საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს GWP-ის გაფრთხილება მისცა.
სემეკ-ის ინფორმაციით, საქმე ეხება კომპანიის ვებგვერდზე (www.gwp.ge) წყალმომარაგება/წყალანირების სისტემაზე მიერთებისა და აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ არასწორ ინფორმაციას. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
“შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” დაევალა ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის კომისიის “სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებთან” შესაბამისობაში მოყვანა, რათა თავიდან იქნას აცილებული მოქალაქეთა არასწორი ინფორმირება. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება კომპანიის მიერ ინფორმაციის დროული შესწორება, აღნიშნული განხილული იქნება სალიცენზიო პირობების დარღვევად და შპს ” ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დაჯარიმდება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ”, – აცხადებენ კომპანიაში.