შოლცი: ზამთარში გერმანიაში ელექტროენერგიის გათიშვა ნაკლებად სავარაუდოა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ზამთარში ელექტროენერგიის შესაძლო გათიშვის გამო შეშფოთებული არ არის. “დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება”, – თქვა მან ე.წ. საზაფხულო ინტერვიუში, რომელიც 4 სექტემბერს, კვირას, გერმანიის საზოგადოებრივმა ტელევიზია ZDF-ზე გადაიცემოდა.

“ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს არ მოხდეს”, – აღნიშნა შოლცმა.

მანამდე ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ზამთარში გერმანიაში შეიძლება ელექტროენერგია მასიურად გაითიშოს, თუ მმართველი კოალიცია არ გადადებს გერმანიის ბოლო მოქმედი ატომური ელექტროსადგურების დაგეგმილ დახურვას.

Leave a Reply