„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და სომხეთის „ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ გარნიკ ბალიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და სომხეთს შორის ავარიულ სიტუაციებში ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჰაკობ ...
Read More »