეს

„ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები კომპანია „ენკას“ ერთ-ერთ ოფისთან იმყოფებიან. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მათი მიზანი არ არის დესტრუქციული ქმედებები და აღნიშნა, რომ მათი პროტესტი მშვიდობიანია. აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, კითხვები აქვთ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, რომელსაც პასუხები აუცილებლად უნდა გაეცეს. „თუ აქციის რომელიმე მონაწილე შეეცდება კომპანიის ოფისზე თავდასხმას, ეს ქმედება განხორციელებული იქნება აქციის ორგანიზატორების ნების საწინააღმდეგოდ. თუ ...

Read More »

“ულტიმატუმები ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას”

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ძირითადი კითხვები, რაც დაკავშირებული იყო ეკოლოგიასთან ან უსაფრთხოებასთან, მოხსნილიყო. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წამოვიწყეთ, როდესაც კაშხლის მშენებლობა გადაიდო თითქმის 12 თვით და კომპანიამ გახსნა ყველა კვლევა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებს და საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებს შეხვედრებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. „ვეპატიჟებით მაგიდასთან, რომ ერთად განვიხილოთ ეს ყველაფერი ნორმალურ ვითარებაში. რაც შეეხება ულტიმატუმებს, ულტიმატუმები ...

Read More »

კომპანია „ენკა რინიუებლზი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ენკა რინიუებლზი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „კომპანია ადასტურებს, რომ ლალი ეფრემიძის საკუთრებად წოდებული მიწა, სადაც ამ დრომდე განთავსებული იყო კარვები, არის ნამახვანჰესის პროექტის საკუთრება 2019 წლიდან“. „ენკა რინიუებლზ“ ეხმაურება აღნიშნული მიწის ირგვლივ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. კომპანიამ, სს ნამახვანის ქონების გამოსყიდვის ფარგლებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 29.03.31.129) საკუთრების უფლება მოიპოვა. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა აღნიშნული მიწის ფაქტობრივი მოსარგებლე, ლალი ეფრემიძის ...

Read More »

Reuters – ირანში ბირთვული ობიექტის ელექტროგანაწილების ქსელის პრობლემამ ინციდენტი გამოიწვია

ირანის ნატანცის ბირთვული ობიექტის ელექტროგანაწილების ქსელის პრობლემამ ინციდენტი გამოიწვია, – Reuters-ის ინფორმაციით ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. „ინციდენტს მსხვერპლი და დაბინძურება არ მოჰყოლია”, – განაცხადა „ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის“ პრესსპიკერმა ბეჰრუზ კამალვანდიმ. მისივე თქმით, ინციდენტის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ბირთვული ობიექტი, რომელიც ისპაჰანში, უდაბნოში მდებარეობს, არის ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის ცენტრი და მას გაეროს ბირთვული მაკონტროლებელი ორგანიზაციის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ...

Read More »

გარემოს ეროვნული სააგენტო – ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე რიონის წყლის დონე საშიშ ნიშნულს მიუახლოვდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არსებული სინოპტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის წყლის დონე უახლოვდება საშიშ ნიშნულს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ამასთან, არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ჰიდროლოგიური მდგომარეობის გაუარესება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »
ქვეყნები, სადაც განახლებადი ენერგიის სექტორი მზარდია

მსოფლიოში განახლებადი ენერგიის რეკორდული მოცულობა გამომუშავდა

2020 წელს განახლებადი ენერგიის რეკორდული მოცულობა შეიქმნა. ამ მიმართულებით ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩინეთიდან და შეერთებული შტატებიდანაა ჩადებული. განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ანგარიშის მიხედვით, განახლებადი ენერგიის წყაროების (RES), ძირითადად ქარისა და მზის ენერგიის, წილმა 2020 წელს შეადგინა ახალი ელექტროენერგიის გამომუშავებელი სიმძლავრეების 82%, ხოლო წინა წლის 73%. ახალი განახლებადი სიმძლავრის ნახევარზე მეტი დამონტაჟდა ჩინეთში – 136 GW. 2020 წლის ბოლოს განახლებადი ენერგიის წყაროების გამომუშავების სიმძლავრეების ...

Read More »
ნამახვანჰესის კასკადის ინვესტორებმა პროექტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს და არსებულ კითხვებს უპასუხეს

უზრუნველყოფს თუ არა “ნამახვანჰესი” ქვეყნისთვის უკეთეს ენერგო ტარიფს?

„ნამახვანჰესის“ საშუალო შეწონილი ტარიფი ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაახლოებით იგივეა, რაც ბოლო წლების იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასი. ჰესის ოპერირების პირველი 10 წლის განმავლობაში საშუალო შეწონილი ტარიფი – 5.3 აშშ ცენტი იქნება. „ნამახვანჰესის“ უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს ე.წ. დღიური რეგულირების სადგურს და შეუძლია დააკმაყოფილოს პიკური მოხმარება დილის და საღამოს საათებში. სწორედ დღის ამ პერიოდში (პიკური მოხმარების დროს) ...

Read More »