Tag Archives: გაზპრომი

გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების მიზანია ის, რომ კომპანიებმა შეძლონ ალტერნატიული წყაროებიდან ბუნებრივი აირის მიღება

“გაზპრომთან” მოლაპარაკებების მიზანი ბუნებრივი აირის მიღების ალტერნატივაა

კომერციული ბაზარი არის დერეგულირებული და ნებისმიერ კომპანიას აქვს შესაძლებლობა, მისთვის ხელსაყრელ ფასად შემოიტანოს ბუნებრივი აირი , – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა. კითხვაზე, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები “გაზპრომთან” და როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა, კალაძემ აღნიშნა, რომ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რასთან დაკავშირებითაც მან უკვე ისაუბრა. “თუ როდის იქნება მომავალი შეხვედრა, როცა გვეცოდინება ამასთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ”, – განაცხადა ...

Read More »
დიმიტრი ქუმსიშვილი: "გაზპრომთან" შეხვედრები ტექნიკური ხასიათისაა

დიმიტრი ქუმსიშვილი: “გაზპრომთან” შეხვედრები ტექნიკური ხასიათისაა

“გაზპრომთან” შეხვედრები ტექნიკური ხასიათის მატარებელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. “გაზპრომთან” დაკავშირებით ჩემს კოლეგასთან, ენერგეტიკის მინისტრთან დავაზუსტე აღნიშნული საკითხი. ეს ეხება ტექნიკურ დეტალებს, ეხება იმ გაზის ტრანზიტს, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაზე გადის. აქედან გამომდინარე, ვერანაირ პოლიტიკურ თუ სხვა მოტივაციას აქ ვერ შემოვიტან. აღნიშნული შეხვედრები არის ტექნიკური ხასიათის მატარებელი და ის ეხება იმას, რომ ...

Read More »
„გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

„გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

რუსულმა „გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. დღეღამის განმავლობაში მიწოდების საშუალო მოცულობა 6 მილიონი კუბური მეტრია. მიწოდების შესახებ კონტრაქტი მიმდინარე წლის სექტემბერში, 5 წლის ვადით გაფორმდა გაგრძელების შესაძლებლობით. დოკუმენტი ითვალისწინებს წელიწადში 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას. „რუსული გაზის იმპორტი აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს დაიკმაყოფილოს ამ ენერგომატარებელზე არსებული მოთხოვნა, შიდა მოხმარებისა და ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით,“ – აცხადებენ „გაზპრომში“. წყარო: commersant.ge

Read More »
კახა კალაძე: გაზპრომის წარმომადგენლებთან შეხვედრის, პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორია

გაზპრომის წარმომადგენლებთან შეხვედრის, პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორია

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, გაზპრომის წარმომადგენლებთან მისი შეხვედრის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არასწორია. მისი თქმით, საქართველო 8 თვის განმავლობაში ელექტროენერგიას სწორედ რუსეთისგან იღებს. „სრულიად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც მიზანმიმართულადაა ატეხილი „გაზპრომთან“ მიმართებაში. წლებია „გაზპრომთან“ გვაქვს ურთიერთობა და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ გაზს ვიღებდით მაშინაც კი, როდესაც 2008 წლის ომის მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, ვიღებთ დღესაც და მივიღებთ მომავალშიც. მიზანმიმართულად პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ...

Read More »

გაიზრდება თუ არა ქართულ ენერგეტიკაში რუსული გაზის წილი?

სულ მალე ქართულ ენერგეტიკაში რუსული გაზის წილი, შესაძლოა, გაიზარდოს. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსულ სახელმწიფო ენერგოკომპანია “გაზპრომთან” თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე მოლაპარაკებას მართავს. როგორც გაზეთი რეზონანსი წერს, მას შემდეგ, რაც 2006 წლის იანვარში ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე ორ რუსულ გაზსადენზე აფეთქება მოხდა და შედეგად საქართველო შუა ზამთარში გაზის გარეშე დარჩა, ოფიციალურმა თბილისმა ენერგეტიკის სფეროს აზერბაიჯანული გაზით დივერსიფიცირება მოახდინა და რუსეთიდან შანტაჟის თავიდან ...

