კრიპტოვალუტები – Bitcoin-ი, Ether-ი, XRP და Dogecoin-ი გაუფასურდა.
ფასის შემცირება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას უკავშირდება. მისი ადმინისტრაცია საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს გეგმავს. მათ შორისაა კაპიტალის მოგების გადასახადის თითქმის გაორმაგება და 39.6%-მდე გაზრდა.
გაუფასურებული კრიპტოვალუტებიდან ყველაზე ცნობილია Bitcoin-ი, რომლის ღირებულებაც, მარტის დასაწყისიდან პირველად, 47,555 დოლარამდე დაეცა.