დღეს ციფრული ვალუტა Ethereum-ის ფასი, მისი არსებობის ისტორიაში $3 000 ასცდა. ამის შესახებ reuters წერს.
2021 წლის დასაწყისიდან, მისი ფასი 325%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტა Bitcoin-ის ფასი წელს 95%-ით გაიზარდა.
ინვესტორები მიიჩნევენ, რომ მომავლის დეცენტრალიზებულ ფინანსურ სისტემაში, Ethereum-ს Bitcoin-ზე ფართო გამოყენება ექნება. რაც ამ კრიპტოვალუტაზე მოთხოვნის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს.
ამ მომენტისთვის, Ethereum-ის ფასი $3 153 შეადგენს. $58 669 ღირს Bitcoin-ი.