Tag Archives: #ქვანახშირი

კოლუმბიაში ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ კოლუმბიაში, ქალაქ ელ-სულიაში მდებარე ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად ცხრა მაღაროელი დაიღუპა, – წერს BBC კოლუმბიის ნაციონალურ სამთო სააგენტოზე დაყრდნობით. ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქება მაღაროში გაზის დაგროვებამ გამოიწვია. უკვე 5 დღეა, 6 მაღაროელი მიწის ქვეშაა და მაშველები ცდილობენ, ჩამონგრეული მასისგან მიდამოს გასუფთავებით, მიწის ზედაპირზე ამოიყვანონ. სამაშველო სამუშაოები პირველ ეტაპზე, გაზის დაგროვებამ და ძლიერმა წვიმამ შეაფერხა.

Read More »

ევროკავშირში რუსული ნახშირის ექსპორტი, შესაძლოა, სამხრეთ აფრიკამ ჩაანაცვლოს

Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის ბაზარზე, შესაძლოა, რუსული ნახშირი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ექსპორტმა ჩაანაცვლოს. გამოცემა წერს, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა სამხრეთ აფრიკაში მაღალი კორუფციის გამო ქვანახშირის ევროკავშირის ბაზარზე გადასაზიდად საკმარისი ვაგონები არ არის. რუსულ ნახშირზე ევროკავშირის ემბარგოსა და ბაზრის დივერსიფიცირებაზე განაცხადის შემდეგ, სამხრეთ აფრიკაში ნედლეულის ფასი გაორმაგდა. ამასთან EU შეეცდება რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ნახშირის მოხმარება გაზარდოს. სამხრეთ აფრიკის ნახშირი, ევროკავშირის ბაზარზე ...

Read More »

რუსული ენერგეტიკული „საფრთხის“ გამო, Volkswagen-ი ქვანახშირის გამოყენებას ახანგრძლივებს

Volkswagen-ის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, გერმანული ავტომწარმოებელი რუსეთსა და ევროპას შორის დაძაბული ვითარების ფონზე, ქვანახშირის გამოყენების გახანგრძლივებას გეგმავს. ჰერბერტ დისის განცხადებით, არსებული „ენერგეტიკული საფრთხის“ გამო, რაიმეს პროგნოზირება რთულია, თუმცა თავის დასაზღვევად ვოლფსბურგში კომპანიას კვლავ აქვს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები. აქედან გამომდინარე, Volkswagen-მა, ნახშირისა და გაზის კვლავ გამოსაყენებლად, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების განახლება გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის CEO-მ განცხადება, ევროკავშირის მიერ კრემლისადმი ახალი სანქციების ...

Read More »

იაპონიაში რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობსა და ქვანახშირზე ემბარგო დაწესდება

დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა კვირას ონლაინშეხვედრა გამართეს. ისინი მზად არიან,  რომ  სრულად აიკრძალოს ან ეტაპობრივად შეწყდეს რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი წევრ ქვეყნებში. იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ამბობს, რომ მათ მსოფლიოს უნდა დაანახონ  დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ერთიანობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მისი თქმით, იაპონიაში აიკრძალება რუსული ნავთობის იმპორტი. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა იაპონიისთვის, რომელიც დამოკიდებულია ენერგორესურსების იმპორტზე. თუმცა იაპონიის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ...

Read More »

ჩინეთი ქვანახშირის ენერგიის გამოყენების ზრდას გეგმავს

ჩინეთი ქვანახშირის ენერგიის გამოყენების ზრდას გეგმავს, რაც ქვეყანას ეკონომიკური განვითარების ზრდაში დაეხმარება. თუმცა ჩინეთის ახალმა გადაწყვეტილებამ მისი კლიმატური მიზნები შესაძლოა, უკან დახიოს. ჩინეთის ოფიციალური გეგმით, მიმდინარე წელს ქვანახშირის წარმოების სიმძლავრე 300 მილიონი ტონით გაიზრდება, რაც გასული წლის მთლიანი წარმოების (4.1 მილიარდი ტონა) 7%-ით ზრდას უდრის. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქარისა და მზის ენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორიცააა, თუმცა გასულ წელს ეკონომიკური ზრდის ...

