ფოთში თხევადი ტვირთებისთვის 30 ათასტონიანი საწყობი აშენდება

გაივლის თუ არა რუსული თხევადი გაზი ფოთის პორტს – APM Terminals-ის პასუხი

ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია APM Terminals-ი პორტის გამოყენებით ბულგარეთისთვის რუსული თხევადი გაზის (LPG) შესაძლო მიწოდების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც კომპანიაში „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, მსგავსი ნებართვის მისაღებად არავის მიუმართავს.

„APM Terminals-ი, როგორც ევროკავშირში დაფუძნებული კომპანია, სრულ თანხვედრაშია ყველა შესაბამის სანქციასთან. ჩვენ არ ვახდენთ რუსული LPG-ის გადაზიდვებს და ჩვენთვის არავის მოუმართავს, რომ ნება დავრთოთ ფოთის გავლით LPG-ის გადაზიდვაზე“, – აცხადებენ APM Terminals-ში.

ამასთან, რუსეთის მიერ ბულგარეთისთვის LPG-ის მისაწოდებლად საქართველოს სარკინიგზო დერეფნის შესაძლო გამოყენებას არ ადასტურებენ „საქართველოს რკინიგზაში“. „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიაში განუცხადეს, რომ „მსგავსი გადაზიდვა დაგეგმილი არ აქვთ“.

შეგახსენებთ, Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის LPG ექსპორტიორები ივლისიდან ფოთის პორტს ბულგარეთში თხევადი გაზის ექსპორტისთვის გამოიყენებენ. Reuters-ის ცნობით, მხოლოდ ივლისში რუსეთის ქალაქ სურგუტიდან, დაახლოებით 3 000 ტონა LPG, სარკინიგზო ტრანსპორტით ფოთში გადაიზიდება, შემდეგ კი საზღვაო ბორნით ბულგარეთის ქალაქ ვარნაში. Reuters-ი წერს, რომ რუსეთის LPG ექსპორტიორებს საქართველოს დერეფნის გამოყენება უკრაინაზე რკინიგზით გამავალი საექსპორტო მარშრუტების დახურვის გამო უწევთ. ტვირთის საქართველოში გადმომისამართება კი მათ ევროკავშირის ბაზრისთვის LPG-ის მიწოდებას დაახლოებით, 50%-ით უძვირებთ.

წყარო: businessformula.ge

Leave a Reply