ენერგოკრიზისის შესამსუბუქებლად აშშ ევროპას თხევად გაზს უგზავნის

ამერიკული ტანკერების რაოდენობა, რომლებიც ევროპას თხევად ბუნებრივ აირს (LNG) მიაწვდიან, მხოლოდ 24 საათში 50%-ით გაიზარდა, რადგან კონტინენტის ენერგეტიკული კრიზისი ღრმავდება.

ამ დროისთვის ევროპისკენ 15 ტანკერი გაიგზავნა, თუმცა კიდევ 11 ტანკერი გადაადგილდება არადეკლარირებული მიმართულებებით და არსებობს ვარაუდი, რომ ისინიც ევროპისკენ მიემართებიან.

ევროპის ენერგეტიკული კრიზისი ბოლო დღეებში მას შემდეგ გაძლიერდა, რაც საფრანგეთში ბირთვული რეაქტორების მუშაობა შეჩერდა და ქარის დაბალმა სიმძლავრემ გერმანიაში დეფიციტი გააღრმავა. დანაკლისი აიძულებს ქვეყნებს, მოიხმარონ მეტი ქვანახშირი და ნავთობიც კი, რათა განათება და გათბობა უზრუნველყონ.

კონტინენტისკენ მიმავალი LNG ტვირთების შესახებ ცნობებმა ევროპაში გაზის საორიენტაციო ფასების რეკორდული ვარდნა გამოიწვია.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply