საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფების ზრდას დაუჭირა მხარი. ამასთანავე, ახალი ტარიფები ძალაში მხოლოდ დროებით – 6 თვის ვადით იქნება, გრძელვადიან ტარიფს კი სემეკი 2021 წლის ივლისამდე დაადგენს. დღესვე ცნობილი გახდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ტარიფის მატებას 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებს სრულად დაუსუბსიდირებს.
Read More »