Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

Tanap საქართველოს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვანი მოთამაშედ აქცევს

ბაქო-სუფსის ნავთობსადენი მოთხოვნის არარსებობის გამო გაჩერებულია

ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის გადატუმბვა შეჩერებულია. მილსადენი ჯერ კიდევ გაზაფხულზე, სუფსიდან გადაზიდვის განაცხადების არარსებობის გამო გაჩერდა. ამის შესახებ კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში BP-ის კომუნიკაციისა და საგარეო ურთიერთობების საკითხების ვიცე-პრეზიდენტმა, ბახტიარ ასლანბეილმა „ინტერფაქს-აზერბაიჯანს“ განუცხადა. მისი ცნობით, ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ნავთობის გადატუმბვა მარტში შეწყდა, შემდეგ 1 აპრილიდან 17 აპრილამდე მილსადენზე სარემონტო-მოსაწესრიგებელი სამუშაოები ჩატარდა და ნავთობის ტრანსპორტირება განახლდა. თუმცა რამდენიმე გადაზიდვის შემდეგ მილსადენზე ნავთობის ...

Read More »

ერაყის ენერგეტიკის მინისტრი: ნავთობის ფასი 100 დოლარის ფარგლებში შენარჩუნდება

მაღალი ფასები გაგრძელდება მომდევნო რამოდენიმე წლის განმავლობაში, გააფრთხილა იჰსან აბდულ-ჯაბარმა. მან მოუწოდა OPEC-ს, გააკონტროლოს მოპოვება და შეინარჩუნოს მიწოდებისა და მოთხოვნილების არსებული ბალანსი. იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ერაყის ენერგეტიკის მინისტრმა იჰსან აბდულ-ჯაბარმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნავთობის ფასი 100 დოლარის ფარგლებში ბარელზე წლის ბოლომდე შენარჩუნდება. მისი აზრით, მაღალი ფასები მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მინისტრის აზრით, ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ...

Read More »
როგორ უმკლავდება პუტინი ნავთობის კრიზისს

პუტინი: რუსულ ნავთობზე „ფასის ზღვრის“ შემოღება ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს

რუსულ ნავთობზე ფასის ზღვარის შემოღება, რომელიც ახლა განიხილება, გამოიწვევს იმას, რომ ნავთობის ფასები “ცამდე” გაიზრდება, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. აღნიშნულის შესახებ იუწყება “ნავთობპროდუქტების იპორტიორთა კავშირი”. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებთან მიმართებაში დასავლური საზოგადოება იმავე ნაბიჯებს დგამს, როგორც გაზთან დაკავშირებით. „ახლა ჩვენ გვესმის მრავალი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს რუსული ნავთობის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი $120-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 3,52 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 121,74 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  19 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105.48 (-0.84)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  101.76 (-0.84)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსეთის ომის მანქანა ნავთობის გაყიდვით კვლავ ფინანსდება

ივლისში რუსული ნედლი ნავთობის საექსპორტო გადასახადის განაკვეთის ზრდამ კრემლს თვის პირველ კვირაში ნაკადების შემცირება დაუკომპენსირა. საბაჟო განაკვეთები ივნისიდან ივლისამდე 23%-ით გაიზარდა, რაც კრემლს მოუტანს დამატებით $1,42-ს ბარელ ნავთობზე ყოველი გადაზიდვისთვის. ეს იმპულსი დაეხმარა რუსეთს, გაუმკლავდეს ნედლი ნავთობის მიწოდების 15%-იან შემცირებას 8 ივლისამდე კვირაში. შემოსავალი მხოლოდ 3 მილიონი დოლარით, ანუ 2%-ით შემცირდა. G7-ის ქვეყნები ცდილობენ, იპოვონ გზა, რომ ზიანი მიაყენონ რუსეთს ...

Read More »

საუდის არაბეთმა გააორმაგა რუსული ნავთობის იმპორტი, რამაც საკუთარის ექსპორტის გაზრდის საშუალება მისცა

მიუხედავად სანქციებისა, რომლებიც მიზნად ისახავს მოსკოვის ენერგეტიკული ნაკადების ჩახშობას, მსოფლიოს უდიდესმა ნავთობის მწარმოებელმა მეორე კვარტალში მკვეთრად გაზარდა რუსული ნავთობის იმპორტი, იტყობინება Reuters. Reuters-ის მიერ განხილული მონაცემების თანახმად, საუდის არაბეთმა აპრილიდან ივნისამდე 647 000 ტონა რუსული ნავთობის იმპორტი განახორციელა. აღნიშნული ნავთობი მან რუსეთისა და ესტონეთის პორტებიდან შემოიტანა. ამ დროისთვის, 2021 წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი 320 000 ბარელითაა გაზრდილი. რა ...

Read More »

ბაიდენი: ნავთობის მოპოვების კუთხით საუდის არაბეთისგან ნაბიჯებს ველით

აშშ-ს პრეზიდენტი ვიზიტით საუდის არაბეთში იმყოფება, ეს ქვეყანაში ჯო ბაიდენის პირველი ვიზიტია პრეზიდენტის რანგში. ბაიდენი პირველად შეხვდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ბინ-სალმანს. საუდის არაბეთში ვიზიტის მთავარი თემები ირანის საფრთხე, ისრაელთან ურთიერთობების დათბობა და ნავთობის მოპოვების გაზრდაა. პრეზიდენტი ბაიდენი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ თემაზე პრინცსაც ესაუბრა. ამერიკელი პრეზიდენტი შეეხო ...

Read More »

ევროკავშირს რუსეთიდან მაზუთის იმპორტის აკრძალვა სურს

ევროკავშირი გეგმავს აკრძალოს რუსული მაზუთის იმპორტი 10 აგვისტოს შემდეგ, რაც დაგეგმილ ვადაზე ექვსი თვით ადრე პერიოდია. ამის შესახებ Reuters თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს. როგორც მოვაჭრეებმა განმარტეს, საბაჟო კოდექსის გამო მაზუთი შესაძლოა ვადაზე ადრე მოხვდეს შეზღუდვების ქვეშ. ევროკავშირის აკრძალვები ეფუძნება სპეციალურ კოდებს, რომლებსაც საბაჟო იყენებს. ტექნიკურად, მაზუთი ეხება ნავთობპროდუქტებს, მაგრამ საბაჟო დოკუმენტებში მას ენიჭება კოდი 2707, რომელიც ნიშნავს ნახშირს. ამ კოდს ...

Read More »
ფოთში თხევადი ტვირთებისთვის 30 ათასტონიანი საწყობი აშენდება

გაივლის თუ არა რუსული თხევადი გაზი ფოთის პორტს – APM Terminals-ის პასუხი

ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია APM Terminals-ი პორტის გამოყენებით ბულგარეთისთვის რუსული თხევადი გაზის (LPG) შესაძლო მიწოდების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც კომპანიაში „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, მსგავსი ნებართვის მისაღებად არავის მიუმართავს. „APM Terminals-ი, როგორც ევროკავშირში დაფუძნებული კომპანია, სრულ თანხვედრაშია ყველა შესაბამის სანქციასთან. ჩვენ არ ვახდენთ რუსული LPG-ის გადაზიდვებს და ჩვენთვის არავის მოუმართავს, რომ ნება დავრთოთ ფოთის გავლით LPG-ის გადაზიდვაზე“, – აცხადებენ APM Terminals-ში. ამასთან, ...

Read More »