Tag Archives: #უკრაინა

რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტით გერმანია $240 მილიარდით დაზარალდება

გერმანიის წამყვანმა ეკონომიკურმა ინსტიტუტებმა, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, გერმანიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირეს და განმარტეს, რომ რუსეთიდან ენერგომომარაგების შეჩერება 2023 წელს რეცესიას გამოიწვევს. ხუთმა ინსტიტუტმა: RWI, DIW, Ifo, IfW და IWH საბაზისო სცენარის მიხედვით, 2022 წლის ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 2.7%-მდე შეამცირა, 2023 წელს კი 3,1%-იან ზრდას ელიან. ინსტიტუტებმა ასევე გამოაქვეყნეს რუსული ენერგიის უეცარი მიწოდების შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგი, რომლის დროსაც ეკონომიკა მიმდინარე წელს ...

Read More »

ზელენსკი: აუცილებელია ევროპის მკაფიო მზაობა, უარი თქვან ყველა რუსულ ენერგომატარებელზე, ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსული ომის მანქანის დაფინანსება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, უარი თქვან რუსულ ენერგორესურსებზე და ამით შეწყვიტონ რუსეთის „ომის მანქანის“ დაფინანსება. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „პირველ რიგში, აუცილებელია ნავთობის ემბარგო და ევროპის მკაფიო მზაობა, უარი თქვან ყველა რუსულ ენერგომატარებელზე. ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსული სამხედრო ომის მანქანის დაფინანსება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, რუსი სამხედროები ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთ მიმართულებებზე აქტიურდებიან. როგორც ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირის ზოგიერთი წევრი არ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და მათთვის ადვილია თქმა, რომ არ გამოიყენებენ, მაგრამ სხვებისთვის არც ისე ადვილია

ევროკავშირის ზოგიერთი წევრისთვის, რომლებიც რუსულ გაზს არ იყენებენ, ადვილია იმის თქმა, რომ მზად არიან, არ გამოიყენონ ეს რუსული გაზი, მაგრამ სხვებისთვის, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებულები რუსულ ბუნებრივ აირზე, ეს არც ისე ადვილია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. „ყველას აქვს დიდი რისკი აღებული ენერგიაზე ამ ძლიერი დამოკიდებულობის გამო და ჩვენ ...

Read More »

„საწვავს ვპარავდით რუსებს, რომ კატასტროფა არ დაგვეშვა“ – რა ხდებოდა ჩერნობილში რუსების შეჭრის დროს

24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეს, ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგური, რომელიც ბელორუსის საზღვრიდან 16 კილომეტრში მდებარეობს, რუსულმა ჯარმა დაიკავა. დღეს, ის კვლავ უკრაინის კონტროლქვეშაა და BBC-ის კორესპონდენტმა იოგიტა ლიმაიემ ერთ-ერთი იმყოფებოდა ადგილზე. ის გაესაუბრა აეს-ის თანამშრომლებს, რომლებიც ცდილობდნენ, ობიექტის უსაფრთხოება დაეცვათ. ისინი ყვებიან, თუ რა ხდებოდა სადგურის აღების დროს. რუსული ჯარები, ჯავშანტექნიკის გამოყენებით შეიჭრნენ უკრაინაში მეზობელი ბელორუსის ტერიტორიიდან და ...

Read More »

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი – რუსული ნავთობის სრული აკრძალვა ევროპაში ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს

რუსული ნავთობის სრული აკრძალვა ევროპაში ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, ჯანეთ იელენმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის დაბლოკვის პრობლემა იმაშია, რომ მრავალი ქვეყანა, განსაკუთრებით ევროპაში, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ ნავთობზე, რაც სავარაუდოდ ფასების ზრდას განაპირობებს. იელენი იმედს გამოთქვამს, რომ ნავთობკომპანიები მოპოვების პროცესს გაზრდიან. მან ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინასა და მის მიღმა უზარმაზარ ეკონომიკურ შედეგებზე, მათ ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო: “უკრაინაში ზოგიერთ მაღაროს ვერ აღვადგენთ”

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, საოკუპაციო ძალები ქვანახშირის მაღაროებსა და გაზის საბადოებს ანადგურებენ. ამის შესახებ RBC-უკრაინას ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განუცხადა. მინისტრის თქმით, არის მაღაროები, რომელთა აღდგენა შეუძლებელია. „არის მაღაროები, რომლებსაც ვერ აღვადგენთ. ისინი დატბორილია და სამუშაოდ მათი დაბრუნება შეუძლებელია. ეს არის, მაგალითად, ლუგანსკის ოლქში მაღარო “ზოლოტაია” და “ტოშკოვსკა”. ისინი ძლიერი დაბომბვის ქვეშ მოხვდნენ, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა“, ...

Read More »

დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად ნავთობის საცავი განადგურდა

დნეპროპეტროვსკის რაიონში რუსულმა რაკეტებმა ღამით გაანადგურეს ნავთობის საცავი და ცეცხლი წაუკიდეს ქარხანას, – ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს. „ღამე იყო შემაშფოთებელი და რთული. მტერმა ჩვენს რეგიონს ჰაერიდან შეუტია და ნავთობის საწყობს და ერთ-ერთ ქარხანას დაარტყა. დანგრეულია საწვავით ნავთობის საცავი. ქარხანაში მაშველები ამ დრომდე ასუფთავებენ ტერიტორიას”, – განაცხადა რეზნიჩენკომ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მაშველები ხანძარს რვა საათზე მეტხანს ...

Read More »

ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ოკუპანტების ყოფნა ბირთვულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

“Energoatom”-ის ხელმძღვანელის, პეტრ კოტინის თქმით, მზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსული ბირთვული კორპორაციის Rosatom-ის თანამშრომლების ყოფნა,  ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. “სადგურზე როსატომის თანამშრომლები არიან. გაუგებარია, რას აკეთებენ ისინი იქ. ისინი იქ არ უნდა იყვნენ. ეს ობიექტის ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის”. – თქვა კოტინმა. მისი თქმით, რუსული ჯარების მიერ სადგურის ოკუპაციის გამო, ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოდ მუშაობა შეუძლებელია. 4 მარტს, რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი ...

Read More »

ბუჩაში მომხდარის გამო, ემანუელ მაკრონს რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული დაბლოკვა სურს

„ძალიან მკაფიო მინიშნებები“ არის, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ რუსული ძალები პასუხისმგებელნი არიან უკრაინაში სამხედრო დანაშაულზე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. უკრაინის ქალაქ ბუჩაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას მაკრონმა თქვა, რომ საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მისი სურვილია“ დაინახოს ევროკავშირში რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული დაბლოკვა. „ვინც ამ დანაშაულის უკან დგას, პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ძალიან ...

Read More »

“უკრაინა, რუსეთის ნაცვლად, ევროპისთვის ენერგიის საიმედო მიმწოდებელი გახდება”

„უკრაინა რუსეთს ევროპის ენერგეტიკული ბაზრებიდან გააძევებს. ეს არის ჩვენი ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი. უკრაინა, რუსეთის ნაცვლად, ევროპისთვის ენერგიის საიმედო მიმწოდებელი გახდება“, – განაცხადა “უკრენერგოს” ბორდის თავმჯდომარემ, ვოლოდიმირ კუდრიცკიმ უკრაინის რადიოს პირდაპირ ეთერში. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის სინქრონიზაციამ პოლონურ ENTSO-E-სთან გზა გაუხსნა ელექტროენერგიის გაცვლის შესაძლებლობას ევროკავშირის ქვეყნებში და განმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის ...

Read More »