Tag Archives: #ელექტროენერგია

დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

19 დეკემბერს სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), კრწანისის, თელეთის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდების და სოფელი ბეთანიის მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის ...

Read More »

აზერბაიჯანიდან საქართველოზე ტრანზიტით თურქეთში გასული ელექტროენერგიის მოცულობა 208%-ით არის გაზრდილი

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მომდინარე წლის თერთმეტ თვეში საქართველოდან ტრანზიტის მიზნით გასული ელექტროენერგიის მოცულობამ 2 643,8 მლნ ლვტსთ შეადგინა. საქართველოზე ტრანზიტით ელექტროენერგია თურქეთში აზერბაიჯანმა, რუსეთმა და სომხეთმა გაიტანეს. საქართველოდან ტრანზიტით გასული ელექტროენერგიის მოცულობა გასული წლის თერთმეტ თვესთან შედარებით 154%-ით არის გაზრდილი – 1 042,4 მლნ კვტსთ-დან 2643,8 მლნ კვტსთ-მდე. იანვარ-ნოემბერში თურქეთში აზერბაიჯანიდან საქართველოზე ტრანზიტით გასული ელექტროენერგიის ...

Read More »

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის გამო, ხარკოვი ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დარჩა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის გამო, ხარკოვი ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა. „ინფრასტრუქტურას, პირველ რიგში, ენერგეტიკულ სისტემას უზარმაზარი ზიანი მიადგა“, – აღნიშნა ქალაქის მერმა. უკრაინის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ დღევანდელი მასიური სარაკეტო თავდასხმის ფარგლებში, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, სულ მცირე, 76 რაკეტა გაუშვა. აქედან 60 რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, კრივოი-როგში რუსული ძალების ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, ეს პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს

შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, ეს პროექტი საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და გააუმჯობესებს​ შიდა ენერგობაზარსაც​, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში განაცხადა. მისივე თქმით, პროექტით უზრუნველყოფილი იქნება შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი და უახლოესი როლი. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა შეძლო, შეემცირებინა რუსული რესურსების ...

Read More »
სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

ელ.ენერგიის მოხმარებასთან ერთად, რეკორდულად გაიზარდა ექსპორტით მიღებული თანხაც

2022 წლის 10 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და 11.8ტვტ.სთ შეადგინა. ამის გარდა, ელქტროენერგიის ექსპორტიც გაიზარდა 2.5- ჯერ 1.0 ტვტ.სთ-მდე. გაზრდილი მოთხოვნა (ადგილობრივი მოხმარება + ექსპორტი) ძირითადად დაკმაყოფილდა ჰიდრო და თბოგენერაციის ზრდით. G&T-ის ინფორმაციით, ჰიდროსადგურების გენერაციის ზრდა კარგ ჰიდროლოგიას და წინა წლის დაბალ ბაზას უკავშირდება (2021 წლის დასაწყისში ენგურის რემონტი მიმდინარეობდა), ხოლო თბოსადგურების ადეკვატურ ფასად და მოცულობით მუშაობა სოციალურ ...

Read More »

ზელენსკი: უკრაინას სჭირდება ევროკავშირის დახმარება გაზისა და ელექტროენერგიის შესაძენად

უკრაინას სჭირდება ევროკავშირის მხარდაჭერა 800 000 ევროს ღირებულების 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზისა და ელექტროენერგიის შესაძენად უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის საბჭოში ონლაინ გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა გაზის იმ მოცულობის შესაძენად, რომელიც გამოიყენება რუსული დარტყმის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციისთვის. მისი თქმით, საუბარია 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე. ზელენსკიმ ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 13.3%-ით გაიზარდა – საქსტატის 2021 წლის სტატისტიკა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, 13.3 პროცენტით გაიზარდა და 12 645.1 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა ძირითადად განპირობებული იყო გაზრდილი წყალმოდინებით. 2021 წლის განმავლობაში მოპოვებულია 35.5 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2020 წელთან შედარებით 13.4 პროცენტით მეტი), 147.9 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 48.9 პროცენტით მეტი) და 16.0 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი ...

Read More »

უკრაინის რამდენიმე რეგიონი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

რუსი ოკუპანტების დღევანდელი იერიშის შედეგად, უკრაინის რამდენიმე რეგიონი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. „ხარკოვი გათიშულია“, – დაწერა ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა. მიკოლაევსა და მიკოლაევის რაიონში ელექტროენერგიის ავარიული გამორთვა მოქმედებს. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა დაწერა, “საჰაერო თავდაცვა მუშაობას აგრძელებს”. პოლტავის რეგიონის ქალაქ კრემენჩუგში ელექტროენერგიის არარსებობის გამო, არ მუშაობს ქალაქის გათბობის სისტემა. როგორც ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, დღევანდელი იერიშის შედეგად, ქვეყნის ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

16 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის და მიქელაძის ქუჩის მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, თამარაშვილის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი ...

Read More »
ეიფელის კოშკზე ქარის ტურბინები დამონტაჟდა (ფოტო+ვიდეო)

საფრანგეთში ელექტროენერგიის და გაზის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა

საფრანგეთში ელექტროენერგიის და გაზის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებს და ბიზნესს დაზოგვისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ Euractiv-ი წერს. აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ელექტროენერგიის ჯამური მოხმარება 9%-ით, ხოლო ბოლო კვირის განმავლობაში 9,7%-ით არის შემცირებული. ქსელის ოპერატორის, RTE-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ეს შთამბეჭდავი შედეგია და ასეთი ტენდენციით უარესი სცენარი ნაკლებად სავარაუდო ხდება. საფრანგეთის გარდამავალი ენერგეტიკის მინისტრმა, აგნეს პანიე-რუნაშმა ფრანგები ...

Read More »