დნეპროპეტროვსკის რაიონში რუსულმა რაკეტებმა ღამით გაანადგურეს ნავთობის საცავი და ცეცხლი წაუკიდეს ქარხანას, – ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
„ღამე იყო შემაშფოთებელი და რთული. მტერმა ჩვენს რეგიონს ჰაერიდან შეუტია და ნავთობის საწყობს და ერთ-ერთ ქარხანას დაარტყა. დანგრეულია საწვავით ნავთობის საცავი. ქარხანაში მაშველები ამ დრომდე ასუფთავებენ ტერიტორიას”, – განაცხადა რეზნიჩენკომ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მაშველები ხანძარს რვა საათზე მეტხანს ებრძოდნენ. ცეცხლი ამჟამად ლიკვიდირებულია.