Tag Archives: #კრიპტოვალუტა

ეთერიუმის ფასის $10 000-მდე ზრდას ვარაუდობენ

კრიპტოვალუტის ენთუზიასტები ეთერიუმისთვის სამიზნე ფასებს ზრდიან. სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ბოლოდროინდელი ზრდა ბიტკოინის რეკოდულ ზრდას მოჰყვა. გასული წლის განმავლობაში ეთერიუმი დაახლოებით 1500%-ით გაიზარდა. სამშაბათს ციფრული მონეტის ფასმა ახალ რეკორდს $3,455-ს მიაღწია. კრიპტოს მომხრეები ამტკიცებენ, რომ ინვესტორები, მიუხედავად სექტორში სტიმულირების მანიის გაფრთხილებებისა, ახლა ბიტკოინის მიღმა ეძებენ ციფრულ ვალუტებს, რაც ეთერიუმს და სხვა ციფრულ მონეტებს ეხმარება. ”ბაზარი აცნობიერებს, თუ რამდენად მცირედ დაფასებულია ეთერიუმი მისი ...

Read More »

აშშ-ში ციფრული დოლარის საპილოტე პროგრამებს იწყებენ

აშშ-ში შემდეგი 12 თვის განმავლობაში ციფრული დოლარის 5 საპილოტე პროგრამა ჩაეშვება, რაც შტატებში ამ ტიპის პირველი მცდელობა იქნება. პროექტის მიზანი ფედერალური სარეზერვო სისტემის, იგივე, ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის პოტენციური გამოყენების შემოწმებაა. პირველ ეტაპზე საპილოტე პროგრამებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Accenture დააფინანსებს და მასში ჩაერთვებიან ფინანსური ფირმები, საცალო ვაჭრობის კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მიღებულ მონაცემებს აშშ-ს ხელისფლებაში ციფრული დოლარის განვითარებისთვის გამოიყენებენ. ...

Read More »

“მაინინგის წყალობით ჩვენი ეკონომიკა გადარჩა” – როგორ მალავენ აპარატურას აფხაზეთში

ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება და ენერგეტიკული კრიზისი აფხაზეთში ძირითადად, კრიპტოვალუტის მომპოვებელ ფერმებს უკავშირდება. ოფიციალური ცნობით, აფხაზეთში რამდენიმე ასეული უკანონო ფერმა დახურეს. ამის მიუხედავად, მათი რაოდენობა მზარდია. რატომ?  აფხაზეთის უფასო რეკლამების ვებ-გვერდებზე ხშირად შეგხვდებათ ასეთი შინაარსის განცხადებები: “მაინინგის სერვერების რემონტი, ქსელთან მიერთება”. მაგალითად, “აფხაზ ავტოს” ვებ-გვერდსა და მის ინსტაგრამ გვერდზე მრავალი განცხადებაა განთავსებული, სადაც კტიპტოვალუტის მომპოვებელი აპარატურა იყიდება. მათ კი, ვინც ალღო ...

Read More »

Ethereum-ის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა

დღეს ციფრული ვალუტა Ethereum-ის ფასი, მისი არსებობის ისტორიაში $3 000 ასცდა. ამის შესახებ reuters წერს. 2021 წლის დასაწყისიდან, მისი ფასი 325%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტა Bitcoin-ის ფასი წელს 95%-ით გაიზარდა. ინვესტორები მიიჩნევენ, რომ მომავლის დეცენტრალიზებულ ფინანსურ სისტემაში, Ethereum-ს Bitcoin-ზე ფართო გამოყენება ექნება. რაც ამ კრიპტოვალუტაზე მოთხოვნის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს. ამ მომენტისთვის, Ethereum-ის ფასი $3 153 შეადგენს. $58 669 ღირს ...

Read More »

თურქეთი კრიპტო ფირმებს რეგულაციებს დაუწესებს

თურქეთმა კრიპტოვალუტის აქტივების მიმწოდებლები იმ დაწესებულებების ჩამონათვალს დაამატა, რომლებმაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რეგულაციები უნდა დაიცვან. პრეზიდენტის ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევა ძალაში და ფინანსურ მაკონტროლებელს ციფრული ვალუტების ჰოლდინგების გამოკვლევას გაუადვილებს. კრიპტო აქტივებით გადახდა თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 30 აპრილიდან აკრძალა და განაცხადა, რომ ანონიმურობის დონე ციფრული სიმბოლოების უკან აუნაზღაურებელი ზიანის რისკს ბადებს. თურქეთის მთავრობა ასევე გეგმავს შეიქმნას ცენტრალური ...

