შვედეთი გადაუდებელ დახმარებას გაუწევს ელექტროენერგიის მწარმოებლებს, რადგან რუსეის გადაწყვეტილებამ შეაჩეროს გაზის მიწოდება ევროპაში, შესაძლოა ფინანსურ სისტემაზე მძიმე ეფექტი იქონიოს — აღნიშნულის შესახებ Finanial Times-ი წერს.
მაგდალენა ანდერსონმა შაბათს თქვა, რომ მთავრობა ასობით მილიარდი კრონის დაფინანსებას შესთავაზებს ელექტროენერგიის მწარმოებლებს.
ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები ასევე განიხილავენ ნაბიჯების გადადგმას ბლოკის მასშტაბით ენერგეტიკული კომპანიებისთვის ლიკვიდობის ნაკლებობის შესამსუბუქებლად იტყობინება — წერს Financial Times-ი.
„გუშინდელი განცხადება არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის „ომის ზამთარს“, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენს ფინანსურ სტაბილურობას“, – თქვა ანდერსონმა, რომელიც შაბათს საგანგებო პრესკონფერენციაზე იდგა შვედეთის ფინანსურ მარეგულირებელთან, ცენტრალური ბანკის გუბერნატორთან და ფინანსთა მინისტრთან ერთად.
ფინეთის ფინანსთა მინისტრმა ანნიკა საარიკომ ტვიტერზე დაწერა, რომ მისი ქვეყანაც იმოქმედებს. „შეშფოთება გაზიარებულია. მსგავსი სამზადისი უკვე კარგად მიმდინარეობს ფინეთში“, – წერს საარიკო ტვიტერზე.
დრამატულმა ქმედებებმა ხაზი გაუსვა ევროპის წინაშე არსებული სიტუაციის სერიოზულობას, რადგან ის ცდილობს მოიპოვოს საკმარისი ენერგია ზამთრის წინ და ცდილობს თავიდან აიცილოს უბედურება ელექტროენერგიის მწარმოებლებს შორის.
ბრიუსელის ოფიციალური პირები მუშაობენ ენერგეტიკული კომპანიების დასახმარებლად რამდენიმე შესაძლო გზაზე, მათ შორისაა გადაუდებელი ლიკვიდურობის მხარდაჭერის ნაწილიც.
ანდერსონმა განაცხადა, რომ შვედეთის მხარდაჭერა გავრცელდება სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ყველა მოთამაშეზე, რასაც დასჭირდება ორშაბათს შვედეთის პარლამენტის ფინანსური კომიტეტის მიერ დამტკიცება.
წყარო: commersant.ge