1-ლი დეკემბრიდან 2024 წლის 30 ივნისამდე ავსტრია ელექტროენერგიის ფასების „გაყინვას“ გეგმავს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ შევთანხმდით ელექტროენერგიის ფასების მუხრუჭის შემოღებაზე“, – განაცხადა მან.
ნეჰამერის თქმით, ღონისძიება მოიცავს სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ნაწილობრივ ანაზღაურებას 2900 კვტ/სთ მოხმარების ფარგლებში. ამრიგად, ოჯახი შეძლებს დაზოგოს დაახლოებით 500 ევრო წელიწადში.
წყარო: “კომერსანტი”