Tag Archives: #ბირჟა

რატომ გადავადდა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კიდევ ერთხელ – განმარტება

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების კიდევ ერთხელ, ამჯერად ორი თვით გადავადების მთავარ მიზეზად ბაზრის მონაწილეების არასაკმარისი მზაობა და სავაჭრო პლატფორმების დამატებითი ტესტირების საჭიროება სახელდება. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ენერგეტიკულ ბირჟაში განუცხადეს, ბიზნესისთვის გამოწვევად რჩება ის გარემოება, რომ ელექტროენერგიის მიმწოდებლებმა და შემსყიდველებმა წინასწარ უნდა დაგეგმონ საათობრივ ჭრილში, თუ რა რაოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ და მოიხმარენ. ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორის, ირინა მილორავას განცხადებით, კომპანიების მხრიდან არასაკმარისი მზაობის ფონზე ...

Read More »

ირინა მილორავა: თუ მომხმარებელს აქვს უნარი, რომ დატვირთვა ჰქონდეს დაბალფასიან სეგმენტში, ეს მას ელექტროენერგიის ხარჯებს შეუმცირებს

თუ მომხმარებელს აქვს უნარი, რომ დატვირთვა ჰქონდეს დაბალფასიან სეგმენტში, ეს მას ელექტროენერგიის ხარჯებს შეუმცირებს,- ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ დღის და ღამის ტარიფებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მართალია, სატესტო რეჟიმის ფასები არ შეიძლება იყოს ინდიკატორი, თუმცა – „ცალსახად, 1,5-2-ჯერაც კი არის განსხვავება ღამისა და დღის ფასებს შორის“. ცნობისთვის, საქართველოში ელექტროენერგიაზე დღის და ...

Read More »

“მოხერხდება თუ არა ენერგეტიკული ბირჟის 1 იანვარს ამოქმედება, დღესაც გაურკვეველია“ – გიორგი კაპანაძე

„თვეზე მეტია გასული საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟის მიერ 6 თვის ანგარიშის  გამოქვეყნებიდან და დღემდე ეს, სამწუხაროდ, ბირჟის მნიშვნელოვანი საჯარო აქტივობებიდან უკანასკნელია. საზოგადოებას კი არც ახლა აქვს პასუხი მთავარ კითხვაზე – მოხერხდება თუ არა დაანონსებულ ვადაში, ანუ 2022 წლის 1 იანვარს ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება. ბირჟის ხელმძღვანელობა არც იმას თვლის საჭიროდ, რომ საზოგადოებას ის დაგეგმილი სამუშაოები გააცნოს, რაც წესით და რიგით გაწერილი უნდა ...

Read More »

როდის ამოქმედდება გაზის ბირჟა?

ბუნებრივი არის ბირჟის ამოქმედების ზუსტი თარიღი უცნობია. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განმარტა, ბირჟის გაშვებას მინიმუმ 1 ან 2 წელი დასჭირდება. „რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა გაზის ბაზრის კონცეფცია. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან ერთად უნდა დააფუძნოს სახელმწიფო შპს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ბირჟის ორგანიზებაზე. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს 6 კვირის ვადაში. მას შემდეგ, ...

Read More »

“მსხვილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაყიდვა ბირჟის მეშვეობით მოხდება”

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განაცხადებით, ბირჟის მეშვეობით მოხდება მსხვილი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაყიდვა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ენერგეტიკის სექტორში ახალი კანონის მიღებითაა განპირობებული. „მიმდინარეობს რეფორმები, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგეტიკის ნაწილში ბაზრის ეტაპობრივ გახსნას, როცა მსხვილი მომხმარებლები გავლენ თავისუფალ ბაზარზე და სწორედ თავისუფალ ბაზარზე შეიძენენ ელექტოენერგიას. მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი მთავარი როლი და ფუნქციაა კანონის შესაბამისად კანონქვემდებარე აქტების მიღება, ...

