მფრინავი ელექტროტაქსი – მომავლის ტექნოლოგია

მფრინავი ელექტროტაქსები ანუ პატარა თვითმფრინავები, რომლებსაც ვერტიკალურად აფრენა და დაფრენა შეუძლიათ, სულ უფრო პოპულარული ხდება. მისი მთავარი უპირატესობა არის სიმარტივე და ის ფაქტი, რომ ეკოლოგიას გამონაბოლქვით არ აბინძურებს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

2035 წლისთვის ამ მფრინავი აპარატების ბაზარი 21 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. ამჟამად მფრინავი ელექტროტაქსების შექმნაზე 50-ზე მეტი კომპანია მუშაობს. მფრინავი ტაქსი 20-მდე მგზავრის გადაყვანას შეძლებს.

ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ანდრეას ბარდენჰაგენის განცხადებით, ელექტროტაქსების დანერგვამ შეიძლება გარკვეული პერიოდი დააკავოს, რადგანაც ამან შეიძლება საჰაერო სივრცის გადატვირთვა გამოიწვიოს. პრობლემებს ისიც შექმნის, რომ მფრინავი ობიექტების მიმართ არსებობს საერთაშორისო და ადგილობრივი წესები, რომლებიც ბევრ ადგილებში განსხვავებულია. შესაბამისად, აუცილებელი იქნება უსაფრთხოების და რეგულირების შესაბამისი ქსელის შექმნა.

არსებობს ასევე კონკურენტი პროექტები, მაგ თანამედროვე დირიჟაბლების შექმნა, რომლის მეშვეობით ბევრად უფრო მძიმე ტვირთების გადატანაა შესაძლებელი. ფაქტია, რომ მფრინავი მანქანები და ტაქსები უკვე ფანტასტიკა აღარ არის. იქნება თუ არა ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსგავსი, თუ მსგავსი საშუალებებით მხოლოდ ძალზე მდიდარი ადამიანების შეძლებენ სარგებლობას, ამას მომავალი გვაჩვენებს.

Leave a Reply