ბაიდენი: ნავთობის მოპოვების კუთხით საუდის არაბეთისგან ნაბიჯებს ველით

აშშ-ს პრეზიდენტი ვიზიტით საუდის არაბეთში იმყოფება, ეს ქვეყანაში ჯო ბაიდენის პირველი ვიზიტია პრეზიდენტის რანგში. ბაიდენი პირველად შეხვდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ბინ-სალმანს.

საუდის არაბეთში ვიზიტის მთავარი თემები ირანის საფრთხე, ისრაელთან ურთიერთობების დათბობა და ნავთობის მოპოვების გაზრდაა. პრეზიდენტი ბაიდენი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ თემაზე პრინცსაც ესაუბრა.

ამერიკელი პრეზიდენტი შეეხო ნავთობის მოპოვების საკითხსაც – “ყველაფერს ვაკეთებ რათა გაიზარდოს ნავთობის წარმოება და ამ კუთხით წარმატების მოლოდინიც მაქვს. ამ წუხილს იზიარებს საუდის არაბეთს და დღევანდელი ჩვენი შეხვედრის საფუძველზე ველოდები გარკვეულ ნაბიჯებს მომდევნო კვირებში”.

Leave a Reply