Tag Archives: #ნავთობი

აშშ-ში მარაგების შემცირების ფონზე, ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 1 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 89,46 (+ 0,34%)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88,47 (+ 0,31%)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

გერმანელები ავტომობილის საწვავის ავზის შესავსებად პოლონეთში დადიან

გერმანიის ავტოგასამართ სადგურებზე არსებული რეკორდული ფასები მომხმარებელს ავზის შესავსებად პოლონეთში გადასვლისკენ უბიძგებენ გერმანულ პორტალ RBB24-ის ინფორმაციით, გერმანიის ავტოგასამართ სადგურებზე სუპერის ტიპის ბენზინის ფასი 1,74 ევრო ღირს, დიზელის საწვავი კი – 1,66 ევრო. გერმანიის მოსაზღვრე პოლონეთში ანალოგიური ბენზინის 52 ევროცენტით ნაკლებად შეძენის შესაძლებლობა უამრავ გერმანელს, განსაკუთრებით პოლონეთს უშუალოდ მიმდებარე ბრანდენბურგის მხარიდან, ავზის შესავსებად პოლონეთში გადასვლისკენ უბიძგებს. პოლონეთი, ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნების ...

Read More »
ჩრდილოეთ სახალინის ტერიტორიაზე 300 ტონამდე ნავთობი დაიღვარა

ეკვადორში, ამაზონის ტერიტორია მდინარეში ჩაღვრილმა ნავთობმა დააბინძურა

ეკვადორში, ამაზონის ტროპიკული ტყეების დაცულ ზონაში, დაბინძურდა მდინარე, რომლითაც აბორიგენი მოსახლეობა მარაგდება. ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანიის მილსადენი დაზიანდა და ნავთობი მდინარეში ჩაიღვარა, – ამის შესახებ Al Jazeera წერს. .შემთხვევა კაიამბე-კოკას ეროვნულ პარკში მოხდა. ჯამში, 2 ჰეტრამდე ტერიტორია დაბინძურდა. დაცული ტერიტორია, რომელიც 400 ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს, ეკოსისტემის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მდინარე კოკა ამფიბიათა მრავალი სახეობის საბინადრო გარემოა. არსებული ინფორმაციით, ნაპოს პროვინციაში ძლიერი წვიმა იყო, რამაც ღვარცოფი ...

Read More »

მიმდინარე კვირიდან საწვავის ფასი 5-10 თეთრით გაიზრდება

მიმდინარე კვირიდან ქვეყანაში საწვავის ფასი 5-10 თეთრით გაიზრდება. ნავთობიმპორტიორ კომპანიებში საწვავის ფასის ზრდის მიზეზად ნავთობის გაძვირებას ასახელებენ. “თებერვლის პირველ რიცხვებშივე ნაწილობრივ მოხდება ფასების ზრდა. იმის გათვალისწინებით, რომ გაყიდვების კუთხით ქვეყანაში იანვრის თვე არ არის აქტიური, დეკემბრის მარაგები გვაძლევდა საშუალებას, რომ შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა, თუმცა ახალ შესყიდვებზე, რომელიც უკვე იანვარში განხორციელდა და თებერვალში მოხდება მათი რეალიზაცია, ბუნებრივია აისახება გაზრდილი ნავთობპროდუქტების ფასები“,- აცხადებს ...

Read More »

ბელორუსი ნავთობის ტრანზიტის ტარიფს ზრდის

სს „გომელტრანსნეფტ დრუჟბას“ მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები ბელორუსის ტერიტორიაზე მაგისტრალური მილსადენებით ნავთობის ტრანზიტული ტრანსპორტირებისთვის 1 თებერვლიდან 7,4%-ით იქნება ინდექსირებული. როგორც ბელოსუსული მედია იუწყება, აღნიშნული გათვალისწინებულია ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის სამინისტროს 2022 წლის 19 იანვრის No7 ბრძანებულებით. გარდა ამისა, ხსენებული რეზოლუცია ითვალისწინებს ნავთობის ტრანსპორტირების ტარიფების გაზრდას ქვეყნის შიდა მარშრუტიებზე იმ ოდენობით, რომელიც არ აღემატება 2022 წელს ბელორუსში პროგნოზირებულ სამრეწველო ფასების ინდექსს.

Read More »
რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

ნავთობის ფასი 8 წლიან მაქსიმუმზეა – გაძვირება საქართველოშიც გარდაუვალია

ნავთობის ფასი ზრდას შეუჩერებლად განაგრძობს. ორშაბათს 31 იანვარს Brent-ს მარკის ნავთობის მარტის ფიუჩერსულმა ფასმა $91-ს, WTI-ს ღირებულებამ კი $87-ს გადააჭარბა. 2014 წლის შემდეგ პირველად შავი ოქროს ფასი შესაძლოა ისევ სამნიშნა მაჩვენებლით განისაზღვროს, რაც საქართველოში საცალო ფასზე აუცილებლად აისახება. ნავთობის გაიაფება სწორედ 2014 წელს დაიწყო და ივნისში მაშინ როცა ბარელი ჯერ კიდევ $110 ღირდა, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.77 იყო. ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,71 %-ით, 0,67 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 93,17 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

2021 წელს ჩინეთში ნავთობის მოპოვება 2.4%-ით გაიზარდა

ჩინეთში ნედლი ნავთობის მოპოვებამ გასულ წელს თითქმის 199 მილიონ ტონას მიაღწია, რაც 2,4%-ით მეტია წლიური მონაცემებით. სააგენტო “სინხუა”-ს მიერ გვრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ეს მოცულობა 4%-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მხოლოდ დეკემბრის თვეში ქვეყანაში მოპოვებულ იქნა 16,47 მლნ ტონა ნედლი ნავთობი, რაც 1,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. მონაცემების მიხედვით, გასულ ...

Read More »

აშშ სტრატეგიული მარაგებიდან კიდევ 13,4 მილიონი ბარელ ნავთობს გამოათავისუფლებს

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო გამოათავისუფლებს დამატებით 13,4 მილიონ ბარელ ნავთობს თავისი სტრატეგიული მარაგებიდან, უწყების მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” „დღეს აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ დაამტკიცა 13,4 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის შვიდი დამატებითი გაცვლა სტრატეგიული ნავთობის მარაგებიდან გამოსათავისუფლებლად“, – ნათქვამია განცხადებაში. მარაგების გაშვება გადანაწილდება შვიდ კომპანიას შორის: Shell შეისყიდის 4,2 მლნ ბარელს, Trafigura – 3 მლნ ბარელს, Phillips 66 Company ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 27 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 89,34 (- 0,62)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86,61  (-  0,74)  დოლარი/ბარელზე.

Read More »