Tag Archives: GWP

ბექა მიქაუტაძე: გამოიძებნება თანხები და მოხდება ცენტრალური მილების აღდგენა

ბექა მიქაუტაძე: გამოიძებნება თანხები და მოხდება ცენტრალური მილების აღდგენა

ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს GWP-სთან და იმედი მაქვს, გამოიძებნება თანხები და მოხდება ცენტრალური მილების აღდგენა, – ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დიღომში, ცენტრალურ მილზე მომხდარი დაზიანების კომენტირებისას განაცხადა. მომხდართან დაკავშირებით გამგებლის კომენტარს თბილისის მერია ავრცელებს. მისივე თქმით, ეს უკვე მეორე ფაქტია საბურთალოს რაიონში, როდესაც ცენტრალური მილის დაზიანება დიდ ზარალს იწვევს. ბექა მიქაუტაძის განმარტებით, მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია სანიაღვრე არხი, ...

Read More »
GWP წყალსადენზე მომხდარი დაზიანების გამო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს

GWP წყალსადენზე მომხდარი დაზიანების გამო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დიდ დიღომში, წყალსადენზე მომხდარი დაზიანების გამო მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს მოკლე დროში შეისწავლის და სრულად აანაზღაურებს, – ამის შესახებ კომპაინის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც “ინტერპრესნიუსს” GWP-დან აცნობეს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” “გუდვილის” მიმდებარედ გადაუდებელი სამუშაოები უკვე დაასრულა, მიმდინარეობს წყალმომარაგების აღდგენის პროცესი. “ჰიპერმარკეტ “გუდვილის” სიახლოვეს, 1400 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის მონაკვეთი დღეს დილით, დაახლოებით 6 საათზე, ავარიულად დაზიანდა. ...

Read More »
რუსთავის წყლის ახალი ტარიფი 26 ნოემბერს გახდება ცნობილი

რუსთავის წყლის ახალი ტარიფი 26 ნოემბერს გახდება ცნობილი

კომპანია “რუსთავის წყლის” ახალი სამომხმარებლო ტარიფი 26 ნოემბერს გახდება ცნობილი. შესაბამისი სხდომა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 26 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება, რომელზეც სემეკი “რუსთავის წყლისთვის” ტარიფის დადგენაზე იმსჯელებს. “რუსთავის წყალმა” წყლის ტარიფის გადახედვის თხოვნით სემეკს ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიმართა, თუმცა კომისიამ მაშინ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება არ დაიწყო, რადგან კომპანიას კანონით განსაზღვრული დოკუმენტაცია სრულყოფილად არ ჰქონდა ...

Read More »
სემეკ-მა GWP-ის გაფრთხილება მისცა

სემეკ-მა GWP-ის გაფრთხილება მისცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს GWP-ის გაფრთხილება მისცა. სემეკ-ის ინფორმაციით, საქმე ეხება კომპანიის ვებგვერდზე (www.gwp.ge) წყალმომარაგება/წყალანირების სისტემაზე მიერთებისა და აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ არასწორ ინფორმაციას. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, მოხდეს მომხმარებელთა უფლებების მაქსიმალური დაცვა, სწორი ინფორმირება მათი უფლებების შესახებ და კომპანიების მხრიდან აბონენტებისათვის მაღალი ხარისხის ...

Read More »
ტარიფის კორექტირება ნიშნავს რომ შესაძლოა უცვლელი დარჩეს გაიზარდოს ან შემცირდეს

ტარიფის კორექტირება ნიშნავს რომ შესაძლოა უცვლელი დარჩეს გაიზარდოს ან შემცირდეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 31 ივლისის სხდომაზე გადაწყდა და ს/ს ,,თელასის” განაცხადი ტარიფის კორექტირების შესახებ, წარმოებაში მიიღეს. ეს ნიშნავს, რომ ,,ენერგოპრო ჯორჯიას” მსგავსად, ტარიფის გაზრდას ,,თელასიც” ითხოვს. კანონის თანახმად, სემეკს განაცხადის განსახილველად 150-დღიანი ვადა აქვს, თუმცა 31 ივლისის სხდომაზე უკვე გაირკვა, რომ მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვეტილება 2015 წლის 18 დეკემბრამდე უნდა მიიღოს. სწორედ ამ პერიოდში გაირკვევა, გაიზრდება ...

