apple-ის ელექტრომობილი

Apple-მა უპილოტო ავტომობილის შექმნისთვის Tesla-ს ყოფილი ინჟინერი დაიქირავა

ამერიკულმა კომპანია Apple-მა დაიქირავა Tesla-ს ყოფილი ინჟინერი კრისტოფერ მური, რომლის გუნდიც უპილოტო ავტომობილის შექმნაზე მუშაობდა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო Bloomberg-ი წერს.

წყაროების ცნობით, მურს Apple-ის უპილოტო ავტომობილისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა დაევალა. Apple-ში ამ დრომდე უპილოტო ავტომობილზე მუშაობდა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

მედიის ცნობით, კომპანია უპილოტო ავტომობილის გამოშვებას 2024 წლიდან გეგმავს, ახლა კი Apple-ის ხელმძღვანელობა აზიელ ავტომწარმოებლებს ხვდება, რათა საკუთარი ელექტრომობილების სერიული გამოშვება დაიწყოს. მანამდე ამერიკული მედია წერდა, რომ Apple-ი ამ საკითხზე თითქმის შეუთანხმდა Hyundai-სა და Kia-ს.

Leave a Reply