Tag Archives: #ელეტრომობილი

გიორგი მარგებაძე: ვინც საკუთარი ენერგორესურსების ათვისებას ებრძვის ან შენიღბული აგენტია, ან უწიგნური

ამის შესახებ ენერგეტიკული პროექტების მენეჯერი გიორგი მარგებაძე თავის Facebook გვერდზე წერს. “ამას იმიტომ ვწერ ეხლა, რომ ქართველის ემოციებით დატვირთული გული და გონება აშკარად უკეთესად მუშაობს. უკრაინის ომმის მიმდინარეობისას დავინახეთ დასავლეთის ყოყმანი და ფეხის თრევა მთავარ ფინანსურ სანქციებზე, რომელიც ძალიან რთული მისაღები იყო მათთვის, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმით იყო განპირობებული რომ მათი ენერგო დამოკიდებულება გაზზე 42%-ია, ელ. ენერგიაში რომ გადავიყვანოთ ...

Read More »

შვედეთი ელექტრომობილების დასატენი სადგურების რაოდენობას ზრდის

Mittstråke-ი, რაც შვედურად სიტყვა სიტყვით „შუა გზას ნიშნავს“, შვედეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა, რომელიც ნორვეგიისკენ მიმავალ აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანს ქმნის. ხანდახან ჯიმი ანევალი ამ გზით დადის. გზას ზამთარში თოვლი ფარავს და ქათქათაა, თუმცა ერთი ევროპული პროექტი მიზნად ისახავს, რომ ეს გზა ზამთარ-ზაფხულ მწვანე იყოს. როგორ? გზაზე ელექტრომობილების დასატენი სადგურების რიცხვის გაზრდით – გზის გასწვრივ  რკინიგზის თითოეულ  სადგურზე თითო დასატენი განთავსდება. ამ პროექტის ...

Read More »

ნარმანია: სვანეთში უკანონო მაინინგები უნდა გაითიშოს

ნერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბოლო პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 17-18 მეგავატია, რაც ჯამურად აღემატება მეზობელი სამი მუნიციპალიტეტის მიერ მოხმარებული ენერგიის ოდენობას. ნარმანიას თქმით, ეს ძირითადად მაინინგით არის გამოწვეული. დავით ნარმანია ამბობს, რომ მაინინგების შეზღუდვის ნაწილში რეაგირება უნდა მოხდეს. „90-იან წლებში სვანეთის მოსახლეობასთან შეთანხმების შედეგად, იქ მოქალაქეები არ იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს. კომერციული სექტორიც ...

Read More »

მფრინავი ელექტროტაქსი – მომავლის ტექნოლოგია

მფრინავი ელექტროტაქსები ანუ პატარა თვითმფრინავები, რომლებსაც ვერტიკალურად აფრენა და დაფრენა შეუძლიათ, სულ უფრო პოპულარული ხდება. მისი მთავარი უპირატესობა არის სიმარტივე და ის ფაქტი, რომ ეკოლოგიას გამონაბოლქვით არ აბინძურებს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. 2035 წლისთვის ამ მფრინავი აპარატების ბაზარი 21 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. ამჟამად მფრინავი ელექტროტაქსების შექმნაზე 50-ზე მეტი კომპანია მუშაობს. მფრინავი ტაქსი 20-მდე მგზავრის გადაყვანას შეძლებს. ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ანდრეას ბარდენჰაგენის განცხადებით, ...

Read More »
apple-ის ელექტრომობილი

Apple-მა უპილოტო ავტომობილის შექმნისთვის Tesla-ს ყოფილი ინჟინერი დაიქირავა

ამერიკულმა კომპანია Apple-მა დაიქირავა Tesla-ს ყოფილი ინჟინერი კრისტოფერ მური, რომლის გუნდიც უპილოტო ავტომობილის შექმნაზე მუშაობდა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო Bloomberg-ი წერს. წყაროების ცნობით, მურს Apple-ის უპილოტო ავტომობილისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა დაევალა. Apple-ში ამ დრომდე უპილოტო ავტომობილზე მუშაობდა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. მედიის ცნობით, კომპანია უპილოტო ავტომობილის გამოშვებას 2024 წლიდან გეგმავს, ახლა კი Apple-ის ხელმძღვანელობა აზიელ ავტომწარმოებლებს ხვდება, რათა საკუთარი ელექტრომობილების ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 27 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ისნის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის და შოთა ნადირაშვილის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ახვლედიანის, მუხაძის, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, წურწუმიას, ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დროს, სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი გზა