Read More »

ივლისიდან ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება

პირველი ივლისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება. შედეგად, კომპანიების ნაწილი ელექტროენერგიას ენერგობირჟის საშუალებით იყიდის. პირველ ეტაპზე ენერგოპლატფორმაზე ვაჭრობას 23-მდე მსხვილი მომხმარებელი შეძლებს. მათ შორის სამი სახელმწიფო და ოცი კერძო კომპანია იქნება. ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელის განმარტებით, ბაზრის სრული გახსნა მომდევნო ხუთ წელშია მოსალოდნელი. „პირველი ივლისიდან ბაზრის გახსნის შემდეგ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ. ბაზარზე 23 ახალი მომხმარებელი გავა. ისინი ელექტროენერგიას აღარ შეისყიდიან უნივერსალური მიმწოდებლებისგან ...

Read More »

დეტალური ინფორმაცია ენერგეტიკული ბირჟის შესახებ – უდიდესი პერსპექტივა, რისკები და გამოწვევები რომელიც მას თან ახლავს

ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც დაფუძნდა სახელმწიფოს მხრიდან (დაფუძნებულია სახელმწიფო კომპანიების – საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის 50-50%-იანი თანამონაწილოებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანების საფუძველზე) იქნება პლატფორმა, სადაც ენერგიის ყიდვა/გაყიდვა მოხდება. მცირე, დიდი ჰესები, ქარის ელექტროსადგური, იმპორტორები და ა.შ. დარეგისტრირდებიან აღნიშნულ ბირჟაზე და შესთავაზებენ საკუთარ ენერგიას მომხმარებლებს. მომხმარებლებიც თავის მხრივ ასევე დარეგისტრირდებიან ელექტრონულ პლატფორმაზე და იყიდიან ელექტროენერგიას. ენერგეტიკული ...

Read More »

სემეკის ორგანიზებით გამართული კონფერენცია ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი კომისიების მიერ დადებითად შეფასდა

ენერგეტიკული გაერთიანებისა და ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი კომისიების, კონკურენციის სააგენტოებისა და ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლების მიერ 25-26 თებერვალს, სემეკის ორგანიზებით გამართული ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“ დადებითად შეფასდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე იბფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროცესში კომისია უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალურ ჩართულობას და მონაწილეობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს აღნიშნული პროცესის საჯაროობა, გამჭვირვალობა და ...

Read More »

მურმან მარგველაშვილი: ენერგეტიკული ბირჟა თხილამურებით სრიალს ჰგავს, სანამ ისწავლი, ბევრჯერ დაეცემი

გასული წელი და მიმდინარე წლის დასაწყისი საკმაოდ დატვირთული იყო ენერგეოსექტორში მიმდინარე სიახლეებით: სატეტსტო რეჟიმში მუშაობა დაიწყო ენერგეტიკულმა ბირჟამ, „ნამახვანი“ ჰესის მშენებლობა მუდმივი გამოსვლების ფონზე გრძელდება; საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 3 თვით გაჩერდა. აღნიშნულ საკითხებზე, ასევე ენერგეტიკაში არსებული გამწვევებსა და პერსპექტივებზე „ენერგონიუსი“ ენერგეტიკის ექსპერტს მურმან მარგველაშვილს ესაუბრა. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ენერგეტიკული ბირჟის არსებობა ძალიან კარგი ...

Read More »

ნარმანია: ახალი ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეები თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით ისარგებლებენ

სემეკში ახალი ენერგეტიკული ბაზრის შესახებ იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ელექტროენერგიის ახალი ბაზრის პირობებში, მომხმარებელთა შესაძლებლობებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა თავისუფალი და კონკურენტული ბაზრის აუცილებლობაზე. „ახალ ენერგეტიკულ ბაზარზე მომხმარებლის როლი და ინტერესი კიდევ უფრო მეტად არის გამოკვეთილი. ჩვენი მიზანია, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი ბაზრის სტრუქტურა, სადაც ბაზრის მონაწილეები ისარგებლებენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით. მნიშვნელოვანია, ბაზარზე გამჭვირვალედ ჩამოყალიბდეს კონკურენტული ფასი, რაც მომხმარებელს მისცემს ...

Read More »