Read More »
გია ვოლსკი: რუსეთთან გაზის მიწოდების თემაზე მოლაპარაკებები ძალიან საფრთხილოა

გია ვოლსკი: რუსეთთან გაზის მიწოდების თემაზე მოლაპარაკებები ძალიან საფრთხილოა

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, გია ვოლსკის შეფასებით, გაზის მიწოდების თემაზე რუსეთთან მოლაპარაკებები ძალიან საფრთხილოა და გამოწვევას წარმოადგენს. “რუსეთთან ასეთ საკითხზე მოლაპარაკებები ძალიან საფრთხილოა. გაზის მიწოდების თემაზე რუსეთსა და უკრაინას შორის სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საერთოდ ენერგორესურსების მქონე ქვეყანასთან მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, რუსეთთან მოლაპარაკებები საფრთხილოა. ამ თემაზე რუსეთთან მოლაპარაკებები გამოწვევაა. ამასთან, არსებობს სატრანზიტო ვალდებულებები და პირობები, რომელიც ჩვენ მოძმე სომხეთს უკავშირდება და ...

Read More »
დიმიტრი ქუმსიშვილი: "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს

დიმიტრი ქუმსიშვილი: “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. “არ მაქვს დღეს დილით აღნიშნულზე ინფორმაცია. საღამოს ალბათ კიდევ გვექნება შეხვედრის შესაძლებლობა და მხოლოდ დაზუსტებული ინფორმაციის მიღების შემდეგ შემიძლია, რამე მოგაწოდოთ”, – განუცხადა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძისა და “გაზპრომის” წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძისა და “გაზპრომის” პრეზიდენტის, ალექსეი ...

Read More »
კახა კალაძე გაზპრომის წარმომადგენლებს შეხვდა

კახა კალაძე გაზპრომის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბრიუსელში „გაზპრომის“ წარმომადგენლებს შეხვდა, ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო 2015-16 წლების ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სომხეთში გაზის ტრანზიტის საკითხებზე. როგორც რუსული მედია წერს, კახა კალაძე “გაზპრომის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ალექსეი მილერს შეხვდა. იქვე მითითებულია, რომ “გაზპრომმა” საქართველოს 2014 წელს 0,3 მლრდ კუბრი მეტრი ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზში 232 დოლარს გადაიხდის

ახალი შეთანხმების საფუძველზე უკრაინა რუსულ გაზში 232 დოლარს გადაიხდის

კიევი და მოსკოვი ზამთრის პერიოდში უკრაინისთვის გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. როგორც “ბიბისი” იტყობინება, ბრიუსელში ევროკავშირს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრ ნოვაკის ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 მარტამდე უკრაინა რუსულ გაზს შეღავათიან ფასად მიიღებს. თავის მხრივ, “გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ კომპანიამ უკრაინულ “ნავთოგაზთან” დამატებითი შეთანხმება დადო და უკრაინულ მხარეს გადაუგზავნა. მიღწეული შეთანხმებით, კიევი ...

Read More »
Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

გაზეთ Wall Street Journal-ში დაიბეჭდა სტატია, რომლის ავტორის ენდრიუ პიიპლის ცნობით, სანამ რუსულ გაზზე ევროპაში მოთხოვნის სტაგნაციაა, „გაზპრომმა“ პირი იბრუნა აზიის მიმართულებით.  „გაზპრომის“ ფინანსური დირექტორი მოელის, რომ გაზმომარაგების თაობაზე მსხვილი გარიგება, რომელიც შარშან ჩინეთთან დაიდო, მომგებიანი იქნება მსოფლიო ბაზრებზე ენერგო-მატარებლებზე ფასების ვარდნის მიუხედავად. Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „გაზპრომის“ ფინანსურ-ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრეი კრუგლოვმა განაცხადა, რომ ნავთობის ფასთა ამჟამინდელ ვარდნას კომპანია მიიჩნევს ნორმალურ ციკლურ ...

Read More »