Read More »

შვეიცარიამ რუსეთიდან ნახშირის იმპორტი აკრძალა

შვეიცარიამ რუსეთიდან ნახშირის, ხე-ტყისა და არყის იმპორტი აკრძალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ ეს ოკუპანტი ქვეყნისადმი დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

Read More »
უკრაინაში ქვანახშირის დეფიციტია

იაპონია და სამხრეთ კორეა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის შემცირებას აპირებენ

იაპონია და სამხრეთ კორეა რუსული ნახშირის იმპორტის შეზღუდვას გეგმავენ. იაპონის გრძელვადიანი მიზანი “რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის შეწყვეტაა”. ამ მიზნით, ქვეყანა დროთა განმავლობაში დაზოგავს ენერგიას, ეცდება ელექტროენერგიის სხვა წყაროებიდან გამომუშავებას და მოძებნის ალტერნატიულ მიმწოდებელს რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად. აქამდე იაპონია ეწინააღმდეგებოდა რუსეთთან ენერგეტიკული კავშირების შეწყვეტას საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების გამო. ქვეყანა ქვანახშირის მესამე იმპორტიორია და ელექტროენერგიის მიწოდების დაახლოებით 13%-ს რუსეთიდან იღებს. მარტში იაპონიის ვაჭრობის სამინისტრომ ...

Read More »

ავსტრალია უკრაინას 70 000 ტონა ქვანახშირს უფასოდ მიაწვდის

ავსტრალია ითვალისწინებს უკრაინის მთავრობის მიმართვას უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად მინიმუმ 70 000 ტონა თერმულ ქვანახშირს გამოყოფს, – ამბობს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშჩენკო. ავსტრალიის მთავრობამ ქვანახშირის ამ რაოდენობით მოსაგროვებლად ქვეყნის ქვანახშირის მრეწველობის საწარმოებთან შესაბამისი სამუშაოები ჩაატარა და მნიშვნელოვანიწვლილი შეიტანა უკრაინელი მომხმარებლების საიმედო ელექტრომომარაგების უზრუნველყოფაში, – განაცხადა გალუშჩენკომ. ავსტრალიის მთავრობა სრულად დაფარავს როგორც ქვანახშირის, ისე მისი მიწოდების ღირებულებას.

Read More »

ქვანახშირის მოპოვების სამუშაოების გაგრძელების გამო, ევროპული კომისია ევროკავშირის დაფინანსებიდან თანხებს დაუკავებს პოლონეთს

ევროპულმა კომისიამ პოლონეთს აცნობა, რომ ევროკავშირის რეგულარული დაფინანსებიდან დაუკავებს ფულად სახსრებს, რათა დაიფაროს პოლონეთისთვის ევროსასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმები, რომელიც ამ ქვეყანამ არ გადაიხადა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. როგორც მედია აღნიშნავს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული კომისია უჩერებს დახმარების გაცემას წევრ სახელმწიფოს, რადგანაც ის არ ემორჩილება ევროკავშირის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას. შარშან, სექტემბერში სასამართლოს გადაწყვეტილებით პოლონეთს ყოველდღიურად 500 ათასი ევროს ჯარიმის ...

Read More »

„მინდელის“ შახტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით „საქნახშირის“ კომისია პირველად შედეგებს აქვეყნებს

ტყიბულში, „მინდელის“ შახტში, 30 იანვარს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ერთი მეშახტე დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა, „საქნახშირის“ კომისიამ პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ნახშირმომპოვებელ კომპანიაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას აგრძელებს შრომის ინსპექციაც და მუშაობს პოლიციაც, საბოლოო დასკვნა კი, მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი. ამასთანავე, „საქნახშირში“ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც საქმის დეტალებს იკვლევს. „საქნახშირმა“წარმოადგინა კვლევის პირველადი შედეგები, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთმა შედეგმა შესაძლოა, მოდიფიცირება ...

Read More »