Read More »

GWP მარჯანიშვილზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს დღის ბოლომდე მოახერხებს

თბილისში, მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. აღნიშნულ მონაკვეთზე წყლის მილი გასკდა, რამაც მთელი ქუჩა დატბორა. შემთხვევა წუხელ მოხდა.  ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, სახანძრო სამსახურის და GWP თანამშრომლები. მათ წყლის გადაკეტვა მოახერხეს. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე ტექნიკურ სამუშაოებს დღის ბოლომდე დაასრულებს და მოსახლეობას წყლის მიწოდება ღამით, 24:00 საათიდან აღუდგება. უცვლელად გთავაზობთ კომპანიის ...

Read More »
GWP მდინარე ვერეში საკანალიზაციო წყლების ჩადინება აღეკვეთა

GWP მდინარე ვერეში საკანალიზაციო წყლების ჩადინება აღკვეთა

დღეიდან, მდინარე ვერეში, საკანალიზაციო წყლების ჩადინება აღარ მოხდება. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” GWP საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანიამ მდინარე ვერეს ხეობაში, დროებით, ადგილობრივი მინი-გამწმენდი ნაგებობა მოაწყო, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანებულ საკანალიზაციო კოლექტორს მიუერთა. დანადგარი კომპანიამ სპეციალურად შექმნა იმ მიზნით, რომ მდინარე ვერეში საკანალიზაციო წყლების ჩადინება აღეკვეთა. მინი-გამწმენდ ნაგებობაში დაზიანებული კოლექტორიდან გამოსული საკანალიზაციო წყლები იკრიბება, მუშავდება და იქიდან, გაწმენდილი სახით ...

Read More »
GWP - კომპანია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

GWP – კომპანია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

კომპანია GWP, თბილისში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, 13 ივნისის ღამიდან, გაძლიერებულ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გრძელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული წყალსადენისა და წყალარინების სისტემების სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რასაც კომპანია თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებთან კოორდინაციაში ახორციელებს. “მიმდინარეობს სამუშაოები მდინარე ვერეს ხეობაში, წყნეთის ქუჩაზე გამავალ დაზიანებულ 900 მმ-იან საკანალიზაციო კოლექტორზე, რომელიც 14 ივნისს ღამით, უეცრად მოვარდნილმა ღვარცოფმა ერთიანად მოგლიჯა ხიდ-აკვედუკთან და მიმდებარე ...

Read More »
სასმელი წყალი თბილისში უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის

სასმელი წყალი თბილისში უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ედნ ფაუერი“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ სასმელ წყალთან მიმართებაში გავრცელებულ მითითებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ თბილისში სასმელი წყალი უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და მოსახლეობისთვის აღნიშნულ განცხადებაში მოყვანილი მითითებების შესრულება აუცილებლობას არ წარმოადგენს. „სასმელი წყლის სინჯების აღება და მათი ლაბორატორიული კვლევა ქალაქის სხვადასხვა უბანში ყოველდღიურად ხორციელდება.  წყლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიები განლაგებულია ყველა სათავე ნაგებობაზე და სასმელი წყალი 24-საათიან რეჟიმში კონტროლდება.   ...

Read More »
GWP -იმ საზაფხულო სტაჟირება დაიწყო

GWP -იმ საზაფხულო სტაჟირება დაიწყო

GWP სტუდენტებისა და კურსდამთავრებული ახალგაზრდებისთვის, უკვე მესამე წელია, საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამას ახორციელებს. გასული კვირიდან, პროგრამა კომპანიამ გახსნილად გამოაცხადა. წინა წელთან შედარებით, პროგრამა უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ჩართვას გაცილებით მეტი მსურველი შეძლებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ კადრების მოზიდვისა და წლევანდელ პროგრამაში ჩართვის მიზნით, თადარიგი წინასწარ დაიჭირეს და ყველა იმ უმაღლეს სასწავლებლებელს დაუკავშირდნენ, რომელთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვთ გაფორმებული. როგორც GWP –ის კადრების განვითარების ...

Read More »