Tag Archives: #ნავთობი

აშშ–ის კონგრესი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის კანონს განიხილავს

აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ პალატა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ კანონს განიხილავს. მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში, რუსული აგრესიის საპასუხოდ, ვაშინგტონი უკრაინას $10 მილიარდიან დახმარებას გამოუყოფს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. „ჩვენი კანონპროექტი აშშ–ში რუსული ნავთობის და ენერგომატარებლების იმპორტს კრძალავს, აუქმებს ჩვეულებრივ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან და ბელარუსთან და პირველ ნაბიჯს დგამს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გაძევების ...

Read More »

დმიტრო კულება ნავთობკომპანია “შელს“ – თქვენთვის რუსულ ნავთობს უკრაინული სისხლის სუნი არ ასდის?

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნავთობკომპანია „შელს“ მიმართავს – თქვენთვის რუსულ ნავთობს უკრაინული სისხლის სუნი არ ასდის? ეს განცხადება უკრაინელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „შელმა“ რუსული ნავთობი რეკორდული ფასდაკლებით შეიძინა. „მეუბნებიან, რომ „შელმა“ წუხელ მალულად შეიძინა რუსული ნავთობი. ერთი კითხვა მაქვს „შელთან“: თქვენთვის რუსულ ნავთობს უკრაინული სისხლის სუნი არ ასდის? მოვუწოდებ მთელ ...

Read More »

Shell რუსული ნავთობის შესყიდვას აგრძელებს

ბრიტანულმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანია Shell-მა რუსული ნავთობი ისევ შეიძინა და ეს გადაწყვეტილება საწარმოო მოცულობების დატვირთვით ახსნა. კომპანიის მენეჯმენტი განმარტავს, რომ ერთ ღამეში რუსულ ნავთობზე უარის თქმა შეუძლებელია, თუმცა რუსული ნავთობიდან მიღებული შემოსავლის ნაწილს უკრაინელი ხალხის დახმარებისთვის მიმართავს. ნავთობმწარმოებელ კომპანიაში ხაზს უსვამენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომით შეშფოთებულები არიან და „გაზპრომის“ კომპანიების სააქციონერო პარტნიორობიდან გასვლას აპირებენ. ასევე ისინი რუსული ნავთობის შესყიდვას შეამცირებენ, როდესაც ალტერნატიული ...

Read More »
საუდის არაბეთმა აშშ-ს ნავთობმოპოვებაში ლიდერობა ჩამოართვა

სამხრეთ კორეა თავისი სტრატეგიული რეზერვებიდან 4,42 მილიონ ბარელ ნავთობს გამოყოფს

სამხრეთ კორეა თავისი სტრატეგიული რეზერვებიდან 4,42 მილიონ ბარელ ნავთობს გამოყოფს. აღნიშნული გადაწყვეტილება სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიიღო. განცხადებას ამის შესახებ სამხრეთ კორეის ვაჭრობის, წარმოებისა და ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ენერგეტიკული რესურსები არ უნდა იყოს გამოყენებული გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად. „აღნიშნული გადაწყვეტილება მიმართულია შიდა და საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრის სტაბილიზაციისა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა სახელმწიფოებისთვის სოლიდარობის დემონსტრირებისკენ. ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,6 მლნ ბარელით შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იპორტიორთა კავშირის” ცნობით, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,6 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 413,4 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები  შემცირდა 0,5  მილიონი ბარელით  და შეადგინა  246,0 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 0,6 მილიონი ბარელით და შეადგინა  119,1 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,6 ...

Read More »

ნავთობმომპოვებელი რუსული კომპანია ლუკოილი უკრაინაში ომის დასრულებას მოითხოვს

სიდიდით მეორე ნავთობმომპოვებელი რუსული კომპანია ლუკოილი უკრაინაში ომის დასრულებას მოითხოვს. “ლუკოილის დირექტორთა საბჭო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო. შეიარაღებული კონფლიქტის სასწრაფო დამთავრებისკენ მოწოდებით, ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ ყველა მსხვერპლის გამო, რომელსაც ეს ტრაგედია შეეხო”, – აღნიშნულია განცხადებაში. გარდა ამისა, ლუკოილში აღნიშნავენ, რომ ისინი ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის მომხრენი არიან. ლუკოილის პრეზიდენტი, მილიარდერი ვაგიტ ალეკარპოვია, ხოლო ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 3 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  110,46  (- 2,47)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  107,67  (-  2,93)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

საერთაშორისო ბაზარზე მოვაჭრეები რუსული ნავთობის ყიდვას თავს არიდებენ

რუსეთის უკრაინაში შეჭრას და ამის პასუხად საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისთვის მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებას ქვეყნის ენერგეტიკული სექტორისთვის მძიმე, ნეგატიური შედეგები მოჰყვა. საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე მოვაჭრეები და მსხვილი შემსყიდველები თავს არიდებენ რუსული ნავთობის შეძენას, მიუხედავად იმისა, რომ ის საბაზრო ფასზე გაცილებით იაფადაა ხელმისაწვდომი. ბრიტანული კვლევით ცენტრის, Energy Aspects-ის ინფორმაციით, რუსული წარმოების ნავთობის თითქმის 70% ბირჟებზე ვერ იყიდება, რადგან მისი შეძენით მოვაჭრეები არ ინტერესდებიან. ...

Read More »

ჩერნიგოვში ნავთობის საცავი დაბომბეს

ჩერნიგოვში ნავთობის საცავი იწვის. დღეს დილით, ასტრას კომბინატის ტერიტორიაზე, დაბომბვისას ჭურვი ნავთობის საწყობს მოხვდა, რის შედეგადაც 3000 კუბური მეტრი ტევადობის დიზელი აალდა. გარდაცვლილების და დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება.

Read More »

OPEC და რუსეთი ფასების ზრდის მიუხედავად მიმდინარე პოლიტიკას მტკიცედ იცავენ

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდის მიუხედავად  Opec – ის წევრები და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ დაიცავენ თავიანთ ამჟამინდელ გეგმას, რათა ნავთობის მოპოვება დღეში 400 000 ბარელით გაზარდონ. OPEC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ნავთობის ბაზრის ამჟამინდელი საფუძვლები და კონსენსუსი მიუთითებს კარგად დაბალანსებულ ბაზარზე და იმაზე, რომ მიმდინარე არასტაბილურობა გამოწვეულია არა ბაზრის ფუნდამენტური ცვლილებებით, არამედ მიმდინარე გეოპოლიტიკური განვითარებით“ ბაზარზე ნავთობის ფასმა ...

Read More »