“ნავთობპროდუქტების იპორტიორთა კავშირის” ცნობით, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,6 მილიონი ბარელით შემცირდა და შეადგინა 413,4 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები შემცირდა 0,5 მილიონი ბარელით და შეადგინა 246,0 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 0,6 მილიონი ბარელით და შეადგინა 119,1 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 200 ათასი ბარელით და შეადგინა 11,6 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.