Read More »

ციფრული ლარი – რას მოგვიტანს ეროვნული ბანკის კრიპტოვალუტა

საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვების პროექტზე მუშაობს. განცხადება ამის შესახებ ცენტრალურმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკის მანდატი ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ხოლო “ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარებისა და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა”, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაზარდოს. შეიძლება ითქვას, ეს პირდაპირი ...

Read More »

ბიტკოინის ფასი გაიზარდა და 57,400 დოლარი შეადგინა

ბიტკოინმა ტექნიკური დაბრკოლება გადალახა და ვარდნის სერიის შემდეგ, ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. პარასკევს ბიტკოინი დაახლოებით 8,3% -ით გაიზარდა და ნიუ-იორკის ვაჭრობაში 57,400 დოლარი შეადგინა. ციფრული ვალუტა თავის საშუალო ფასს ბოლო 50 დღის განმავლობაში გადასცდა, რაც მისი მოკლევადიანი იმპულსის საზომია. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ჩარტების დამკვირვებლებისთვის, რადგან, როგორც წესი, მას კიდევ უფრო მეტი ზრდა მოსდევს. ამასთან, გაიზარდა ჩამონათვალში გლობალური ციფრული აქტივების პროდუქტებიც, ...

Read More »

Tesla-მ თავისი ბიტკოინის 10% გაყიდა

ელონ მასკი აცხადებს, რომ Tesla-მ თავისი ბიტკოინის 10% ციფრული აქტივის ლიკვიდურობის საჩვენებლად გაყიდა. მასკმა ასევე დასძინა, რომ მან კრიპტოვალუტაში პირადი ინვესტიცია შეინარჩუნა. Tesla-ს შემოსავლის ანგარიშმა აჩვენა, რომ ფირმამ, რომელმაც ამ წლის დასაწყისში $1 მილიარდზე მეტი ღირებულების ბიტკოინი იყიდა, გაყიდვიდან $101 მილიონის შემოსავალი მიიღო. მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ Tesla ცდილობს, დაამტკიცოს ბიტკოინის ლიკვიდურობა, რაც მას ნაღდი ფულის შენახვის ალტერნატივად აქცევს. მსოფლიოს ...

Read More »

ბიტკოინის ფასი კლების შემდეგ ისევ გაიზარდა

ბიტკოინი 8 თებერვლის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდის სერიისკენ მიდის. $47,079-მდე შემცირების შემდეგ, ბიტკოინის ფასი 9,6%-ით გაიზარდა და დღეს ჰონგ-კონგის ვაჭრობაში $52,747 შეადგინა. Copia Wealth Studios-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ სიკორსკის თქმით, კრიპტოვალუტის ფასის ვარდნა შესაძლებლობაა ინვესტორებისთვის, სწორ დროს იყიდონ ის. ”ვარდნა ყიდვის დიდი შესაძლებლობაა. არასტაბილურობა ყოველთვის ქმნიდა შესაძლებლობებს და ხალხი, უკვე წლებია, ყოველთვის გაკვირვებულია შემდგომი ზრდით”,- აღნიშნა მან. ციფრულმა აქტივის ფასმა ვარდნა მას ...

Read More »

კრიპტოვალუტების ფასი დაეცა

კრიპტოვალუტები – Bitcoin-ი, Ether-ი, XRP და Dogecoin-ი გაუფასურდა. ფასის შემცირება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას უკავშირდება. მისი ადმინისტრაცია საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს გეგმავს. მათ შორისაა კაპიტალის მოგების გადასახადის თითქმის გაორმაგება და 39.6%-მდე გაზრდა. გაუფასურებული კრიპტოვალუტებიდან ყველაზე ცნობილია Bitcoin-ი, რომლის ღირებულებაც, მარტის დასაწყისიდან პირველად, 47,555 დოლარამდე დაეცა.

Read More »