ბრიტანულმა ნავთობგადამამუშავებელმა კომპანია Shell-მა რუსული ნავთობი ისევ შეიძინა და ეს გადაწყვეტილება საწარმოო მოცულობების დატვირთვით ახსნა. კომპანიის მენეჯმენტი განმარტავს, რომ ერთ ღამეში რუსულ ნავთობზე უარის თქმა შეუძლებელია, თუმცა რუსული ნავთობიდან მიღებული შემოსავლის ნაწილს უკრაინელი ხალხის დახმარებისთვის მიმართავს.
ნავთობმწარმოებელ კომპანიაში ხაზს უსვამენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომით შეშფოთებულები არიან და „გაზპრომის“ კომპანიების სააქციონერო პარტნიორობიდან გასვლას აპირებენ. ასევე ისინი რუსული ნავთობის შესყიდვას შეამცირებენ, როდესაც ალტერნატიული ნავთობი ხელმისაწვდომი იქნება, რაც ძალიან რთული საკითხია და დროს საჭიროებს.