Tag Archives: #გაზიფიცირება

SOCAR-მა საქართველოში 808 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოახდინა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) საქართველოს შვილობილი კომპანია SOCAR Georgia Gas ამჟამად 808 000 აბონენტს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ იუწყება აზერბაიჯანული report. 2007 წლიდან დღემდე, კომპანიამ გაზი  საქართველოს 700-ზე მეტ დასახლებას მიაწოდა და 11 ათასი კილომეტრის სიგრძის გაზსადენი ააშენა. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში  2 ათასზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

Read More »

სამშენებლო კომპანიის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო 7500 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

სამშენებლო კომპანიის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო 7500 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.აღნიშნულ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ შეუთანხმებელი სამუშაოების წარმოებისას ლისის ტბის მიმდებარედ გაზსადენი დააზიანა. ამის შედეგად, 13:00 საათიდან 7500 მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზის მიწოდება შეუწყდება შპს “ლისი ფო”-ს საცხოვრებელი კომპლექსის, საბურთალოს რაიონში – ზემო ვეძისის ქ. 6ა-ში – შპს ...

Read More »

ენერგოკრიზისის შესამსუბუქებლად აშშ ევროპას თხევად გაზს უგზავნის

ამერიკული ტანკერების რაოდენობა, რომლებიც ევროპას თხევად ბუნებრივ აირს (LNG) მიაწვდიან, მხოლოდ 24 საათში 50%-ით გაიზარდა, რადგან კონტინენტის ენერგეტიკული კრიზისი ღრმავდება. ამ დროისთვის ევროპისკენ 15 ტანკერი გაიგზავნა, თუმცა კიდევ 11 ტანკერი გადაადგილდება არადეკლარირებული მიმართულებებით და არსებობს ვარაუდი, რომ ისინიც ევროპისკენ მიემართებიან. ევროპის ენერგეტიკული კრიზისი ბოლო დღეებში მას შემდეგ გაძლიერდა, რაც საფრანგეთში ბირთვული რეაქტორების მუშაობა შეჩერდა და ქარის დაბალმა სიმძლავრემ გერმანიაში დეფიციტი ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“ – გაზგამანაწილებელ ქსელზე დაზიანების გამო, გაზის მიწოდება 4 280 აბონენტს დროებით შეუწყდება

გაზგამანაწილებელ ქსელზე აღმოჩენილი დაზიანების გამო, 9 დეკემბერს, 10:00 საათიდან გაზის მიწოდება 4 280 აბონენტს დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „გაზმომარაგება შეუწყდება – პეტეფის ქუჩაზე, ნაკვ. 04/043-ში მდებარე შპს ,,ტრიუმფ გრუპი”-ს, ვარკეთილის IV მ/რ-კვ. 3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 10, 11, 11ა, 12, 13, 14, 15, წულუკიძის ქ. 31/33, 35, წულუკიძის III შესახვევში მდებარე ...

Read More »

პირველი დეკემბრიდან აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და მანქანა-დანადგარების საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენა სავალდებულო ხდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის № 82 , №84 და № 85 დადგენილებებში შესული ცვლილებების თანახმად, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და მანქანა-დანადგარების, იმპორტის გზით, საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის, წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულება პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. ამასთან, იმპორტის გზით აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და მანქანა-დანადგარების ...

Read More »

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, წალკის მუნიციპალიტეტის 10 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, წალკის მუნიციპალიტეტის 10 დასახლებულ პუნქტში, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. დაშბაშში, კოხტაში, ბეშთაშენში, სამადლოში, ახალშენში, იმერაში, ბარეთში, არჯევან-სარვანში, საბეჭისსა და თეჯისში პროექტის ფარგლებში, ჯამურად აშენდება 93 918 გრძივი მეტრი გაზსადენი და 2 092 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 4 385 667 ლარს. გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში სულ ...

Read More »

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობსთ: “გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს ქუთაისი-სოხუმის D-500მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 18 ნოემბრის 06:00დან 19 ნოემბრის 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დაბა ჩხოროწყუს. ბუნებრივი გაზის მიწოდება 18 ნოემბრის 10:00დან 19 ნოემბრის 17:00 საათამდე ასევე დროებით შეუწყდებათ ქალაქ ზუგდიდსა ...

Read More »

კაბალის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” კაბალის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას ახორციელებს ” სოკარ ჯორჯია გაზი”. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.

Read More »

საქართველოში ბუნებრივი გაზის ახალი ბაზარი ყალიბდება

ელექტროენერგეტიკული ბირჟის მსგავსი სისტემა საქართველოში ბუნებრივი აირის ბაზრისთვისაც ჩამოყალიბდება. კონცეფცია, რომელიც ბირჟის ამოქმედებას ითვალისწინებს, მთავრობამ სექტემბრის დასაწყისში დაამტკიცა. მისი მიზანი ისეთი თავისუფალი ბაზრის შექმნაა, სადაც კონკურენტული ფასი გამჭვირვალედ ყალიბდება. გაზის სექტორში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ Forbes Georgia სემეკის წევრს, გოჩა შონიას ესაუბრა. ბატონო გოჩა, ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის ახალი კონცეფცია, რომლის მიზანიც ბირჟის შექმნა და ბაზრის ლიბერალიზაციაა, საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში მცირედით დარეგულირდა და 840 დოლარზე დაბლა დაეცა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. დეკემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სავაჭრო დღის ბოლოს 11,6%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 838,4 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, გაზრდილი შემოსავლების ფონზე, ევროპის მოსახლეობა ზამთარში ბუნებრივი აირის ფასების ზრდას ელოდება. კრიზისის დაწყებამდე, ენერგეტიკულ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა ევროპაში მილიონებს აღწევდა. იმ ადამიანების რაოდენობა, ...

Read More »