ელექტროენერგიის იმპორტი ლარის კურსზე აისახება

ელექტროენერგიის იმპორტი ერთ-ერთია იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც ლარის გაცვლით კურსზე აისახება, რადგან მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენრგიის შემოტანისას ანგარიშსწორება უცხოურ ვალუტაში ხორციელდება.

მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ჯამურმა ღირებულებამ 285 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, თბოსადგურების მუშაობისთვის საჭირო გაზის იმპორტის გათვალისწინებით, სადღეისოდ საქართველოს ელექტროსისტემის იმპორტზე დამოკიდებულება 35%-ს შეადგენს.

ამ ფონზე საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მრავალი პროექტი სრულადაა გაჩერებული, ან შეფერხებით ხორციელდება, რაც ხშირ შემთხვევაში გარკვეული ჯგუფების მიერ მართულ წინააღმდეგობას უკავშირდება.

თითოეული ახალი ჰიდროელექტროსადგური, ქვეყანაში ინვესტირების გარდა, ქმნის ასობით და ზოგ შემთხვევაში ათასობით სამუშაო ადგილს, ხელს უწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას და გადასახადების სახით მნიშვნელოვანი შემოსავლები მოაქვს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. ახალი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ არსებული პროტესტი კი ხელს უწყობს ქვეყნიდან ვალუტის გადინებას, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და საბოლოო ჯამში, ხელს უშლის ეკონომიკის გაძლიერებას.

წყარო: “ენერგომომავალი”

Leave a Reply