ქუთაისში ელექტრომობილების წარმოებაზე ინვესტორთან მოლაპარაკება განახლდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში ელექტროავტომობილების წარმოებისთვის საჭირო ქარხნის დიდი ნაწილი უკვე ჩამოტანილია. როგორც ღარიბაშვილმა ქუთაისში, საარჩევნო შტაბთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პროექტის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს. „კიდევ ერთი მთავარი რამ მინდა ვთქვა ქუთაისელებისთვის, დაახლოებით, 2 წლის წინ იყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ელექტროავტომობილების წარმოებას. გვყავდა ძალიან სერიოზული ინვესტორი, შემდეგ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი და საბოლოოდ, ამ პროექტის განხორციელებამ გადაიწია. ახლა მე მინდა ქუთაისელებს ვაცნობო, ...

Read More »

Candela– ს შორ მანძილზე მომუშავე ელექტრული სწრაფმავალი ნავები – რევოლუციური მიგნება საზღვაო ტრანსპორტში

ჰიპერსმარტის ინჟინრებით, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებით, იახტების დიზაინერებითა და გემთმშენებელთა მზარდი გუნდით დაკომპლექტებულმა Candela Speed ​​Boat– ის გუნდმა ააგო რევოლუციური ელექტრული ნავი, რომელიც საზღვაო ტრანსპორტში ისეთ გადატრიალებას მოახდენს, როგორც ეს ილონ მასკის “ტესლამ“ სატრანსპორტო სფეროში გააკეთა. კომპანია Candela Speed ​​Boat 2014 წელს, შვედეთში დაარსდა. გუნდმა შექმნა ელექტროენერგიაზე მომუშავე ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ნავი, რომელსაც 50 საზღვაო მილის გავლა შეუძლია. თავდაპირველად ეს თითქმის ...

Read More »

მერსედესის უახლესი ელექტრომობილი ასი ათას დოლარზე მეტი ეღირება

„მერსედეს-ბენცმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კომპანიის წამყვანი ელექტრომობილის – EQS-ის საწყისი ფასი ასი ათასი აშშ დოლარი იქნება. „მერსედესის“ საბაზისო მოდელი, რომელიც გერმანიაში უკვე იყიდება, 90 კილოვატ-საათის სიმძლავრის ელექტრობატარეების კომპლექტით და ერთი ელექტროძრავითაა აღჭურვილი და 106 ათასი ევრო ღირს, ხოლო ორძრავიანი მოდელი, რომელსაც 107.8 კილოვატ-საათის სიმძლავრის ელექტრობატარეათა კომპლექტი უყენია, 135 ათასი ევრო ღირს. აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული ფასები საბაზოა, რადგან „მერსედესის“ გადაწყვეტილებით პროგრამულ უზრუნველყოფასთან ...

Read More »

2040 წლისთვის ახალი ავტომობილების 66% ელექტრომობილი იქნება

2040 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული ყოველი სამი მანქანიდან ორი ელექტრომობილი იქნება, – ამის შესახებ „ბლუმბერგის“ მკვლევრები წერენ, მწვანე ენერგიისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ მოხსენებაში. ტექნოლოგიური გადასვლის წინა ხაზზე ევროპის ქვეყნები და ჩინეთი არიან. აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია მხოლოდ სამგზავრო ავტომობილებზე როდი ვრცელდება – 2040 წლისთვის, ავტობუსების, მცირე და საშუალო ზომის კომერციული ტრანსპორტისა და ორ და სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების სრული უმეტესობა ელექტრო ბატარეებით იქნება ...

Read More »